იზაბელა თოდუა "მის ესპანეთი 2022" გახდა - ექსკლუზივი

ქართველი ემიგრანტი იზაბელა თოდუა "მის ესპანეთი 2022" გახდა, კატეგორიაში +40. კონკურსი 29 მაისს მადრიდში, Castillas de Pinto Halls-ში გაიმართა. იზაბელა კატალონიას წარმოადგენდა, როგორც კატალონიის სილამაზის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული.

ჩვენ მას ესპანეთში დავუკავშირდით, გამარჯვება მივულოცეთ და რამდენიმე შეკითხვაც დავუსვით. აღმოჩნდა, რომ იზაბელა წარმოშობით მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონიდანაა, პროფესიით იურისტია და აქამდე სამოდელო სფეროსთან და სილამაზის კონკურსებთან შეხება არ ჰქონია.

- პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას და გკითხავთ, რამდენი ხანია რაც ესპანეთში ცხოვრობთ და როგორ აღმოჩნდით ასეთ პრესტიჟულ კონკურსზე?

- უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის... 12 წელია რაც ესპანეთში ვცხოვრობ. ჩემთვის სამოდელო სფერო ცოტა უცხოა, რადგან პროფესიით იურისტი ვარ და აქამდე არც კონკურსებში მიმიღია მონაწილეობა. აქაც სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ტანსაცმლის მაღაზიაში ვმუშაობ, სადაც დეფილე ეწყობოდა და მონაწილეობა მთხოვეს. სწორედ ერთ-ერთ დეფილეზე შემამჩნია კონკურსის ორგანიზატორმა და კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზა. არ ვაპირებდი მონაწილეობას, მაგრამ დედას და ჩემი შვილის დაჟინებული თხოვნით გავედი "მის კატალონია 2022-ზე" (+40) და გავიმარჯვე.

- ეს "მის ესპანეთის" საგზური აღმოჩნდა?

- დიახ, ამ კონკურსიდან ორ თვეში დამიკავშირდნენ და "მის ესპანეთი 2022-ზე" გამოსვლა შემომთავაზეს. ამ ყველაფერზე ჩემს ასაკში ვერც კი ვიფიქრებდი, მაგრამ აქაც გავიმარჯვე.

- ალბათ, ესპანეთის მოქალაქე ხართ, რადგან კონკურსში მონაწილეობის უფლება მიიღეთ, მაგრამ თქვენი ეროვნების გამო პრეტენზიები ხომ არ გამოუთქვამთ?

- ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს მეც და ჩემს შვილსაც. ჟიურის მხრიდან პრობლემა არ ყოფილა, თუმცა, მონაწილეებს შორის შეიმჩნეოდა მითქმა-მოთქმა, მაგრამ ღიად არ გამოუხატავთ, ყველა მილოცავდა.

- ფოტოებში კონკურსანტებს შორის ძალიან გამოირჩევით გარეგნობით, განსაკუთრებით სიმაღლით...

- სიმაღლით 190 სმ. ვარ. კონკურსზე 12 სმ. ქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა. არასდროს დამავიწყდება ჟიურის სახე, როდესაც პირველად დამინახეს.

- სამომავლოდ თუ აპირებთ ამ სფეროში საქმიანობის გაგრძელებას?

- აუცილებლად. ტიტულის გარდა, არაერთი შემოთავაზება მივიღე რიგი კომპანიებისგან. ერთ-ერთ მათგანთან უკვე გავაფორმე კონტრაქტი. ჯერ არ მაქვს კომპანიის დასახელების უფლება. ერთი წლის განმავლობაში ამ კომპანიის სახე ვიქნები.

ესაუბრა ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793386003

მსოფლიო

საპროტესტო აქციები იტალიაში - სამართალდამცველებთან შეტაკებები რამდენიმე ქალაქში მოხდა

იტალიაში ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა, - ამის შესახებ ANSA იუწყება. სტუდენტები, სატვირთო მანქანების მძღოლები, ფერმერები და სხვა მუშები დიდი ქალაქების - რომის, ტურინის, პალერმოს, მილა...

აქციები იტალიაში

1793384445

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ძალადობის გამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს

„თავისივე წამოცდენით გააქარწყლეს ერთკვირიანი კამპანია თითქოს ვერ იგებდნენ რომელ პარტიას რა ნაწილში ვედავებით კონსტიტუციის დარღვევას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდ...

არჩილ გორდულაძე

1793384376

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჰანს კლუგეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრც...

მაკა ბოჭორიშვილი

1793380900

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულმა საჯარო სხდომებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობა

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა და მიმდინარე კვირების განმავლობაში გამართული...

არჩილ გორდულაძე

1793379581

ახალი ამბები

ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება, მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამების მიმდინარეობა, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და 2027 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა...

ზურაბ პატარაძე