"რომში დიდი ქართველი ხელოვანისა და დიპლომატის, გიორგი აფხაზის გამოფენა მოეწყობა" - ნენო გაბელია

„მსოფლიოში მარგალიტებივით მიმობნეული ქართული გენი“ - ასე დავარქმევდი იმ პროცესს, რაც სხვადასხვა ეპოქაში, საქართველოსთვის, ქართველი ნიჭიერი პერსონების „დაკარგვას“ გულისხმობს. ისინი დაკარგა საქართველომ, მაგრამ შეიძინა სხვა ქვეყანამ. ჩვენ ვეცდებით პერიოდულად გავაშუქოთ იმ დიდი ქართველების ცხოვრება და შემოქმედება, რომელთაც სხვადასხვა ეტაპზე, საქართველოს დატოვება მოუხდათ, მაგრამ მიმღები ქვეყნის ისტორიაში, მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში, საკუთარი სათქმელი თქვეს.

ამჯერად, იტალიაში მიგრირებული დიპლომატისა და ხელოვნის, გიორგი აფხაზის (ანჩაბაძე) შესახებ მოგითხრობთ, რომლის შესახებაც 2018- 2019 წლების ახალგაზრდა ელჩის იტალიის რესპუბლიკაში, ნენო გაბელიას დამსახურებით შევიტყვეთ. სულ მალე რომში გიორგი აფხაზისადმი მიძღვნილი გამოფენა იგეგმება. გამოფენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით იმართება, ხოლო იდეის ავტორი და კურატორი თავად ნენო გაბელიაა.

ნენო გაბელია: 2021 წლის 26 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით რომში, Palazzo Velli Expo-ში მოეწყობა გამოფენა „Scomparizione“, სადაც ცნობილი ქართველი ემიგრირებული დიპლომატისა და არტისტის, გიორგი აფხაზის ფერწერული ნამუშევრები, გრაფიკა და სასცენო ილუსტრაციები გამოიფინება.

ევროპის არტისტულ სცენაზე თავისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი სცენოგრაფის, გიორგი აფხაზის ნამუშევრების დათვალიერება პირველად გახდება შესაძლებელი ფართო აუდიტორიისთვის.

- ნენო, როგორ „აღმოაჩინე“ გიორგი აფხაზი და რა შეგიძლია გვითხრა მის შესახებ?

- გიორგი აფხაზის შესახებ, პირველად გიორგი კალანდიასგან გავიგე. ბატონ გიორგის ფეისბუკზე  ეწერა პოსტი, სადაც ითხოვდა დახმარებას იტალიაში მცხოვრები ქართველებისგან, მოეძიებინათ მასალები გიორგი აფხაზის შესახებ, რადგან საქართველოში მასზე თითქმის არანაირი ინფორმაცია არსებობდა.

დავიწყე ძიება და მივაგენი მის იტალიურენოვან ბიოგრაფიას და ასე ვთქვათ, დავკვალიანდი სად შეიძლებოდა დამეწყო ძებნა. აფხაზს იტალიაში არაერთ თეატრსა თუ ოპერაში აქვს ნამუშევარი და ვეცადე ყველას დავკავშირებოდი. მაშინ „კოვიდი“ მწვავე ფაზაში იყო, ამიტომ უფრო მიმოწერით მქონდა კონტაქტი. ერთ დღეს, რომის ოპერის არქივიდან მიპასუხეს, რომ გიორგი აფხაზის უამრავი ნამუშევარი აქვთ, რადგან თუ არ ვცდები, 15 წელზე მეტ ხანს მუშაობდა მათთან.

შემდეგ დავინტერესდი სად იყო მისი საფლავი. დიდი წვალების მერე, საფლავსაც მივაგენი, რომელიც მისი და მისი მეუღლის ფერფლია. არანაირი წარწერა მათ საფლავს არ ჰქონდა. ვიცი, რომ წარწერა საქართველოს საელჩომ იტალიაში უკვე გაამზადა.

- როგორც გავიგე, გარდა ხელოვნებისა, აფხაზი საქველმოქმედო საქმიანობითაც იყო დაკავებული...

- მასალების კითხვისას აღმოვაჩინე რომ მანვე დააარსა პირველი ქართული ასოციაცია იტალიაში, 1949 წელს, რასაც მოწმობს მისი წერილები აკაკი ჩხენკელთან და ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო ფილიალთან. ამ წერილებიდანვე ჩანს, რომ ის არ იყო მხოლოდ ხელოვნებით დაკავებული, არამედ სულ ცდილობდა იმ ქართველ ლტოლვილებს დახმარებოდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს შემოდიოდნენ იტალიაში.

ეს თემა იმდენად ახლობელი გახდა ჩემთვის, რომ გადავწყვიტე, რაღაც კიდევ გამეკეთებინა, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო მისი პიროვნების და შემოქმედების შესახებ. მალევე გამოცხადდა კონკურსი „დიასპორების ინიციატივების ხელშეწყობა“, მივიღე ამ კონკურსში მონაწილეობა და დამაფინანსეს. ჩემი საკონკურსო წინადადება იყო რომში გიორგი აფხაზის გამოფენის მოწყობა. სწორედ ამ დაფინანსების მეშვეობით, რომში 26-28 ნოემბერს გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება აფხაზის როგორც ნამუშევრები, ასევე მისი ბიოგრაფია და საარქივე მასალა. შეიქმნა სპეციალური ანიმაცია, რომელიც ამ დიდი ქართველის ცხოვრებას ეძღვნება და პრემიერა გამოფენის ფარგლებში 26 ნოემბერს შედგება.

და მაინც, ვინ იყო გიორგი აფხაზი - დაიბადა 1892 წლის 10 ოქტომბერს საქართველოში. 1911 წლამდე თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ კი მოსკოვში გადავიდა, სადაც უნივერსიტეტში ფიზიკის, მათემატიკისა და ფერწერის კურსები გაიარა. 1914 წელს გიორგი უკვე პარიზში ცხოვრობდა, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში, სახვითი ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სამშობლოს არმიაში სამსახურისთვის დაბრუნდა. 1919 წლის ივნისიდან რომში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიაში, სამხედრო ატაშედ მუშაობდა. 1920 წელს კი კონსულის თანამდებობა დაიკავა.

საქართველოს გასაბჭოების პერიოდში გიორგი აფხაზი რომში იმყოფებოდა. ადვილი მისახვედრია, დემოკრატიული რესპუბლიკის მისიის წევრს როგორი დამოკიდებულება ექნებოდა სისხლით მოსულ ძალასთან. მით უფრო, რომ გიორგი გენერალ კოტე (კონსტანტინე) აფხაზის ძმისშვილი იყო. ის დიდგვაროვანი გახლდათ დედითაც, ალექსანდრა მურომცევა, რუსულ-გერმანული არისტოკრატიის წარმომადგენელი, დედის მხრიდან ფონ ბენკენდორფების შთამომავალი. საბჭოეთისთვის მიუღებელ ამ "გვარიშვილობას", ბიძის - "ხალხის მტრის" კონსტანტინე აფხაზის დაპატიმრება და დახვრეტა დაემატა. გიორგიმაც თანამდებობა დატოვა და რომში ლტოლვილის სტატუსით დარჩა.

სულ მალე, 1923 წელს იტალიელ ლაურა დე ჯოვანიზე დაქორწინდა და მასთან ერთად საცხოვრებლად მილანში გადავიდა, სადაც 1937 წლის 28 ივლისს იტალიის მოქალაქეობა მიიღო.

გიორგი აფხაზი 1930 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა რომისა და მილანის არაერთ თეატრთან. იყო მრავალი სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი მხატვარი. მან გააფორმა ორესტე ბიანკოლისა და დინო ფალკონის სპექტაკლი "სამკუთხედი". ამავე წელს მილანის საოპერო თეატრ "არჩიმბოლდში" ის რიგი სპექტაკლების მთავარი მხატვარია. 1931 წელს მისი გაფორმებით მილანის თეატრ "მანძონიში" დაიდგა რინო ალესის "ღმერთების წყურვილი", ხოლო ერთი წლის შემდეგ, რომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თეატრ Teatro Argentina-ში - კარლო გოლდონის "მიკიტანი". 1932 წელსვე ის მუშაობდა კაზინო "სან-რემოში" წარმოდგენილ ბალეტ "სკანდინავიური ლეგენდის" სცენებზე.
1940-1944 წლებში რომის საოპერო თეატრში მუშაობდა, სადაც იგორ სტრავინსკის ოპერა "მავრის" კოსტიუმებსა და სცენებს აფორმებდა.

მისი ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ნამუშევარი იყო 1946 წელს მილანის "ლა სკალას" სცენაზე დადგმული გაეტანო დონიცეტის "სიყვარულის ელექსირი".

გიორგი აფხაზი იყო რამდენიმე იტალიური წიგნის ილუსტრატორიც. ჯერ 1941 წელს ნიუ-იორკში მისი ნახატებით გაფორმებული katerina del vales Recipes of a Rolling Stones-ი გამოიცა, რასაც მოჰყვა 1949 წელს ტურინში დაბეჭდილი ლუიჯი მოტას რომანი I cacciatori del Far-West-ი. 1956 წელს აფხაზმა გააფორმა თეატრალური ენციკლოპედია.

იყო არაერთი ფილმის დამდგმელი მხატვარი და სცენოგრაფი, ისეთები როგორებიცაა: Noi vivi. ამერიკელი (რუსეთიდან ემიგრირებული ებრაელი) მწერლის, აინ რენდის რომანის "ჩვენ, ცოცხლების" ეკრანიზაცია თითქოს ანტიკომუნისტური, სინამდვილეში კი ანტიავტორიტარული ფილმი იყო, რომელიც მოგვიანებით იტალიელმა ფაშისტებმა აკრძალეს; სერჯო ამიდეის ფილმი "დედოფალი ნავარა", "გიყვარდე, ალფრედო" და ა.შ.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გიორგი აფხაზის შესანიშნავი ილუსტრაციები "კორიერა დე ლა სერას" ჟურნალისთვის "La lettura". ასევე მის მიერ შექმნილი "სიტროენის" რეკლამა.

გიორგი აფხაზმა ცხოვრების ბოლო წლები რომში გაატარა და გარდაიცვალა 1964 წელს. მემკვიდრე არ დარჩენია.

(ბიოგრაფიული ცნობები გადმოცემულია, გიორგი კალანდიას მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით).

მოამზადა ნინა მამუკაძემ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778523352

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია - მიმოვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი, ბევრ აქტუალურ თემაზე დაისვა შეკითხვები

„მოგეხსენებათ, ტრადიციულად სასესიო კვირაა, ოთხშაბათს და ხუთშაბათს იქნება პლენარული სხდომები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ...

ირაკლი კირცხალია

1778521270

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია - უნდა გვახსოვდეს რა არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია, ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად ვემხრობით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განხილული საკითხები მედიასთან შეაფასა. მან აღნიშნა, რომ სხდომას მამუკა მდინარაძე, როგორც სახელმწიფო მინისტრი...

ირაკლი კირცხალია

1778520376

ახალი ამბები

თბილისის მერია პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

თბილისის მერია საქართველოს ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „მოქალაქეები მუნიციპ...

ავტობუსი

1778520212

ახალი ამბები

12 მაისიდან ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზაზე მოძრაობა აღდგება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის კმ1-კმ 6 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბი...

მოძრაობა აღდგება

1778517471

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს გულითადად ვულოცავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს. „უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს გულითადად ვულოცავ საქართველოს...

გივი მიქანაძე