ლევან მოსეშვილი: მქონდა პატივი, რომ Air Serbia-ს ხომალდზე ერთ-ერთი პირველი მგზავრი ვყოფილიყავი თბილისიდან ბელგრადის მიმართულებით

სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო. ცოტა ხნის წინ, Air Serbia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბელგრადი მიმართულებით, 130 მგზავრით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. სერბეთიდან კი თბილისის მიმართულებით 124 მგზავრი ჩამოიყვანა. ავიაკომპანიის პირველ მგზავრებს შორის, თბილისიდან ბელგრადის მიმართულებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ლევან მოსეშვილი იყო.
„მოხარულები ვართ, რომ სერბეთის ფლაგმანმა ავიაკომპანია Air Serbia-მ საქართველოს მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი დაუკავშირდა საქართველოს დედაქალაქს. Air Serbia ბელგრადსა და თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.
იმედი გვაქვს, რომ სრულიად ახალი მიმართულება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვაში. მქონდა პატივი, რომ Air Serbia-ს ხომალდზე ერთ-ერთი პირველი მგზავრი ვყოფილიყავი თბილისიდან ბელგრადის მიმართულებით“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
Air Serbia-ს შემოსვლასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში მიღება გაიმართა. პირველი რეისის მგზავრებს შორის სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი, რომელსაც ბორტთან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, საქართველოსა და სომხეთში სერბეთის ელჩი ტატიანა პანაიუტოვიჩ ცვეტკოვიჩი დახვდნენ, ასევე ავიაციის სექტორის წარმომადგენლები დახვდნენ.Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. 2024 წელს, საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 18,325 მგზავრი შეადგინა. რაც 97 %-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
1750012819
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ და ამ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული
გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სასამართლო დარბაზებსა და შ...
1750010425
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ტენდენცია შეიქმნა, როდესაც კონკრეტული ქვეყნების ელჩები თუ დიპლომატები, თავისი ნაბიჯებით, დუმილით რადიკალიზმის წახალისებით თვითონვე ახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ უცხოური გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასა და ამ თემაზე საელჩოების ნაწილის დ...
1750009048
მსოფლიოირანული მედია: ისრაელის თავდასხმების შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ირანში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაასახელეს. მედიის ინფორმაციით, იერიშების დაწყებიდან დღემდე 128 ირანელი დაიღუპა, 900-მდე კი დაშავდა. BBC წერს, რომ ამ რიცხვის გადამოწმების საშუ...
1750006623
სპორტიეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა იაპონე...
1750001107
მსოფლიოუკრაინას კიდევ 1 200 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნდა
რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 გარდაცვლილის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები დაუბრუნა. როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეებთან ქცევის საკითხების საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, ცხედრებს იდენტიფიკ...