შალვა პაპუაშვილი: მოყვარემაც და მტრებმაც კარგად იციან რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, იგი იქნება, საქართველოს უსაფრთოხების სამსახურის გამორჩეული ხელმძღვანელი

ვულოცავთ ბატონ მამუკას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. მინდა მადლობა გადაუხადო მას, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტში გაწია,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მამუკა მდინარაძე კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოების სისტემას, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში ნერგავს.
,,მოყვარემაც და რა თქმა უნდა, მტრებმაც ძალიან კარგად იციან რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში. და ზუსტად ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და მტრების საზიანოდ, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იქნება, გამორჩეული ხელმძღვანელი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისა და კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული და რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას შევინარჩუნოთ მშვიდობა და კეთილდღეობის ზრდის ის ტემპები, რომელიც ჩვენ გვაქვს, იმ რეგიონულ გაურკვევლობებსა და ტურბულენტობაში, რომელსაც საქართველო გადის. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ, ისეთ წარმატებას, როგორი წარმატებული პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ლიდერიც იყო. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას ამ თანამდებობაზე არჩევას’,’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1757009633
საზოგადოებასაქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა
საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამო...
1757008926
სპორტისაქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...
1757008896
საზოგადოებახვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.
1757007455
სპორტისაქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა
საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა, რომლის ავტორიც ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ამჟამად თამაშის ანგარიში 3:1-ია, თურქეთის სასარგებლოდ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირვ...
1757006349
სპორტიპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან მარცხდება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ წინ თურ...