ემიგრანტი იტალიელები - რატომ ტოვებდნენ ისინი იტალიას?!

იტალიის ისტორიიდან - იტალიელები ამერიკაში

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ ასპროცენტიანი ამერიკელი ეს მითოლოგიური პერსონაა. მათი პირვანდელი კატეგორია შედგებოდა ანგლო-საქსებისგან, ირლანდიელებისგან, ებრაელებისგან, ესპანელებისგან. უმრავლესობა მშობლიურ მიწას გამოქცეული იყო. გაექცნენ ამ კატორღას, ან ინკვიზიციას. ხოლო იმ დროისათვის როცა ახალი კონტინენტისკენ უკვე იტალიელები გაემართნენ დიდი წილი ჩადენილი ცოდვების რასაც ახორციელებდნენ კოლონიზატორები ადგილობრივი ინდიელების მიმართ, უკვე მომხდარი ფაქტი იყო და ამაში იტალიელებს წვლილი არ მიუძღვით. ეს უკვე კარგია.

ბოლო 150-160 წლის მანძილზე ახალ კონტინენტზე დაახლოებით 5 მილიონამდე იტალიელი ჩავიდა. მასიური ემიგრაცია ევროპიდან ამერიკაში დაიწყო ამერიკის სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე და მისი ტემპი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ლამის პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. პიკი მაინც 1907 წელზე მოდის, როდესაც 300 000-მდე იტალიელმა გადაკვეთა ატლანტიკის ოკეანე. მაგრამ ემიგრანტების პირველი ტალღის მეოთხედი ცოტა ხანში სამშობლოში დაბრუნდა (ხოლო მათი უმრავლესობა მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ ქვეყანაში არ შეუშვეს. მოტივი ? "საეჭვო ელემენტი")). ზოგიერთმა უცხო მიწაზე ფეხი ვერ მოიკიდა. 20-იანი წლების მეორე ნახევრიდან ამერიკას იტალიელი ემიგრანტების მეორე ტალღა მოაწყდა, ბევრი მათგანი ან ვერ შეურიგდა ბენიტო მუსოლინის მმართველობას, ან დუჩემ ისინი თავად გააძევა ქვეყნიდან (მე უფრო მეორე ვერსიას ვეყრდნობი) დღესდღეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 20 მილიონამდე იტალიელი ცხოვრობს.

და მაინც, რატომ ტოვებდნენ იტალიელები მშობლიურ მიწას და რა ეგულებოდათ მათ ოკეანის გადაღმა? რა თქმა უნდა ეს კარგი ცხოვრებით არ იქნებოდა გამოწვეული. ახალ კონტინენტს თავდაპირველად ჩრდილოეთ იტალიის შეძლებული მოსახლეობის წარმომადგენლები აწყდებოდნენ, ხოლო იტალიის გაერთიანების შემდეგ მათ რიცხვს სამხრეთელებიც შეუერთდნენ.

იტალიის სამხრეთი და კუნძული სიცილია უშედეგოდ ჩამორჩა განვითარებას ჩრდილოეთ იტალიისგან განსხვავებით. ისტორიკოსები დღემდე ცდილობენ ამ მოვლენას რაიმე ახსნა მოუძებნონ. ხომ ცნობილი ფაქტია რომ იტალიის გაერთიანება დაიწყო პიემონტის სამეფოთი რომლის დედაქალაქი იყო ტურინი და ერთადერთი რომელიც მას დიდ წინააღმდეგობას უწევდა სწორედ ნეაპოლიტანური სამეფო იყო. გაერთიანების შედეგად დაპირისპირება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მაინც გრძელდებოდა. მართალია ომი შეწყდა, მაგრამ დაპირისპირება ძირითადად ეკონომიკის სფეროში ისახებოდა. სამხრეთი კი ამ მხრივ ძალიან ჩამორჩებოდა ჩრდილოეთს. ფეოდალიზმი სამხრეთში მყარად იყო გამიჯნული მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში, მისი აღმოფხვრა კი მარტივი საქმე არ იყო. სოფლის მეურნეობის რეფორმამ კიდევ უფრო გაართულა ისედაც მძიმე ვითარება. მრეწველობა პრაქტიკულად არ არსებობდა. ჩრდილოეთ იტალიის მზარდმა ინდუსტრიალიზაციამ ღრმა უფსკრული წარმოაჩინა სამხრეთთან მიმართებით. მდგომარეობა კატასტროფული იყო და ეს იმის ფონზე რომ მოსახლეობის რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ერთი სიტყვით სამხრეთელებს უკვე ცოტა რამ აერთიანებდათ სამშობლოსთან და გამოსავალს ერთ რამეში ხედავდნენ - ემიგრაცია.

იქნებ ახალი რევოლუცია ? მაგრამ მე-19 საუკუნის რევოლუციურმა ტალღამ იტალიას არაფერი მოუტანა, უფრო სწორედ მის ღარიბ მოსახლეობას. ასე რომ არჩევანი მხოლოდ ორი იყო - o brigante o emigrante - ან ყაჩაღი ან ემიგრანტი.

ემიგრაციის პირველი ტალღა ძირითადად კამპანიის რეგიონიდან წამოვიდა. ხელოსნები და ვაჭრები, რომლებმაც მსხვილ კონკურენციას ვეღარ გაუძლეს და გაკოტრდნენ, ასევე წვრილი მიწათმფლობელები, ისინი იძულებულნი გახდნენ ჩალის ფასად გაეყიდათ თავიანთი მიწები. გენუიდან და ნეაპოლის პორტებიდან გამავალი ხომალდები მგზავრთა ნაკადს ვერ აუდიოდნენ. ამ ყველაფრით კი სამშენებლო კომპანიებმა ისარგებლეს და სულ ახალ და ახალ ხომალდებს უშვებდნენ წყალში. ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო რომ სულ ცოტა ხანში ქვეყანაში მუშახელის სერიოზული დეფიციტი წარმოიშვა. ახლა მთავარი კითხვა, სჭირდებოდა კი ამერიკას იტალიელები ? აღმოჩნდა რომ - კი.

ამერიკის სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე მუშახელზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, განსაკუთრებით თუ კი ეს მუშახელი თეთრკანიანი იყო. ამ მხრივ განსაკუთრებით იხეირა კალიფორნიამ და კიდევ უფრო მეტად გემთმშენებელმა კომპანიებმა. მათი იტალიელი კოლეგებისთვის ეს ერთ ადგილას წიხლის ამორტყმის ტოლფასი იყო. პარადოქსულის, მაგრამ ბილეთი იტალიის პორტებიდან ამერიკაში ძალიან იაფი ღირდა (რაღაც ძალიან მტკივნეული და ნაცნობია ეს ყველაფერი).

1906 წლის 9 აგვისტოს გენუის პორტიდან გავიდა ხომალდი, რომლის ბორტზე დაახლოებით 2 000-მდე ემიგრანტი იმყოფებოდა. ხომალდი ჯერ კადისის პორტში შევიდა, დაიმატა მგზავრები და გეზი აიღო არგენტინისკენ, მაგრამ კაპიტანმა გზის შემოკლების მიზნით ძალიან ახლოს მიცურავდა ესპანეთის სანაპიროებთან. შედეგად ხომალდი წყალქვეშა კლდეებს წამოეგო და ცოტა ხანში ჩაძირვა დაიწყო. სადაზღვევო კომპანიების ცნობებით დაიღუპა 350-მდე ადამიანი, ხოლო გაზეთები გადმოსცემდნენ 700-მდე დაღუპულს.

ბევრი ემიგრანტი საბოლოოდ მაინც მიადგა აღთქმულ ქვეყანას, ხოლო მასზე ფეხის დადგმა სულაც არ იყო იოლი. მათ ვისაც გაუმართლა წინ კიდევ დიდი გზა ელოდათ. თავდაპირველად ემიგრანტთა გადმოსხმა ხდებოდა კუნძულ ელისზე, მდინარე გუძონის დასაწყისში ნიუ-იორკთან. იქ ემიგრანტთა მიმღები ერთ ერთი დიდი პუნქტი იყო. ელისს ემიგრანტები " ცრემლის კუნძულს ეძახდნენ ''. პირველი და მეორე კლასის მგზავრებს ჯერ კიდევ კაიუტებში ამოწმებდნენ და ისე უშვებდნენ, ხოლო მესამე კლასის მგზავრები უშუალოდ კუნძულზე გადაჰყავდათ და ისე ახარისხებდნენ. ყველა მათგანს ჯიბეში უნდა ჰქონოდათ 250 ლირა, ეს ქვეყანაში შესვლის გარანტია იყო და გარდა ამისა უნდა წარედგინათ ცნობა რომ ქვეყანაში ნათესავებთან მიდიოდნენ, რომლებიც მათ ან საცხოვრებელი პირობებით ან სამსახურებით უზრუნველყოფდნენ. სხვა შემთხვევაში მათ ქვეყანაში არ უშვებდნენ. გარდა ამისა არ უშვებდნენ ყრუ-მუნჯებს, კოჭლებს, ფეხმძიმე მარტოხელა ქალებს, ანარქისტებს და 40-ს გადაცილებულ ადამიანებს. ერთი სიტყვით კანონი პირდაპირ უკრძალავდა ღარიბებს ქვეყანაში შესვლას

ახლად ჩამოსულები ბევრ დამამცირებელ პროცედურებს გადიოდნენ, სამედიცინო პროცედურების ჩართვითაც. მათი უმრავლესობა რა თქმა უნდა ინგლისური ენის არმცოდნე იყო და ეს კიდევ უფრო ართულებდა მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას. იყო შემთხვევები უარყოფილი ემიგრანტები როგორ ხტებოდნენ ხომალდებიდან რათა ცურვით მიეღწიათ მანჰეტენამდე.

ქვეყანაში შესული ემიგრანტები ყველანაირ სამსახურზე მიდიოდნენ და ამ საქმეში მათ ამერიკაში ფეხმოკიდებული იტალიური დიასპორა ეხმარებოდა. საკმარისი იყო ოდნავ მყარად ეგრძნოთ თავი, ისინი მაშინვე თავიანთ ოჯახებს იწვევდნენ, აი მათ მიჰყვებოდა უკან ნათესავები, მეზობლები, ბავშვობის მეგობრები. ლამის მთელი სამხრეთ იტალია ამერიკაში ფეხმოკიდებული იტალიელის ნათესავი იყო. კურიოზული მოვლენა იყო, მაგრამ მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა რომ უარს ვერ ეუბნებოდნენ ჩამოსვლის მსურველებს. ეფექტური მეთოდი იყო. იტალიის რამდენიმე რაიონში ახალგაზრდები გამგზავრების წინ ფიქციურად ქორწინდებოდნენ, ხოლო ცოლის მზითევი მთლიანად მგზავრობის ხარჯებისთვის იყო გათვლილი. მას შემდეგ რაც " ქმარი '' ამერიკაში ჩადიოდა, ქორწინების მოწმობა ბრწყინვალე საშუალება იყო იტალიიდან " მეუღლის '' და მთელი მისი სანათესავოს წამოსაყვანად.

მაგრამ იტალიური ემიგრაცია ამერიკაში დაკლებისკენ წავიდა პირველი მსოფლიო ომის შედეგად, რასაც ცოტა ხანში სერიოზული ეკონომიკური კრიზისიც მოჰყვა. ბრძოლა ემიგრაციასთან გაამკაცრა იტალიამაც, მუშახელის სერიოზული დეფიციტის გამო

მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა მას შემდეგ რაც იტალიის სათავეში ბენიტო მუსოლინი მოვიდა. უკვე 1925 წლიდან ახალი, ამჯერად პოლიტიკური ემიგრაცია დაიძრა იტალიიდან. დუჩე პრაქტიკულად თავიდან იშორებდა ყველას ვინც მისი რეჟიმისთვის მიუღებელი იყო.

და მაინც როგორ ცხოვრობდნენ ისინი ვინც ჩამოვიდა ამერიკაში ? როგორ გითხრათ, არც ისე... Spaghettifressen (სპაგეტის მჭამელები), dago wap (მაკარონნიკები), chianti (ლოთები), ეს ის მცირე ჩამონათვალია რასაც მათ ამკობდნენ. კარგი მანერების ფლობაზე ხომ ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა და ამ ყველაფერს დამატებული ხმელთაშუა ზღვის მცხოვრებლებისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტი ყვირილით და ჟესტიკულაციით. დასკვნის გამოტანა რთული არ არის...

ისევე როგორც იტალიაში, აქაც ამერიკაში მთელი ოჯახი მუშაობდა. ბავშვები მშობლებს ეხმარებოდნენ, მუშაობდნენ ფეხსაცმლის მწმენდავებად და გაზეთების დამტარებლებიც იყვნენ. პრაქტიკულად მთელი ნიუ იორკის მეტროპოლიტენი იტალიელი ემიგრანტების გაყვანილია.

სხვათა შორის იტალიელებს ეკრძალებოდათ ამერიკის კათოლიკურ ტაძრებში შესვლა და იქ ლოცვა. ბევრი მაღაზიის და დაწესებულების შესასვლელთან გამოკრული იყო აბრა - "იტალიელებს და ზანგებს შესვლა კატეგორიულად ეკრძალებათ."

დაპირისპირება იტალიაში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, თავისი გაგრძელება ამერიკაშიც ჰპოვა. უმეტეს შემთხვევაში ჩრდილოელებს სამხრეთელების არც ესმოდათ. იყო შემთხვევა სან-ფრანცისკოში სადაც გენუელი მუშები მუშაობდნენ პორტში, ისინი სამხრეთელებით უნდა ჩაენაცვლებინათ. საბოლოო ჯამში ამაზე უარი თქვეს, ვინაიდან სიტყვიერი დაპირისპირება ლამის ომში გადაიზარდა. ნიუ იორკის იტალიური დიასპორა, ძირითადად პიემონტელები და ლომბარდიელები ყველანაირად ერიდებოდა სიცილიელებს და ნეოპოლიტანელებს.

საბოლოო ჯამში დასკვნის გამოტანისას ვიტყვი მხოლოდ ერთს - ეს ხალხი საიდანაც არ უნდა წამოსულიყო, ამერიკის ისტორიაში მათ უდავოდ დიდი როლი ითამაშეს - ოღონდ ამჯერად მაფიაზე არ ვისაუბრებ, ახლა არა! ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

ამერიკული სამზარეულოს 80 % იტალიურია. ამერიკული კინოს აღმავლობაშიც იტალიელების დამსახურება უდავოდ დიდია. კინო მუსიკის წარმომადგენლებზე - ფრენკ სინატრაზე და მარიო ლანცაზე რა ვთქვა? ჩაუმქრალი ვარსკვლავები ამერიკული პოპ მუსიკის. მოდელიერები და დიზაინერებიც უმრავლესობა იტალიელებია. მოკლედ იტალიური ჩექმა მყარად არის ჩაბეტონებული ამერიკის მიწაზე

Santa lucia !
Lantano a te, quanda malincunia !
Se gira o munno sano, se va a cerca furtuna...
ma, quanno sponta a luna,
luntano a natule nun se po sta !

"შორეულო სანტა ლუჩიავ" - ნეაპოლიტანური სიმღერაა რომლის ავტორი ჯოვანი გაეტაა, ერთგვარი ჰიმნი იყო იტალიელი ემიგრანტების, ვინც იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური მიწაწყალი და უკეთესი ბედის საძიებლად გადაიხვეწა შორეულ ამერიკაში

ავტორი: ანზორ დიხამინჯია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752645719

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: განა ვერ შედგა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმება - არ შედგა, ძალიან პრაგმატული მიდგომა გამოიჩინეს კონკრეტული ქვეყნების ხელმძღვანელებმა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას აფასებს, რომელზეც საქართველოსთვის შეზღუდვების დაწესების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მისი...

თენგიზ შარმანაშვილი

1752643397

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, როგორც ევროკომისიასთან, ასევე, წევრ სახელმწიფოებთან მათთვის სასარგებლო, სამართლიანი დიალოგისთვის

„ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, როგორც ევროკომისიასთან, ასევე, წევრ სახელმწიფოებთან მათთვის სასარგებლო, სამართლიანი დიალოგისთვის“, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლე...

ლევან მახაშვილი

1752642208

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიციის როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაჯდეს გარე უფროსების კარნახით, „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხებთ

რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გარე უფროსები ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებულები, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი. ის დარწმუნებუ...

ლევან მაჭავარიანი

1752612194

ახალი ამბები

სარწყავ არხში კაცის ცხედარი იპოვეს - შემთხვევა ქვემო ქართლში მოხდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჯიისაქენდში, სარწყავ არხში კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 74 წლის კაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამარ...

პოლიცია

1752610916

საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.  ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სა...

შუქი დენი