იტალიური ენის უფასო კურსები ემიგრანტებისთვის - ქალაქების მიხედვით
მოგეხსენებათ, ExclusiveTV აქტიურად აშუქებს ემიგრანტებთან დაკავშირებულ ამბებს და ცდილობს მიაწოდოს მათ საჭირო ინფორმაცია. რედაქციაში შემოვიდა არაერთი თხოვნა, მოგვეძიებინა ინფორმაცია უფასო ენის კურსების შესახებ, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის.
ჩვენ ვესაუბრეთ ქრისტიანული საზოგადოება "სანტ’ეჯიდიოს" ფლორენციის წარმომადგენელს და ქვემოთ მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას "სანტ’ეჯიდიოს" მიერ ორგანიზებული ენის უფასო კურსების შესახებ, მთელი იტალიის მასშტაბით.
მანამდე კი გეტყვით, რომ საზოგადოება "სანტ’ეჯიდიო" 1968 წლიდან არსებობს და საქველმოქმედო საქმიანობას არამხოლოდ იტალიის ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოს კიდევ 70 ქვეყანაში ახორციელებს.
რაც შეეხება იტალიური ენის კურსებს ემიგრანტებისთვის, ინიციატივას 80-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ შეუფერხებლად ფუნქციონირებს. დაწყებით ეტაპზე, მხოლოდ ენის საბაზისო კურსები იყო, მაგრამ მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მაღალი დონეებიც დაემატა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იტალიური ენის შესწავლის მსურველს, არამხოლოდ საბაზისო ცოდნის მიღება, არამედ უკვე ნასწავლის დახვეწა და გაუმჯობესებაც შეუძლია. ყოველი კურსის დასასრულს, ტარდება გამოცდა და გადალახვის შემთხვევაში, გეძლევათ სერტიფიკატი, რომელიც შემდეგ იტალიაში ბინადრობის ხანგრძლივი უფლების, ან მოქალაქეობის მისაღებად გამოგადგებათ (კურსის დონის მიხედვით), რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის აკრედიტებული.
ენის კურსების მისამართები, ქალაქების მიხედვით:
რომი - TRASTEVERE Piazza di Santa Maria in Trastevere 23, მიღების საათები: ხუთშაბათი 15.30 – 19.00 და კვირა 9.30 – 12.30
რომი - CASSIA Via Cassia 585, მიღების საათები: ხუთშაბათი 17.00 – 19.00 და კვირა 11.00 – 13.00
რომი - NOMENTANO Via Livorno 50, S. Orsola-ს ინსტიტუტი, მიღების საათები: კვირა 9.30 – 11.00
რომი - PRIMA PORTA Via delle Galline Bianche 68, მიღების საათები: ორშაბათი 18.00 – 19.00
რომი - PRIMAVALLE Via Giuseppe Mezzofanti 20, მიღების საათები: კვირა 9.00 – 10.30
რომი - TIBURTINO Via del Badile 1, S. Maria del Soccorso-ს სამრევლო, მიღების საათები: პარასკევი და შაბათი 16.00 – 18.00
რომი - TORPIGNATTARA Via Camillo Manfroni 2, S. Giuseppe Cafasso-ს სამრევლო, მიღების საათები: ხუთშაბათი 15.30 – 17.00
რომი - TORRENOVA Via della Tenuta di Torrenova 114, S. Gaudenzio-ს ეკლესია, მიღების საათები: კვირა 15.00 – 16.30
რომი - OSTIA Via del Sommergibile 57, მიღების საათები: კვირა 9.30 – 11.00
გენუა - Via San Giorgio 1 (ისტორიული ცენტრი) ჩაწერა: სამშაბათი და ხუთშაბათი 17.00 და 18.30 გაკვეთილების განრიგი: სამშაბათი და ხუთშაბათი - 16.00, 17.30, 20.30
გენუა - Via Stennio 2 (Sampierdarena) ჩაწერა: სამშაბათი და ხუთშაბათი 17.00 და 18.30, გაკვეთილების განრიგი: სამშაბათი და ხუთშაბათი - 14.30, 16.00, 17.30
ნეაპოლი - ისტორიული ცენტრი, Via San Nicola a Nilo, n. 5-6, მესამე სართული, ჩაწერა: კვირა 9.30 - 11.00 და ხუთშაბათი 16.30 - 18.00
ნეაპოლი - Vomero Via Massari 5
ავერსა - Via del Plebiscito 22. ჩაწერა: ოთხშაბათი 15.30 - 18.30
მილანი - Via Olivetani 3, გაკვეთლების განრიგი: კვირა 15.00 - 18.00
მილანი - Via Strehler 2, კვირა 15.00 - 16.30
ფლორენცია - Via Cherubini 8, გაკვეთილების განრიგი: ხუთშაბათ 16.00 – 18.30 და კვირა 15.30 - 17.30
ტურინი - via Brugnone 1, სამშაბათი და ხუთშაბათი 18.30 – 20.00
ტურინი - Via Paretti 4, სამშაბათი და პარასკევი 16.30 – 18.00
ნოვარა - via Dolores Bello 2, შაბათი 10.00 – 12.00
პიზა - Zona centro lungarno mediceo 18, ხუთშაბათი და კვირა 16.00-19.00
ლივორნო - Zona Centro Via Carraia 2, ორშაბათი, ხუთშაბათი და კვირა 15.00 -19.00
ლივორნო - Zona Nord Shangay - via Bixio 10, შაბათი 16.30-18.30
ლივორნო - Corea - piazza Saragat 1, სამშაბათი და შაბათი 16.30-18.30
კატანია - Santa Chiara-ს ყოფილი მონასტერი, via Castello Ursino n° 24 გაკვეთილების განრიგი: ხუთშაბათი 10-12 და 17-19 და შაბათი 16.00 - 19.00
მესინა - Presso il Centro Polifunzionale I'M via Felice Bisazza n° 60, გაკვეთილების განრიგი: სამშაბათი და პარასკევი 10.00 -12.00 და 15.30 – 17.30
ტრევიზო - San Martino Urbano-ს ეკლესია, Corso del Popolo 9, გაკვეთილების განრიგი: შაბათი 14.30 - 16.30
ტრიესტე - Via Matteotti 12, გაკვეთლების განრიგი: ოთხშაბათი და პარასკევი 16.00 - 17.30 და 18.00 - 19.30
პ.ს. შეგახსენებთ, რომ შესაძლოა ზოგიერთ მათგანში მოსწავლეთა სიმცირის გამო, წელს კურსი არ გაიხსნას, ასევე, ზოგიერთ სკოლაში, სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო, მაგრამ თუ ადგილები შევსებული არ არის, შესაძლოა ამ ეტაპზეც შეურთდეთ პროცესს.
მოამზადა: ნინა მამუკაძემ
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 როგორ შეგიძლიათ მიიღოთ იტალიის მოქალაქეობა
🔴 არალეგალი მიგრანტებისთვის იტალიამ Green pass-ი დაუშვა
🔴 თუ იტალიაში სწავლა გსურთ - ინტერვიუ ქართულ და იტალიურ ენაზე იტალიის ელჩის მოადგილესთან
🔴 როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა იტალიაში და შეგვიძლია თუ არა ქართული მართვის მოწმობის კონვერტირება
1794377250
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: იმდენად ცნობილია ის ანტიკონსტიტუციური მასშტაბი, რაც ამ ხუთ პარტიას გააჩნია, რომ ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება
„იმდენად ცნობილია ის ანტიკონსტიტუციური მასშტაბი, რაც ამ ხუთ პარტიას გააჩნია, რომ ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება“, - განუცხადა ჟურნა...
1794376041
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: მოპასუხე მხარე ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესი შოუში გადაიზარდოს, რადგან არავითარი მტკიცებულება არ აქვთ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას ოპოზიცია, სამართლებრივი არგუმენტების წარდგენის ნაცვლად, პროცესის პოლ...
1794374955
საზოგადოება11 ნოემბერს თურქეთში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა
თურქეთში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა. მანამდე კი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკ კოლეგას შეხვდა. განიხილეს საქართ...
1794373047
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ნოემბერს საქართველოში
11 ნოემბერს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +16 გრადუსი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქშია ნავარაუდევი, ხოლო ყველ...
1794343672
მსოფლიოReuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული ამერიკელების 70%-ზე მეტი ახალი კონგრესისგან ირანთან ომის დასრულებას ითხოვს
Reuters/Ipsos-ის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 70%-ზე მეტი ახალი კონგრესისგან ირანთან ომის დასრულებას ითხოვს. კვლევის მიხედვით, ამერიკელთა 71%-ს სურს, აშშ-ის კონგრესმა ირანთან კონფლი...


























