10-მდე დაშავებული პოლიციელი, დაზიანებული მანქანები და ვიტრინები, აღმოჩენილი იარაღი - რა მოხდა ნეაპოლში?

იტალიის ქალაქ ნეაპოლში, გუშინ, 15 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მატჩმა ნაპოლისა და აინტრახტს შორის, დაძაბულობისა და ინციდენტების ფონზე ჩაიარა. გერმანელმა გულშემატკივრებმა, რომელთაც მატჩზე დასწრება აკრძალული ჰქონდათ, ქალაქში მაინც შეაღწიეს და არეულობა გამოიწვიეს. 

ნაპოლისა და აინტრახტის გულშემატკივართა რადიკალურ ჯგუფებს შორის დაძაბულობა ურთიერთობა ახალი დაწყებული არ არის. სწორედ ამიტომ, ნეაპოლის პრეფექტის მოთხოვნის საფუძველზე, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, პიანტენდოსის გადაწყვეტილებით, აინტრახტის გულშემატკივრებს მატჩზე დასწრება აეკრძალათ, მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივართა ტრიბუნა დაიკეტა. ისევე როგორც ეს მოხდა ატალანტასთან მატჩის შემთხვევაში, სადაც არც ატალანტას გუნდის გულშემატკივრები დაუშვეს მატჩზე. აინტახტის ფანების მხრიდან გუშინდელი გამოსვლები, ერთგვარად ატალანტას ფანების სოლიდარობაც იყო, რადგან ისინი 1999 წლიდან არიან დაძმობილებულნი, ხოლო ნაპოლი მეორე გერმანულ გუნდთან, აინტრახტის კონკურენტ დორტმუნდთან არის დაძმობილებული.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ნეაპოლში, 600-მდე გერმანელი იმყოფებოდა. მთავარი დაპირისპირება ესპანური უბნების მიმდებარედ, ქალაქის ცენტრალური, პლებიშიტოს მოედნია მიმართულებით მოხდა, როდესაც აგრესიულად განწყობილი გერმანელების შეჩერება პოლიციამ სცადა. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა მოინდომეს.

ინციდენტისას დაშავდა 10-მდე პოლიციელი, ცეცხლი გაუჩნდა პოლიციის მანქანას, დაზიანდა მაღაზიების ვიტრინები. თუმცა, პოლიციამ მოახერხა ის, რომ გერმანელები სტადიონამდე არ მიეშვა, სადაც დაპირისპირებას ორი გუნდის რადიკალ გულშემატკივრებს შორის, შესაძლოა მართლაც მძიმე ხასიათი მიეღო, თანაც თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შეტაკების ადგილიდან პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც კი ამოიღო. 

პოლიციამ მოახერხა, მათი სასტუმრომდე მიყვანა და იქ გაჩერება, სანამ ნეაპოლს დაატოვებინებდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელი ფანების მხრიდანაც ჰქონდა სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლის და გერმანელებთან კონფლიქტის მცდელობას ადგილი. მოგვიანებით, პოლიციამ ამ ტერიტორიაზე მოლოტოვის სამი ბოთლიც აღმოაჩინა, მაგრამ საბედნიეროდ ვითარება არ გამწვავებულა. გამთენიისას გერმანელი გულშემატკივრები ავტობუსებით გაიყვანეს რომისა და სალერნოს მიმართულებით, საიდანაც მათ გერმანიაში დააბრუნებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი შეხვედრა ანგარიშით 3-0 დასრულდა ნაპოლის სასარგებლოდ და "აძურები" პირველად ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არიან.

ნინა მამუკაძე

სპეციალურად იტალიიდან

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ვიდეორეპორტაჟი დიეგო არმანდო მარადონას სტადიონიდან - Reportage dallo stadio Maradona

🔵 “მინდა ჩემს ძარღვებშიც ქართული სისხლი ჩქეფდეს” - ნეაპოლელი გულშემატკივარი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1679761200

საზოგადოება

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...

თოვლი

1679758800

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: საზოგადოება უნდა იყოს თავისუფალი, რათა იყოს საზოგადოებრივი ჩართულობა, მისი ნებისმიერი შეზღუდვა თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის შეზღუდვაა

საქართველოს პრეზიდენტი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც ორბელიანების სასახლეში  ევროკავშირისა და CSRDG-ს მხარდაჭერით ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს პრ...

პრეზიდენტი

1679755800

საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს...

შშს-ს განცხადება

1679752800

საზოგადოება

"მოროშკინა ჩივის, რატო მე არ მავიწროებდა შალვაო" - ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს: "შალვა რამიშვილს შემოუწყვია აქეთ-იქეთ ამჯერად ლალი მოროშკინები, ნანა კაკაბაძეები და სხვა მდედრი შალიკოები და ახლა ამათ ალანძღვინებს შევიწროებულ...

ზოგადი

1679750400

საზოგადოება

"ამიხსენით, მესენჯერით როგორ შეიძლება კაცმა ქალზე სექსუალური ძალადობა განახორციელოს" – მერაბ მეტრეველი გიორგი კეკელიძეს მხარდაჭერას უცხადებს

"წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს გიორგი კეკელიძის შეთავაზებულ სტიპენდიაზე. სტიპენდიაზე უარის გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ საუბრობს სალომეს უფროსი და, სოფია კენჭიაშვილი, რომე...

საზოგადოება