"ბადანტის", ძიძის, მოახლის კუთვნილი შვებულება და პირობები
ამ სტატიაში ვისაუბრებთ ოჯახებში დასაქმებული პირების (მომვლელი, ძიძა, მოახლე) კუთვნილ შვებულებაზე.
პირველ რიგში გეტყვით, რომ შემდგომში გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, შვებულების პერიოდი სამუშაო კონტრაქტის გაფორმებისას პირობებში ჩაიწეროს, მაგრამ თუ კონტაქტის რეგისტრაციისას ეს პუნქტი არ გაგითვალისწინებიათ, საგანგაშო არაფერია, ცვლილებების შეტანა ნებისმიერ დროს შეიძლება.
წელიწადში რამდენი დღე შვებულება ეკუთვნის ოჯახში დასაქმებულ პირს?
წლიური შვებულება შეადგენს 26 დღეს, იმის მიუხედავად პირი საათობრივად არის დასაქმებული, თუ გახანგრძლივებული გრაფიკით და იმავე ოჯახში ცხოვრობს, სადაც მუშაობს. იმ შემთხვევაში თუ შვებულების აღება ერთი წლის შესრულებამდე გსურთ, კუთვნილი დღეები ნამუშევარი თვეების მიხედვით უნდა გამოთვალოთ, რაც დღეში 2,16 დღე გამოდის. დამსაქმებელს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუძლია შვებულების დღეები წინასწარ მოგცეთ. ასევე შეთანხმების საფუძველზე, თქვენი საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოითხოვოთ უხელფასო საშვებულებო პერიოდი.
შვებულების გამოყენების ფორმა
შვებულება დასაქმებული პირის მიერ გამოყენებული უნდა იყოს უწყვეტი ფორმით, მაქსიმუმ ორ ჯერზე, აქედან ორი კვირა ივნისი-სექტემბრის პერიოდში. თუმცა, უცხოელებისთვის არსებობს გამონაკლისი, მათ შეუძლიათ ორი წლის განმავლობაში დააგროვონ შვებულება და შემდეგ საკუთარ ქვეყანაში წასასვლელად გამოიყენონ.
რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს შვებულება?
შვებულება ავტომატურად შეწყდება, თუ პირს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნება, საჭირო გახდება მისი საავადმყოფოში გადაყვანა და ამ ყველაფერს ექიმის ცნობით დაადასტურებს.
სხვა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს შვებულების პერიოდი, მეტიც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩვეულებრივ გროვდება და იგულისხმება მეცამეტე ხელფასი, სამუშაო სტაჟი და TFR (ანაზღაურება კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ).
ანაზღაურება
შვებულების ანაზღაურება, ამ უკანასკნელის გამოყენების შემდეგ, მიმდინარე თვის ბოლოს ხდება.
შემცვლელი
იმ შემთხვევაში, თუ შვებულების პერიოდში ოჯახს სჭირდება შემცვლელის მოძებნა, უფლება აქვს მოძებნოს ის და გაუფორმოს დროებითი სამუშაო ხელშეკრულება.
თანხლება
ოჯახში დასაქმებული პირი ვალდებულია გაჰყვეს დამსაქმებელს დროებითი გადაადგილებისას დასვენების მიზნით, იქნება ეს საზაფხულო აგარაკი თუ სხვა. ამ შემთხვევაში ნარჩუნდება კონტრაქტით განსაზღვრული ანაზღაურება. იმ შემთხვევაში თუ პირი საათობრივად არის დასაქმებული, შეთანხმება შესაძლებელია და ამ შემთხვევაში ანაზღაურებაშიც ცვლილება იქნება.
შესაძლებელია თუ არა შვებულების მონეტიზაცია?
კანონის მიხედვით შვებულების არ გამოყენება და ამ პერიოდის ანაზღაურება ფულის სახით არ შეიძლება, რადგან შვებულების გამოყენება დასაქმებული პირის უფლება და ვალდებულებაა. არსებობს ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც სამუშაო ხელშეკრულება ვადაზე ადრე წყდება და შვებულება გამოუყენებელი რჩება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „ბადანტეს საქმე“ - შესაძლოა მოხუცის შვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?!
🔵 „ბადანტემ“ იმ მოხუცზე “იქორწინა”, რომელსაც უვლიდა და ქონება უკანონოდ მიითვისა
🔵 იტალიური ენის უფასო კურსები ემიგრანტებისთვის - ქალაქების მიხედვით
1795355338
ახალი ამბებითბილისში, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად, სულ მცირე, 8 ავტომანქანა დაზიანდა. ინფორმაცია დაშავებულ...
1795353692
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ
„არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთაც ესაუბრებიან...
1795351895
ახალი ამბებიქუთაისის მერია: ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი, 15-ვე ოჯახი მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში
„ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებლებში არიან გადაყვანილი“, - ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადება...
1795350657
ახალი ამბებითბილისის მერია: სიცრუე და ცილისწამებაა ინფორმაცია, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ მისულა
თბილისის მერია ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზემო ფონიჭალის ეკლესიაში, სადაც აფეთქებას შეწირული დედა-შვილის პანაშვიდი მიმდინარეობდა, ხელისუფლების არცერთი წარმ...
1795348594
ახალი ამბებიგენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგ...































