„დარიალის“ უფროსის მოადგილე უკრაინის დეპორტირებულ მოქალაქეებზე: არ ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას, ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს

სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის „დარიალის“ უფროსის მოადგილე ლუკა პაატაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები საქართველო - რუსეთის საზღვარზე იმყოფებიან.
ლუკა პაატაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული პირები არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილებულები და მათი ქვეყანაში შემოშვება დიდ რისკს წარმოადგენს. გარდა ამისა, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის დარიალის წარმომადგენელი ამბობს, რომ უკრაინის ამ მოქალაქეებს არ აქვთ არც შესაბამისი დოკუმენტები.
„ბოლო პერიოდში გახშირდა უკრაინის მოქალაქეების საზღვრის კვეთის მცდელობა საქართველოს საზღვარზე, თუმცა ზემოაღნიშნული უკრაინის მოქალაქეები არ არიან ტურისტულად მომავალი პირები. ეს პირები და მათი უმრავლესობა არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული. როგორიც არის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, გაუპატიურება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. კერძოდ, ნარკოტიკების გასაღება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირები არც ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას და ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ ისინი კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს. ისინი არიან დეპორტირებული რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. დაახლოებით 80 ადამიანზეა საუბარი. ამ ეტაპზე მათი პირობები არის ნორმალური და იცდიან. არიან თუ არ არიან უკრაინის მოქალაქეები, არის დაუდასტურებელი, ვინაიდან არ აქვთ საჭირო დოკუმენტაცია“, - აღნიშნა ლუკა პაატაშვილმა.
ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლდოვამ უარი განაცხადა რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების გატარებაზე.
1752659671
საზოგადოებაროგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები
როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? - ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს. რეკომენდაციები: 👇 ✔️ ოთახები, გაგრილების მიზნით, ხანგრძლივი დროით, გაანიავეთ - ღამით და დილით ადრე, როდესაც გარე...
1752658254
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებულ...
1752657722
ახალი ამბებივაჟა-ფშაველას V კვარტალში, 5 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედანი მოეწყო
ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას V კვარტალის I-II კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეები და კომბინირებული სპორტული მოედანი განთავსდა. ამის შესახებ დღეს თბ...
1752655119
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი უვიზო მიმოსვლის შესახებ განცხადებებზე: ნაცნობი რიტორიკაა - მუქარის, შანტაჟის ენით საუბრის გაგრძელება
„ეს ნაცნობი რიტორიკაა - მუქარის, შანტაჟის ენით საუბრის გაგრძელება, როდესაც ქალბატონმა კალასმა ახსენა პოლიტიკოსების დაკავების საკითხი და პოლიტიკურ დევნას უწოდებენ ამას“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართ...
1752652863
ახალი ამბებიკახა კალაძე: ყველას, ვინც ავარიულ კორპუსში ცხოვრობთ, მუნიციპალიტეტი გიდგებათ თავდებში და წელიწად-ნახევარ ორ წელში ახალაშენებულ კორპუსში იმ ფართის ბინა გადმოგეცემათ, რაც გქონდათ
ძალიან ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, ვიდრე თავად ცხოვრობენ. მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს, - განაცხადა დედაქალაქ...