მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა, რომელიც 2022 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ახალი დირექტორის წარდგენას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე.
როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია - ის უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას.
მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამაზე, რომელსაც აღნიშნული კომპანია 2013 წლიდან ახორციელებს და მისი დასრულების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობის 93 პროცენტს ბუნებრივ აირთან წვდომა ექნება.
„სახელმწიფოს ძალისხმევით ბოლო 12 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებებისთვის, რომლებიც მანამდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული. გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამამ სარგებელი მოუტანა არა მხოლოდ საოჯახო მეურნეობებს, არამედ ხელი შეუწყო მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონებში“, - განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, კომპანიის ახალი ხელმძღვანელს აქვს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით გაზის ინდუსტრიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება. მან დავით ვარდიაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს გაწეული საქმიანობისთვის.
დავით ვარდიაშვილს ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“. გარდა ამისა, 2016 – 2017 წლებში დავით ვარდიაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე მას აქვს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.
1784139694
ახალი ამბებიშიო მესამე: დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში
„დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში... თავის...
1784138858
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდ...
1784136561
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოც...
1784134252
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალა...
1784133607
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გ...































