“18 წლისები რომ ჩამოდიან ემიგრაციაში, გული მწყდება, ამბობენ საქართველო ჭაობიაო, მძულს ასეთი ხალხი, ჭაობში ევროპაში ვართ!” - ემიგრანტი იტალიიდან

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს, საქართველო, 99 974 ადამიანმა დატოვა! ინფორმაცია მართლაც დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია. 

წლების წინ, იტალიაში ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი, გარკვეულ ასაკს გადაცილებული ქალბატონები იყვნენ. ბოლო პერიოდში, ემიგრაცია "გაახალგაზრდავდა". სულ უფრო გახშირდა შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები სხვა ქვეყნებში მიდიან საცხოვრებლად, უფრო ხშირად, უკვე ემიგრაციაში მყოფ დედებს მიჰყავთ.

ჩვენ, ექსკლუზივტვ-ის იტალიის ბიუროს ფეისბუკ ჯგუფში სწორედ ამ მეტად სენსიტიურ საკითხს შევეხეთ და დავსვით კითხვა:

- უნდა ჩამოჰყავდეთ თუ არა ემიგრანტ დედებს, მცირეწლოვანი შვილები, თავისთან საცხოვრებლად?
ეს კითხვა დავსვით იმიტომ, რომ დამოკიდებულება ძირითადად ორგვარია:
1. ერთ კატეგორიას მიაჩნია, რომ არ უნდა ჩამოჰყავდეთ, რადგან ამით სამშობლოს შვილებს აკარგვინებენ და შვილებს კი - ფესვებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ბავშვები უკან აღარ დაბრუნდებიან.
2. მეორე კატეგორია ფიქრობს, რომ დედა-შვილი ერთად უნდა იყოს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, რადგან დედისთვის შვილისგან მოშორებით ცხოვრება, გაუსაძლისი ტანჯვაა, ხოლო ბავშვისთვის უდედობა - უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა. 

ჩვენ გთავაზობთ, ზოგიერთ პასუხს, რომლებიც იტალიაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა კომენტარების სახით გაგვცეს:

მ.კ.: 2 წლის ასაკში დავტოვე პირველად ჩემი შვილი და 7 წლის მერე მნახა. იმხელა სტრესი მიიღო, ვერასოდეს ავუნაზღაურებ ამ დანაკარგს და ფსიქოლოგიურ ზარალს. სიმართლე ერთია - დედა არ უნდა ტოვებდეს შვილს, სადაც არ უნდა იყოს, გვერდით უნდა ჰყავდეს. მე სამწუხაროდ იმ ქვეყნის საემიგრაციო კანონი არ მაძლევდა საშუალებას შვილები გვერდით მყოლოდა. ახლა იტალიაში ვარ და ჩამოვიყვანე. ჩემი უმცროსი შვილი 17 წლის ასაკში პირველად ცხოვრობს დედის და მამის გვერდით. მეც ბედნიერი ვარ და უდიდესი მადლიერი ამ ქვეყნის, რომ მეძლევა საშუალება ლეგალურად ვიცხოვრო, ვიმუშაო და შვილიც გვერდით მყავდეს (ეს მრავალი წლის ოცნება იყო სხვა ქვეყანაში).

მ.ს.: ორივე მოსაზრებას ვეთანხმები, თუმცა დედა-შვილის ცხოვრებიდან, თუნდაც ოჯახიდან გამომდინარე როგორც უკეთესი იქნება, ისე გააკეთებენ ალბათ. ამ შემთხვევაში სხვისი აზრით ვერ გადაწყვეტენ როგორ უკეთესია. მართლა ძნელია ეს თემა.

მ.პ.: მეორე კატეგორიას ვეთანხმები შვილი აუცილებლად დედასთან უნდა იყოს გარკვეულ ასაკამდე. მერე შვილი თავად გადაწყვეტს სად და როგორ იცხოვროს.

დ.ბ.: გააჩნია ცხოვრების რა სტილს აირჩევენ მშობლები:
1. ქვეყნის გარეთაც ნახავ ქართულ, მართლმადიდებლურ ტაძარს, სადაც მშობელი შეძლებს რწმენა შეუნარჩუნოს შვილს
2. სკოლები არსებობენ, სადაც პატარები არ დაკარგავენ მშობლიურ ენას და ისწავლიან საქართველოს ისტორიას
3.  ინტეგრაციას მოახერხებენ ღირსეულად და ამავე დროს არ დაკარგავენ ქართულ სულს.

თ.კ.: თუ მშობელი დარწმუნებულია, რომ სულ რაღაც ორი-სამი წლით მოდის, რა თქმა უნდა არა, მაგრამ ზოგადად რასაც მე აქ ვხედავ, უმრავლესობა მხოლოდ მაშინ აპირებს დაბრუნებას როცა ჩაასვენებენ და იქნებ აჯობებდა შვილებს ჩაესვენებინათ? ქვეყანა და ფესვები მოგონილია თავის კარგად წარმოსაჩენად, ადამიანს ხომ პირველ რიგში თავისი თავი აწუხებს... ჰო, მართლა, როგორაა? ჯერ თავო ჩემოო...

ფ.კ.: ამ კითხვას ერთხაზოვან პასუხს ვერასოდეს გასცემს ადამიანი! ეს არის ყველაზე რთული საკითხი საემიგრაციო საკითხთა შორის. მე ვიტყვი, რომ დედა-შვილი არასოდეს უნდა დაშორდეს ერთმანეთს, მაგრამ წამოიყვანოს თუ არა, რთული პასუხგასაცემია... დავფიქრდი! შვილი რომ მყავდეს? მე აუცილებლად სადაც წავიდოდი, თან წავიყვანდი!

ნ.ც.: შვილი უნდა იყოს დედასთან, სადაც არ უნდა იყოს, თუ ამის საშუალებაა. კარგია საკუთარ სამშობლოში თუ ვიქნებით, მაგრამ ეგ დრო აღარ მოვა. მე პირადად დაქორწინებული შვილის დატოვებაც გამიჭირდა. ყოველ წელს კი ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ არ გვყოფნის მოსასიყვარულებლად. უფალმა დაგლოცოთ ჩემო ემიგრანტებო!

ა.ჩ.: დედები სახლში უნდა იყვნენ, ქართველი კაცები წელზე ფეხს იდგამდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ. რაც შეეხება ჩამოყვანას, თუ ოჯახით არიან აქ, მაგ შემთხვევაში კი, ან მარტო დედა ჰყავს კი და ან თუ გაშორებულია, მაინც დედა ზრდის, 90 პროცენტი ასეა საქართველოში მამები პასუხისმგებლობას თავს აცილებენ. თუ მამა სახლში ჰყავს კაცმა იმდენი უნდა გააკეთოს, რომ თავისი ცოლი სახლში დააბრუნოს, მაგრამ გააჩნია რა ასაკს გულისხმობთ, ჩვენთან 40 წლისებიც ბავშვები არიან.

ლ.ბ.: ვფიქრობ, ბავშვი ყველა ვარიანტში თავის ქვეყანაში და თავისი ქვეყნის მენტალიტეტით, კულტურით უნდა გაიზარდოს. 18 წლისები რომ ჩამოდიან, გული მწყდება. ამბობენ საქართველო ჭაობიაო. მძულს ასეთი ხალხი. ჭაობში ევროპაში ვართ და შვილებმა რა უნდა ისწავლონ. ჩემმა შვილიშვილმა პარიზში ისწავლა, იტალიაშიც სწავლობს, ეზიზღება აქაურობა. რასაც მასწავლიან საბავშვო ბაღში ვსწავლობდიო, ამბობს. საქართველოში უნდა დაბრუნება, სულ ქართულებს მეცადინეობს, არ ჩამოვრჩებიო. ისე, ჩვენს ხომ ყველაფერს სხვისას ვამჯობინებთ.

მ.კ.: სადაც დედაჩემია იქ ჩემი სამშობლოა.

ი.ც.ბ.: მე თუ მკითხავთ, უნდა გადახარისხდეს ემიგრაციისთვის ხალხი. ქვრივებს შეეძლოთ წამოსვლა, ხოლო ქმრიანმა და  შვილიანმა არ უნდა გადმოკვეთოს საზღვარი. დაინგრა ოჯახები. არ ჩამქოლოთ ახლა, ცოტა გავიხუმრე.

მ.ყ.: ხუთ წელზე მეტი ემიგრაციაში ყოფნა უნდა ეკრძალებოდეს ყველა ემიგრანტს და ამ ხუთ წელიწადში უნდა მოვასწროთ მთავარი მიზნის ასრულება. თუ არადა, დაბნეულები ასე ვივლით დიდხანს. სამშობლოს ვცილდებით და ვიკარგებით. ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ქვეყნის გადასარჩენად და იქნებ შევაჩეროთ ეს ემიგრაცია. ძველადაც უჭირდათ, მაგრამ არ გარბოდნენ ქვეყნიდან. ჩემზეც ვამბობ. უსამშობლოდ თუ დავრჩით, არსად ვიქნებით კარგად.

რ.ლ.: მტკივნეულია ნამდვილად, მაგრამ ჩემი აზრით დედა და შვილი არ უნდა დაშორდნენ ერთმანეთს, განსაკუთრებით ჩვილები. ამაზე მტკივნეული რაღაა თუ ღმერთი გწამთ. სიყვარულს სამშობლოს და ხალხის მიმართ, ყველგან ასწავლით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749408730

ახალი ამბები

სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ ციხეებზე: წამებისგან ტკივილები ისეთი გაუსაძლისი იყო, დაიწყეს განუზომელი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების მიცემა და აბსოლუტურად არ ნაღვლობდნენ, თუ რა დაემართებოდა ადამიანის ჯანმრთელობას

„წამებისგან ტკივილები ისეთი გაუსაძლისი იყო, რომ სიტუაციის დაჭერა ციხეებში იყო ძალიან ძნელი. დაიწყეს განუზომელი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების მიცემა და აბსოლუტურად არ ნაღვლობდნენ იმაზე, თუ რა დ...

სოზარ სუბარი

1749405821

სპორტი

ეროვნულ ნაკრებსა და კაბო-ვერდეს ნაკრებს შორის შეხვედრა ფრედ დასრულდა

ეროვნულ ნაკრებსა და კაბო-ვერდეს ნაკრებს შორის შეხვედრა 1:1 დასრულდა. „ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაბო-ვერდესთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი 1:1...

ეროვნულ ნაკრებსა და კაბო-ვერდეს ნაკრებს შორის შეხვედრა ფრედ დასრულდა

1749404046

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ლობჟანიძის გოლით კაბო-ვერდესთან პირველი ტაიმი მოიგო

საქართველოს ნაკრები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში კაბო-ვერდეს მასპინძლობს. შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობს. ორივე გუნდმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. პირველი...

საბა ლობჟანიძე

1749402636

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალი არის მიხეილ სააკაშვილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. როგორც დეპუტატ...

ლევან მაჭავარიანი

1749400079

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!

„რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა...

მამუკა მდინარაძე