თბილისში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, „შპს. სანდო“ (მისამართი: ქ. თბილისი, გ. ნადარეიშვილის N5, ს.კ 406121913) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე საქმიანობდა.

„ამავდროულად ინსპექტირებისას დადგინდა რომ სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნები. ამოღებული და დალუქულია 419 ქილა მაწონი, 10 კილოგრამზე მეტი ყველი, 35 ცალი დაფასოებულ რძე (1 ლიტრიანი შეფუთვა), 110 ლიტრი რძე. კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი წარმოებების გამოვლენის მიზნით, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებენ. მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 3580 სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ გამოვლენილია 32 არარეგისტრირებული საწარმო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1752666417

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: იქნებ ერთხელ მაინც გადადგან სწორი ნაბიჯები და დაუბრუნდნენ დემოკრატიულ ჩარჩოებს, წესიერად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს გადადგან სწორი ნაბიჯი და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. „იქნებ ერთხელ მაინც გადადგან სწორი ნაბიჯ...

ლევან მახაშვილი

1752664583

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: „კოლექტიური“ ნაცები ორ ნაწილად გაიყვნენ, ერთნი არიან ფუნდამენტალისტი, ვინც თავის შავბნელ იდეებისა და მოქმედებებში ჩაიკარგნენ და მეორე, ვითომ უფრო პროგრესული „ნაცები“, ემხრობიან არჩევნებში მონაწილეობას

„კოლექტიური“ ნაცები ორ ნაწილად გაიყვნენ, ერთნი არიან ფუნდამენტალისტი ნაცები, ვინც თავის შავბნელ იდეებისა და მოქმედებებში ჩაიკარგნენ და ჩარჩნენ და მეორე, ვითომ უფრო პროგრესული „ნაცები“ გახარია-ხაზარაძი...

ნინო წილოსანი

1752661727

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოლდოვაში, არ არსებობს ოპოზიციური პარტიები, ყველა კრიტერიუმით, ჩვენ ვართ გაცილებით წინ, ვიდრე მოლდოვა, ეს ყველაფერი ორმაგ და ასმაგ სტანდარტზე პირდაპირ მეტყველებს

„მოლდოვაში, ფაქტობრივად, არ არსებობს ოპოზიციური პარტიები. ყველა კრიტერიუმით, ჩვენ ვართ გაცილებით წინ, ვიდრე მოლდოვა, იგივე კორუფციის სიმცირით. ეს ყველაფერი ორმაგ და ასმაგ სტანდარტზე პირდაპირ მეტყველებ...

ლევან მაჭავარიანი

1752659671

საზოგადოება

როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? - ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს. რეკომენდაციები: 👇 ✔️ ოთახები, გაგრილების მიზნით, ხანგრძლივი დროით, გაანიავეთ - ღამით და დილით ადრე, როდესაც გარე...

ამინდი

1752658254

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებულ...

დაკავება, პოლიცია