„ბადანტეს საქმე“ - შესაძლოა მოხუცის შვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?!

ExclusiveTV რამდენიმე დღის წინ წერდა მოდენასთან ახლოს, სასუოლოში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, როდესაც 89 წლის კარლა გორძანელი სახლიდან გაუფრთხილებლად გავიდა და ძაღლების მსხვერპლი გახდა. ძაღლების მიერ დაგლეჯილი მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარმა, ქართულ ემიგრაციულ საზოგადოებაში, დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან, საქმეში ფიგურირებს მოხუცის მომვლელი, რომელსაც კარლა, ასე ვთქვათ, სახლიდან გაეპარა. არაერთმა ემიგრანტმა პირადადაც მოგვწერა. მათ დეტალები აინტერესებდათ. სწორედ საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო დავუბრუნდით თემას.

შეგახსენებთ, რომ კარლა გორძანელი, რომელიც შვილის თქმით, საკუთარ მომვლელს სახლიდან გაეპარა, ამსტაფის ჯიშის ორმა ძაღლმა დაგლიჯა. მოხუცი, რომელსაც მეხსიერებასთან და აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, დაახლოებით  საღამოს ექვს საათზე სახლიდან დაუკითხავად გავიდა და შემთხვევით ერთ-ერთი კერძო ვილის ეზოში შევიდა, სადაც ორი, ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი დახვდა. როგორც ჩანს, ცხოველებმა ის მტრად აღიქვეს და წამებში დაგლიჯეს. ფაქტს, მცირეწლოვანი ბავშვიც შეესწრო. მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებთან საუბრისას, მოხუცის შვილმა რობერტო ნერიმ აღნიშნა, რომ დედა სახლში "ბადანტესთან" ერთად უნდა ყოფილიყო და არ იცის როგორ აღმოჩნდა ქუჩაში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ შვილი დედის მომვლელის შესახებ, ყოველთვის დადებით კონტექსტში საუბრობს.

მომვლელმა, რომელიც სახლში იმყოფებოდა და დარწმუნებული იყო, რომ მოხუცს ეძინა, მისი გაუჩინარების შესახებ, შვილის სატელეფონო ზარის საშუალებით შეიტყო, რომელსაც თავის მხრივ, პოლიციამ დაურეკა და მომხდარი შეატყობინა.

აღნიშნულ საქმეს პროკურატურა იძიებს, დადგება თუ არა „ბადანტეს“ პასუხისმგებლობის საკითხი, სამსახურებრივი დაუდევრობის მოტივით, ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი მოხუცის შვილი დედის მომვლელს არ უჩივის და მის შესახებ მხოლოდ დადებითად საუბრობს, ჩვენს მკითხველშიც აღვივებს ეჭვს, ხომ არ ჰქონდა ადგილი მომვლელის, როგორც დასაქმებული პირის უფლებების დარღვევას, რაც არც ისე იშვიათად ხდება ოჯახებში დასაქმებული ქალბატონების შემთხვევაში. საუბარია გადაჭარბებულ სამუშაო გრაფიკზე, მათ შორის დასვენების დღეებშიც. თუ ვარაუდი გამართლდა, შესაძლოა, მოხუცის შვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ჩვენ თვალს მივადევნებთ მოვლენებს და სიახლეების შესახებ საქმის კურსში ჩაგაყენებთ.

იმავე თემაზე:

⭕ მოხუცი რომელიც "ბადანტეს" გაეპარა, ძაღლებმა დაგლიჯეს

⭕ “ბადანტეს” საქმეს პროკურატურა იძიებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793728972

საზოგადოება

პრემიერი: ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას

ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ჩვენს ეროვნულ დღის წესრიგზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ დღის წესრიგის ნაწილია ევროკავშირთან შეთანხმებ...

ირაკლი კობახიძე

1793727897

საზოგადოება

პრემიერი: ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ალიანსს დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა

„ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით“, - ამის შესა...

ირაკლი კობახიძე

1793727078

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს

„ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოვისმინეთ, მათი ორი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე“, - ამის...

ირაკლი კობახიძე

1793725957

ახალი ამბები

მაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს

ქუთაისში, რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონში გადავარდნილი ავტომობილიდან მაშველებმა ორი  კაცის ცხედარი ამოასვენეს. ნაპოვნი და მდინარიდან ამოტანილია ავტომობილიც.  ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემ...

ყვითელი ლენტი

1793724509

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და მათი აქტივისტები ყოველ ჯერზე გაურბიან დებატებს, ისე გაურბის სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიაც ასეთ დებატებს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს

„პოლიტიკური მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდ...

ირაკლი კობახიძე