ახალგაზრდების ვაქცინაცია შეცდომაა - იტალიაში 18 წლის გოგონას გარდაცვალებამ, შეიძლება ვაქცინაციის პროცესი მთლიანად შეცვალოს

იტალიაში, ბოლო დროს, ვაქცინა AstraZeneca – ს ირგვლივ აგორებული საკითხი, სახელმწიფოს თავის მართლების რეჟიმში აყენებს. გასულ კვირას ვაქცინა AstraZeneca – ს აცრის შემდეგ 18 და 34 წლის პირები გარდაიცვალა, რის შემდეგაც სახელმწიფომ, ხსენებული ვაქცინის გამოყენება, 60 წლამდე ასაკის პირთათვის აკრძალა. ასევე გაურკვეველია იმ პირთა მდგომარეობა ვინც AstraZeneca – ს პირველი დოზა უკვე მიიღო.
ახალგაზრდების ვაქცინაცია შეცდომაა, აცრა უნდა ჩაუტარდეს მოხუცებს და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს. - განაცხადა, ფარმაკოლოგიური კვლევის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, მარიო ნეგრიმ.
AstraZeneca – ს შესახებ „მცირე დაბნეულობა არ ყოფილა" ამის მიზეზი იყო ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის მხრიდან ეფექტური კომუნიკაციის სისტემის არ ქონა. აღნიშნულზე პასუხისმგებელი არის ჯანდაცვის სამინისტრო. მას აქვს გადაწყვეტილების მიღების და მისი გარკვევით ახსნის პრეროგატივა", - აცხადებს ფარმაკოლოგიური კვლევის ინსტიტუტის პრეზიდენტი მარიო ნეგრი.
„იტალიაში პანდემიის მართვის დროს დაშვებულ იქნა ორი სერიოზული შეცდომა: სამთავრობო სამეცნიერო კომუნიკაციის ნაკლებობა და ასაკის ზღვრის გაუქმება. უნდა მოხდეს მოქალაქეთა დამშვიდება და ყველა დეტალში გარკვევა. უნდა გადაიდოს ახალგაზრდების ვაქცინაციის პროცესი, მანამ, სანამ არ მოხდება 50 წელს ზემოთ ადამიანების აცრა. ამასობაში უნდა მოხდეს მეტი მონაცემების შეგროვება, იმაზე თუ რა შედეგს იწვევს ახალგაზრდებში ვაქცინაციის პროცესი.“ - აცხადებს, მილანის ფარმაკოლოგიური კვლევის ინსტიტუტის პრეზიდენტი, მარიო ნეგრი, „La Stampa“-სთან მიცემულ ინტერვიუში.
იმუნიზაციის საკითხთან დაკავშირებით, არსებობს ძალიან ბევრი მოსაზრება და ვარაუდი, რაც მოსახლეობაში შიშს იწვევს. ამაში სამთავრობო მხარეა დამნაშავე.
„მე ასევე ვარ ჰეტეროლოგიური ვაქცინაციის მომხრე, რისთვისაც არსებობს გარკვეული სახის კვლევების დადებითი მითითებები, აცხადებს გარატინი, მისი აზრით იტალიაში ვაქცინაციის კამპანია ნებისმიერ შემთხვევაში დაგვიანებულია, და განმარტავს: "ჩვენ რისკის წინაშე ვდგავართ სექტემბრისთვის და მომავალი მეტი გამჭვირვალობა გვჭირდება. არ ვიცი, მაგრამ მთავრობაში რომ ვიყო, უარესისთვის მოვემზადებოდი."
ჰეტეროლოგიურ ვაქცინასთან დაკავშირებით, თავად გაზეთი „la Repubblica“ აკეთებს კომენტარს "ინგლისურმა და ესპანურმა კვლევებმა მიუთითეს, რომ AstraZeneca– ს შემდეგ შეიძლება გაკეთდეს RNA ვაქცინა, რომელიც ანტისხეულების რეაქციის თვალსაზრისით კარგ შედეგს მიიღებს. უსაფრთხოების დონეზე პრობლემა არ არსებობს. მეორეს მხრივ, არ არსებობს თეორიული მოსაზრება, რომ ორი განსხვავებული ვაქცინის გამოყენება შეუძლებელია.“
AstraZeneca– სთან დაკავშირებული ცვლილების გამო, უამრავი დაბნეულობა შეიქმნა და მოქალაქეების ეჭვები გამართლებულია. ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის მიერ არ არსებობს ეფექტური კომუნიკაციის სისტემა. საბოლოოდ პასუხისმგებელია ჯანდაცვის სამინისტრო, მიიღოს გადაწყვეტილებები და გასაგებად ახსნას სიტუაცია.” გარატინის თქმით, "მთავრობის დონეზე უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც ყოველდღე წარმოადგენდა ჯანმრთელობის ორგანოს მოსაზრებას. მან უნდა ახსნას რა ხდება და რა სახის გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
ყოველივე იმის საფუძველზე რაც მოხდა დავიცავთ თუა არა იმუნიზაციის ტემპებს? დღეს 14 მილიონმა ადამიანმა დაასრულა ვაქცინაციის პროცესი. ეს ძალიან ცოტაა სხვა ქვეყნები ჩვენზე წინ არიან. და ბოლოს საყოველთაო იმუნიზაციისთვის 70 პროცენტი არ კმარა. ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია. სექტემბრის ბოლოს საფრთხე არსებობს და ამაზე გვჭირდება მეტი გამჭვირვალობა. აცხადებს ფარმაკოლოგიური კვლევის ინსტიტუტის პრეზიდენტი მარიო ნეგრი.
ამავე თემაზე:
1756896836
საზოგადოებაცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალან...
1756896693
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჰელსინკის კომისია ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში დისკრედიტირებულია
ჰელსინკის კომისია ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. „აშშ-...
1756892550
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი გუნდით მივალ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავისი გუნდით მივა. მისი თქმით, გუნდის წევრების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. „ჩემი...
1756891425
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: კორუფციას არ აქვს პარტიული კუთვნილება, ინდულგენცია ვერცერთი წარსული თანამდებობა, თუ პარტიული კუთვნილება ვერ იქნება ვერავისთვის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კორუფცია და მასთან ბრძოლა არის და იქნება განსაკუთრებული პრიორიტეტი. როგორც მან აღნიშნა, კორუფციას ა...
1756890519
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მოყვარემაც და მტრებმაც კარგად იციან რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, იგი იქნება, საქართველოს უსაფრთოხების სამსახურის გამორჩეული ხელმძღვანელი
ვულოცავთ ბატონ მამუკას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. მინდა მადლობა გადაუხადო მას, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტში გაწია,- განაცხადა საქართველოს პარლამენტი...