კახა კალაძე: რა თქმა უნდა, ექნებათ მცდელობა, რომ როგორმე გაამწვავონ სიტუაცია, თუმცა შესაბამისი სამსახურები ამის შესაძლებლობას არავის მისცემენ

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. ეს ყველაფერი იმართება გარედან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით
ცვლილების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კახა კალაძემ გუშინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა და აღნიშნა, რომ ეს მძიმე ფაქტია და ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ბოლო წლების განმავლობაში ამ ძალებს რა სურვილიც ჰქონდათ სახელმწიფო გადატრიალების, რევოლუციის მოწყობის, დღესაც აქვთ. თანხები შემოდის ქვეყნის გარედან და იხარჯება საზოგადოების დაპირისპირების, სიძულვილის გაღვივების მცდელობისთვის, მაგრამ ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ. ვინც გადადგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და ყველა მსგავსი ადამიანი დაისჯება.რაც შეეხება უშუალოდ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით მყოფ პირს, რა თქმა უნდა, სურვილი და მცდელობები ექნებათ, რომ როგორმე გაამწვავონ სიტუაცია, თუმცა, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოაწყოს დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება ან რაიმე ტიპის კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინოს. აღნიშნული ფაქტი ძალიან მძიმეა. ისე არიან გაბოროტებულები და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამიტომ ყველას სიფრთხილე მართებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757009633

საზოგადოება

საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა

საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამო...

გიორგი მშვენიერაძე

1757008926

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები

1757008896

საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.  

ხვიჩა კვარაცხელია

1757007455

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა

საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა, რომლის ავტორიც ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ამჟამად თამაშის ანგარიში 3:1-ია, თურქეთის სასარგებლოდ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირვ...

საქართველოს ნაკრებ

1757006349

სპორტი

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან მარცხდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ წინ თურ...

საქართველოს ნაკრები