ლევან მაჭავარიანი გამჭვირვალობის კანონზე: ამბობდნენ, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, ავკრძალავდით ოპოზიციურ ტელე არხებს, „ენჯეო“ სექტორს. გავიდა ერთ წელზე მეტი, საზოგადოებამ ნახა, რომ ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო

„რას ამბობდნენ ისინი [ოპონენტები] - რომ თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებდით, ავკრძალავდით ოპოზიციურ ტელე არხებს, „ენჯეო“ სექტორს და თურმე, როგორ შეიძლებოდა, რომ ეჭვქვეშ დაგვეყენებინა დასავლელი დონორების მიერ გადმორიცხული ფული“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას.
„გავიდა ერთ წელზე მეტი, საზოგადოებამ ნახა, რომ ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო და იმაშიც დარწმუნდა, რომ EED -სთან და USAID -თან დაკავშირებით რა განცხადებებსაც ვაკეთებდით, ეს ყველაფერი სიმართლე იყო, რადგან აშშ-ის ადმინისტრაციამ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამხილა ეს ორგანიზაციები, როგორც კრიმინალური ორგანიზაციები“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ასევე, ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ფარულად შემოსვლის მიზანსა და დასავლეთიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნაზე.
„ესეც გაღიზიანებას იწვევს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, როგორი კრიმინალია მიხეილ სააკაშვილი. როდესაც ყოველ რეზოლუციაში გვიწერენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და უნდა გავათავისუფლოთ, ამით რეპუტაციული კუთხით ჰარაკირის იტარებენ ის ევრობიუროკრატები, რომლებიც ამ კურსს არ უხვევენ, რადგან ისინი არ იცნობენ ქართველ ხალხს და წარმოდგენა არ აქვთ ჩვენი მოქალაქეების ხასიათთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1749415862
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ახლა სად არიან ის ლატვიელი პოლიტიკოსები, რომლებმაც საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაგვიწუნეს, რას ამბობენ საკუთარ ქვეყანაში ჩავარდნილი არჩევნების შესახებ? ჯერ დუმილს ინარჩუნებენ
„ლატვიაში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების ფონზე მაინც დაფიქრდით და დააფასეთ/აღიარეთ ცესკოს კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და ადმინისტრირების ხარისხი, რომელიც საქართველოში არჩევნების შეუფერხებლად...
1749413147
ახალი ამბებიიან პრაუდი: მიმაჩნია, რომ საქართველოსადმი რიგი სახელმწიფოების დამოკიდებულება არის ყოვლად არასამართლიანი რედაქტირება
მე მიმაჩნია, რომ საქართველოსადმი რიგი სახელმწიფოების დამოკიდებულება არის ყოვლად არასამართლიანი. საქართველოში გასულ წელს ჩატარდა არჩევნები, ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ დაადგინა, რომ ეს იყო კონკურენტული...
1749411939
ახალი ამბებიკანში დასვენების დროს ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
კანში დასვენების დროს ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს – ინფორმაციას ექსკლუზიურად Geo Team ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით წაღებულია ძვირფასეულობა, ჩანთები და საათები… „როგორც შ...
1749409260
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გამჭვირვალობის კანონზე: ამბობდნენ, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, ავკრძალავდით ოპოზიციურ ტელე არხებს, ენჯეო სექტორს, გავიდა ერთ წელზე მეტი, საზოგადოებამ ნახა, რომ ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო
რას ამბობდნენ ისინი [ოპონენტები] - რომ თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებდით, ავკრძალავდით ოპოზიციურ ტელე არხებს, ენჯეო სექტორს და თურმე, როგორ შეიძლებოდა, რომ ეჭვქვეშ დაგვეყენებინა დასავლელი დონორების მიერ გა...
1749408730
ახალი ამბებისოზარ სუბარი „ნაცმოძრაობის“ ციხეებზე: წამებისგან ტკივილები ისეთი გაუსაძლისი იყო, დაიწყეს განუზომელი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების მიცემა და აბსოლუტურად არ ნაღვლობდნენ, თუ რა დაემართებოდა ადამიანის ჯანმრთელობას
„წამებისგან ტკივილები ისეთი გაუსაძლისი იყო, რომ სიტუაციის დაჭერა ციხეებში იყო ძალიან ძნელი. დაიწყეს განუზომელი რაოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების მიცემა და აბსოლუტურად არ ნაღვლობდნენ იმაზე, თუ რა დ...