დავით ქართველიშვილი: ევროკავშირის 15 ივლისის მინისტერიალი, რომელმაც არანაირი მკაცრი ზომები არ გაატარა საქართველოს მიმართ, ამ ეტაპზე, სტრატეგიული მარცხია „ოპოზიციისთვის“

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ვერ შეთანხმებას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ევროკავშირის 15 ივლისის მინისტერიალი, რომელმაც არანაირი მკაცრი ზომები არ გაატარა საქართველოს მიმართ, ამ ეტაპზე, სტრატეგიული მარცხია "ოპოზიციისთვის".
„მიუხედავად ჩვენი მხრიდან კორექტული რიტორიკისა და ზოგადად, პოლიტკორექტულობისა, სრულიად მისაღებია საუბარი იმაზე, რომ ქართული "ოპოზიციის" დღევანდელი მოლოდინები სრული კრახით დასრულდა. თამამად შეგვიძლია იმ დასკვნების გამოტანა, რომ 15 ივლისის ევროკავშირის მინისტერიალმა არ მიიღო მკაცრი სანქციური გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ, ე.წ. უცხოური გავლენის კანონის და "ქართული ოცნების" პოლიტიკის საპასუხოდ.
მაქსიმუმ, შეჯერდნენ აბსურდული ხუთი მოთხოვნის შემცველი წერილის მომზადებაზე, რომელსაც ჩვენც ხუთი პუნქტით ვუპასუხებთ - რაში გამოიხატება ე.წ. "ოპოზიციის" ფიასკო:
1. სანქციები არ დაწესებულა
ევროკავშირმა არ დაამტკიცა სავიზო ან ეკონომიკური შეზღუდვები, მათ შორის, ფართო წრის მაღალჩინოსნების მიმართ, რაზეც „ოპოზიცია" და მისი უცხოელი ლობისტები ასე აქტიურად მუშაობდნენ;
2. დასავლეთის სიგნალი იყო ფრთხილი და არა გადამწყვეტი
ბრიუსელი, მკაცრი ნაბიჯების ნაცვლად, მხოლოდ განცხადებებითა და კონკრეტული პირების მიმართ ინდივიდუალური ზომებით შემოიფარგლა, რაც უფრო ხელისუფლების სასარგებლო კომპრომისად აღიქმება და არა - "ოპოზიციის" გამარჯვებად;
3. ეს იყო საიმიჯო მარცხი "ოპოზიციისთვის"
თვეების მანძილზე წარმოებული "უწყვეტი პროტესტის" კამპანიის და ბრიუსელში არაერთი ვიზიტების შემდეგ, შედეგი თითქმის ნულია, რაც არღვევს საზოგადოების ნდობას "ოპოზიციის" ეფექტიანობის მიმართ;
4. ხელისუფლების მხარდამჭერი სოციუმის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდა
მმართველ გუნდს ახლა შეუძლია თქვას, რომ "დასავლეთი მხოლოდ იმუქრება, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებს", რაც დამატებით არგუმენტად გამოიყენება სუვერენიტეტის გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გასამართლებლად;
5. გარდაუვალია ლიბერალური წრეების დემორალიზაცია
ბრიუსელისადმი იმედგაცრუება და გარე ზეწოლით სასურველი შედეგის მიღწევის უუნარობა ასუსტებს ლიბერალურ ფრთას და მის მობილიზაციის უნარს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც "ოპოზიციის" ნაწილი უკვე ჩართულია ხელისუფლების "სალეგიტიმაციო" პროცესებში.
შედეგად, 15 ივლისის მინისტერიალი, რომელმაც არანაირი მკაცრი ზომები არ გაატარა, ამ ეტაპზე სტრატეგიული მარცხია "ოპოზიციისთვის", განსაკუთრებით მათ თვალში, ვინც ელოდებოდა ევროკავშირის მხრიდან დაუყოვნებელ და მტკივნეულ რეაგირებას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ეს არანაირად არ გვაძლევს მოდუნების ფუფუნებას, თუმცა ჩვენი მზადყოფნა უსიამოვნო მოულოდნელობებისადმი არანაირ ეჭვებს არ უნდა იწვევდეს...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
1752671461
საზოგადოებალარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7127 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7138 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1752671273
საზოგადოებაფაშინიანი: სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას უფრო დატოვებს, ვიდრე საკუთარ წევრობას აღადგენს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიამა განაცხადა, რომ ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას უფრო დატოვებს, ვიდრე წევრობას აღადგენს. „უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ჩვენ დავტოვებთ...
1752671154
საზოგადოებალაშა დოლიძემ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში საპილოტე საძოვრები მოინახულა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორ სოფიკო ახობაძესთან ერთად, სოფელ განახლებაში იმყოფებოდა, სადაც პრ...
1752670700
ახალი ამბებიპაატა იმნაძე: მაღალი ტემპერატურის დროს მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გარეთ ყოფნისგან და მიიღონ დიდი ოდენობით სითხე
„მაღალი ტემპერატურის დროს მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გარეთ ყოფნისგან და მიიღონ დიდი ოდენობით წყალი“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმ...
1752668095
ახალი ამბებიშს მინისტრმა გორში თავდასხმის შედეგად დაშავებული პოლიციელები მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ გორში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა. მინისტრმა დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმე...