„ფოკაჩა“ მწვანე ხახვით - ლეილა გაგნიძის იტალიური სამზარეულოს წესები

LA FOCACCIA PUGLIESE CON LE CIPOLLE - „ფოკაჩა“ მწვანე ხახვით - ვინც მარხვაზე ხართ და ვისაც ხახვი გიყვართ, აუცილებლად მოსინჯეთ, დააგემოვნეთ თქვენც და მიართვით ოჯახის წევრებსაც.
exclusivetv.ge-ს მკითხველს, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ლეილა გაგნიძე იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთ ცნობილ ცომეულს, „ფოკაჩა“-ს მომზადების წესს უზიარებს.
პირველ რიგში მოზილეთ ცომი.
ცომი უნდა მოიზილოს საფუარიანი, ოდნავ მაგარი, ფუმფულა და არა რბილი ცომი. არც ძალიან მაგარი.
ცომის მოსაზელად დაგჭირდებათ:
✔️ 600 გრ. ფქვილი
✔️ 300 მლ.თბილი წყალი
✔️ 15 გრ. საფუარი, (დაპრესილი. თუ მშრალ, გრანულებიან საფუარს გამოიყენებთ, 7-8 გრ.)
✔️15 გრ. მარილი
✔️ 50 მლ. ზეითუნის ზეთი.
ფქვილის დამატება თუ დაგჭირდეთ დაამატეთ, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ფირმის ფქვილია. (შეგახსენებთ, რომ ცომი არ უნდა იყოს ძალიან ფუმფულა).
შეგიძლიათ ცომს დაამატოთ ერთი საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი და ცომი, მისი ნახარში წყლით მოზილოთ.
„პირადად მე, ყოველთვის, რა თქმა უნდა, გაფცქვნილ კარტოფილს ვხარშავ და ნახარშ წყალში ვაბლენდერებ კარტოფილს და ცომს ისე ვზელ. შემდეგ ვფუთავ მოზელილ ცომს და ველოდები აფუებას,“ - ჰყვება ლეილა გაგნიძე.
გულსართის მომზადება:
დაგჭირდებათ:
✔️500 გრ. მწვანე ხახვი
✔️ რამდენიმე ცალი პომიდორი
✔️ ზეითუნის ზეთი
✔️ მარილი, პილპილი, რამდენიმე ცალი შავი ზეთის ხილი (გემოვნებით).
შეგიძლიათ დაამატოთ გამოყვანილი თევზი, აჩუგე - acciughe.
მომზადების წესი:
ხახვი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად და მოშუშეთ ზეთში.
შუშვის დროს დაამატეთ ძალიან ცოტა წყალი. შემდეგ დაამატეთ პომიდორი, მარილი და პილპილი. მიღებული მასა კი გააგრილეთ.
გაფუებული ცომი გაყავით ორ არათანაბარ ნაწილად.
საცხობ ფორმას, შიგნიდან მთლიანად წაუსვით ზეთი. თუ თქვენი საცხობი ფორმა დაბალია, გაბრტყელებული ცომის დიდი ნაწილი მოათავსეთ ისე, რომ ფორმის ზემოდან გვერდებზე გადააფაროთ. თუ საცხობი ფორმა მაღალია, მოათავსეთ გულსართი ისე, რომ გვერდებზე დაუტოვოთ ადგილი.
ცომის მეორე ნაწილი ზემოდან გადააფარეთ და გვერდები კარგად ჩაუკეცეთ. მოასხით ცოტა ზეთი და აუცილებლად დაჩხვლიტეთ ჩანგლით.
შემდეგ დაელოდეთ მასის ფორმაში აფუებას.
გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 30-35 წუთი. თუმცა, ვინაიდან ყველა ღუმელი ინდივიდუალურია, დიასახლისები თავად მიხვდებით, რამდენი წუთით ჩართოთ ღუმელი ცხობის რეჟიმზე. საბოლოოდ უნდა მიიღოთ სასიამოვნო ოქროსფერი „ფოკაჩა“.
1749971709
მსოფლიოირანის იერიშის შედეგად ბათ-იამში საცხოვრებელი სახლი დაინგრა - დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი
გასულ ღამეს, ირანის იერიშის შედეგად ისრაელში სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ქალაქ ბათ-იამში, ბალისტიკური რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ისრაელის მთავრობის წარ...
1749970831
სპორტიმსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „ატლეტიკოს“ შეხვდება
აშშ-ში დღეს სტარტი აიღო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატმა ფეხბურთში. ტურნირი წელს განახლებული ფორმატით ჩატარდება - 7-ის ნაცვლად მასში 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობს, მათ შორის ევროპული გრანდები - მადრიდის „რე...
1749970281
მსოფლიოთურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა ტრამპთან საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა, იმოქმედოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად
რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მათ ისრაელ-ირანის კონფლიქტი, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს. თურქული მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა გამოთქვ...
1749967799
ახალი ამბები„აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ“ - აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ირანს შორის არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ც...
1749934180
მსოფლიოისრაელის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო - ისრაელის საჰაერო ძალები საფრთხის გასანეიტრალებლად მოქმედებებს ახორციელებენ
ცოტა ხნის წინ საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო ისრაელის რამდენიმე რეგიონში მას შემდეგ, რაც ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დაფიქსირდა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვითი ძალები ავრცელე...