"ხატვა როგორც ჰობი, რომელიც ცხოვრების მთავარ პროფესიად იქცა" - ექსკლუზიური ინტერვიუ თვითნასწავლ მხატვარ ქეთი ბუბუნაურთან

"ექსკლუზივ ტვ" განაგრძობს, ქართველი ხელოვანი ქალების შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, რომელთა საოცარი ნამუშევრები დამთვალიერებელს, გულგრილს ვერ დატოვებს, და ამ ეტაპზე ისინი ნაკლებად ცნობილები არიან.

ჩვენი დღევანდელი გმირი, ახალგაზრდა ხელოვანი, თვითნასწავლი მხატვარი, ქეთი ბუბუნაურია, რომელიც განათლებით ბიზნესის ადმინისტრატორია, თუმცა ცხოვრების მთავარ პროფესიად უკვე მე-7 წელიწადია, რაც მხატვრობა აირჩია. მისი შემოსავლის მთავარ წყაროდაც ხელოვნება იქცა და ამ დროის მანძილზე უკვე, 200-ზე მეტი ნამუშევრის ავტორია. აქტიურად მუშაობს შეკვეთებზე, რომლის ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთიდან აქვს.

რეალიზმი - ეს არის ჟანრი, რომელიც მისი შემოქმედების მიმართულებაა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებს....

გამოფენა არასოდეს ჰქონია, მაგრამ, ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.

გეგმებსა და მეტს მის შესახებ,თავად ქეთი მოგვითხრობს.

ქეთი ბუბუნაური:

მე ვარ ქეთი ბუბუნაური, თვითნასწავლი მხატვარი. დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. ჩემი პროფესიით ასევე ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიებში და საკმაოდ აქტიურად ვვითარდებოდი კიდეც პროფესიულად. ხატვა ჩემს ცხოვრებაში  საკმაოდ მოულოდნელად გამოჩნდა და ცხოვრება, გეგმები და მიზნები სრულიად შემიცვალა.

ბავშვობა და პირველი ნაბიჯები მხატვრობაში...

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბავშვობაში ხატვით არასდროს  ვყოფილვარ დაინტერესებული. მახსოვს, ძირითადად დროის გაყვანის მიზნით ვხატავდი და რაიმე განსხვავებული ან განსაკუთრებული ნიჭი თუ მქონდა, ამაზე არასდროს მიფიქრია ბავშვობაში. შესაბამისად, პროფესიის არჩევისას, ამ განხრით წასვლა, არც კი დამიშვია.

პროფესიონალური ხატვა...

პირველად ხატვის ნიჭი  2015 წელს აღმოვაჩინე, როდესაც ფანქრით  ბიძაშვილის დახატვა ვცადე და ნახატმა საახლობლო წრეში მოწონება დაიმსახურა. სწორედ ეს იყო ბიძგი, დამენახა რომ მიმსგავსება შემიძლია ადამიანის სახეების, ფიგურების, ნივთების. ამის შემდეგ ხატვა იქცა ჩემს ჰობად. პერიოდულად ვხატავდი მეგობრებს, ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს. თუმცა სერიოზულად ამ საქმეს  მაინც არ განვიხილავდი და ჩემს პროფესიულ განვითარებაზე ვიყავი სრულად ორიენტირებული, ბიზნესის სფეროში, სადაც იმ პერიოდში ვმუშობდი.  ერთ დღეს სრულიად შემთხვევით ვნახე ,,მხატვრის“ ვაკანსიას, ერთ-ერთ სამხატვრო სტუდიაში.  დარწმუნებულმა, რომ შანსიც კი არ მქონდა, მაინც გავაგზავნე ჩემი რამდენიმე ნახატი. დაახლოებით ერთ თვეში, მივიღე დადებითი პასუხი და ამის შემდეგ შეიცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. მეორე წელია ვმუშაობ საოცარ სტუდიაში, სადაც ნამდვილად ჩამოვყალიბდი პროფესიონალ მხატვრად, გრაფიკის მიმართულებით. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 200-ზე მეტი შეკვეთა მაქვს შესრულებული.

არსებობს მოსაზრება, რომ მხატვარმა აუცილებლად "სამხატვრო აკადემია" უნდა დაამთავროს, ეს ბევრს თავდაჯერებულობას უკარგავს, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

რა თქმა უნდა, თავიდანვე სწორი მიმართულება მისცე საკუთარ ნიჭს, შესაბამის გარემოში და სოციუმში მოხვდე, მით უმეტეს განვითარების საწყის ეტაპზე, ეს ძალიან კარგია. თუმცა აუცილებლობას ნამდვილად არ წარმოადგენს. ამის ნათელი მაგალითი არათუ მე, უამრავი გენიალური მხატვარია. იყო პერიოდი, თავდაჯერებულობის პრობლემა სწორედ ამ მიზეზით მქონდა და მეშინოდა, თუმცა ეს პრობლემა დაძლევადი და გადალახვადია. არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა შეგაფერხოს.

როგორი უნდა იყოს გარემო, როდესაც ხატავთ?!

ხატვის დროს აუცილებლად მარტო უნდა ვიყო. სრულ სიჩუმეში ან მუსიკის თანხლებით. ჩემი მოთხოვნები მინიმალურია, ვიყო მარტო და იყოს მშვიდი გარემო. ამ მხრივ იდეალური ხელშეწყობა მაქვს ოჯახის  მხრიდან და მაქვს საკუთარი სამუშაო სივრცე, სადაც ზუსტად ის გარემოა რაც მჭირდება.

რას გადმოსცემთ თქვენი ნახატებით, რა ჟანრია?

ამ ეტაპზე რეალიზმის ჟანრის მხატვარი ვარ, თუმცა მუდმივად მეცვლება ხედვა და გემოვნება. მაინტერესებს მხატვრობის ყველა მიმართულება და სტილი. რეალიზმი არ არის ის, რაზედაც გაჩერებას ვაპირებ. მინდა ხატვის სხვადასხვა სტილი და მასალა ვცადო. შევქმნა ნახატები, რაც მნახველში გამოიწვევს მძაფრ და დასამახსოვრებელ ემოციებს.

ხატვა, როგორც შემოსავლის წყარო...
 
ჩემი შემოსავლის მთავარი წყარო, ხატვაა. აქტიურად ვმუშაობ შეკვეთებზე, რომლის ძირითადი ნაწილი საზღვარგარეთიდანაა. დროის არ ქონის გამო, სამწუხაროდ საკუთარი ნახატების საკმაოდ მწირი რაოდენობა მაქვს და მათი ნაწილი გაყიდულია. შეკვეთების გარდა მინდა უფრო აქტიურად დავიწყო ჩემს ნახატებზე მუშაობაც. 
 
პერსონალური გამოფენა...
 
პერსონალური გამოფენა ჯერ არ მქონია. მაგრამ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს და მალე შევთავაზებ ხელოვნებით და ჩემი შემოქმედებით დაინტერესებულ ადამიანებს, საინტერესო გამოფენას. 
 
საყვარელი მხატვარი ...
 
ბევრი მხატვარია, ვისი შემოქმედებაც ჩემთვის გენიალურია, თუმცა გამორჩეულად მიყვარს ლუსიენ ფროიდის შემოქმედება. ქართველი მხატვრებიდან, მერაბ აბრამიშვილის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ. 
 
დაბოლოს, გეგმები...
 
პირველ რიგში ბევრი ახალი ნამუშევრის შექმნა და გამოფენის გაკეთება. ამჟამად ეს არის ჩემი პრიორიტეტი. 

სტატია და ფოტოკოლაჟი "ექსკლუზივ ტვ"-სთვის სოფიო კაკაჩიამ მოამზადა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783965973

მსოფლიო

The Telegraph: 2026 წელს ევროპამ ვლადიმერ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა

„წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-...

ვვბ

1783964868

ახალი ამბები

შიო III: ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ასევე, სულიერად

„ქრისტიანობის მიღებამ და შემდგომ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად... ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი...

 შიო მესამე

1783962532

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მიუხედავად დასავლეთის რუსოფობიური ნაწილის ბრძოლისა, ქვეყანა წინ მიიწევს და წარმატებულადაც!

„კოლექტიური დასავლეთის რუსოფობიური ნაწილი რუსეთს ებრძვის, თუმცა ქვეყანა მაინც წინ მიიწევს და წარმატებებს აღწევს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სახალხო ფრონტის“ ფორუმზე – „ყველა...

პუტინი

1783961303

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

თელავში, სტიქიის ზონაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩავიდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, სტიქიის შედეგად ქალაქისთვის მიყენებული ზიანი აღირიცხება და სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიი...

შალვა პაპუაშვილი

1783956911

მსოფლიო

„ჰორმუზის სრუტის მცველი გავხდებით, ამ სრუტის მფარველი ანგელოზიც კი“ - ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანზე კვლავ მიიტანს იერიშს

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები კვლავ მიიტანს ირანზე იერიშს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. „გუშინ ღამით მათ ძლიერად დავარტყით. ჩვენ შეთანხმება გვქონდა. ეს არავი...

ტრამპიტრამპი