„აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ“ - აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ირანს შორის არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ჯეიჰუნ ბაირამოვს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ისრაელის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული თავდასხმისა და ამ თავდასხმის საპასუხოდ ირანის მოქმედებების შესახებ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა რეგიონში მზარდი დაძაბულობის გამო. მისივე თქმით, არსებული საკითხები უნდა მოგვარდეს დიალოგისა და დიპლომატიის გზით, საერთაშორისო სამართალთან, ნორმებსა და პრინციპებთან შესაბამისობით.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მტკიცედ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ, მათ შორის მეზობელი და მეგობარი ირანის.

ამასთან, ირანის საჰაერო სივრცის დახურვის გათვალისწინებით, ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა უზრუნველყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და ირანისთვის გადასასვლელი გზა თავისი სახმელეთო საზღვრების მეშვეობით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749983210

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: ტულსი გაბარდი გვარწმუნებდა, რომ ირანს შეჩერებული ჰქონდა ბირთვულ იარაღზე მუშაობა და ასე უცებ შექმნეს? მიზეზი ბირთვული იარაღია, ვითომ?

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის განცხადებას ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ექსპერტი...

ზურაბ ქადაგიძეზურაბ ქადაგიძე

1749983131

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტი: ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ომი, არამედ ყველა იმ ადამიანის ომი, ვინც ჩვენს რეგიონში საერთო მომავალს ეძებს

ისრაელის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს ისრაელის უპირობო მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. იცხაკ ჰერცოგმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, მსოფლიომ იცის, რომ „ბირთვული იარაღი მკვლელი იდეოლოგიის ხელში კა...

ისრაელის პრეზიდენტი

1749980957

ახალი ამბები

საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტ...

პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

1749977882

მსოფლიო

კიევში პრაიდი საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა

კიევში პრაიდი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მარშს არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატები შეუერთდნენ, მათ შორის იყო კანადის ელჩი უკრაინაში თავის გუნდთან ერთად. მარშში...

კიევში პრაიდი

1749973633

სპორტი

შენგელიას „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ფინალში 2:0 ლიდერობს

„ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის ჩემპიონატის ფინალის მეორე მატჩში „ბრეშა“ 75:65 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა. ბოლონიელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ერთ-ერთი გამორჩეუ...

თორნიკე შენგელია