იტალია, ძალადობის მსხვერპლ ქალებზე, ფულად დახმარებას გასცემს
იტალიის სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტი (INPS), დახმარებების ახალ პროგრამას "შემოსავალი თავისუფლებისთვის, იწყებს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მილიონი ევრო გამოიყო. საუბარია სოციალურ დახმარებაზე ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.
დახმარება შეადგენს თვეში მაქსიმუმ 400 ევროს და თითოეულ პირზე გაიცემა 12 თვის განმავლობაში.
პროექტის მიზანია დაეხმარონ ძალადობის მსხვერპლ ქალებს დამოუკიდებლად ფეხზე დადგომაში, რეინტეგრაციისა და ემანსიპაციის პროცესში. პროექტის ავტორების განცხადებით, ფინანსების გარეშე დარჩენის შიში არ უნდა განაპირობებდეს ძალადობის მსხვერპლი ქალების ძალადობრივ გარემოში დარჩენას. ფულადი დახმარება, სწორედ ეკონომიკური გარანტიისთვისაა გამიზნული.
დახმარება გაიცემა იმ ქალბატონებზე, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრებში არიან აღრიცხვაზე. ცენტრები აკრედიტირებულნი უნდა იყვნენ სახელმწიფოს მიერ და მათთან ოფიციალურად უნდა თანამშრომლობდნენ სოციალური მუშაკები.
აღნიშნული პროექტი შეეხებათ როგორც იტალიის მოქალაქე ქალბატონებს, ასევე იმ უცხოელებს, რომელთაც იტალიაში ბინადრობის უფლება აქვთ. გარდა ამისა, პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ იმ უცხოელმა ქალბატონებმაც, ვისაც დევნილის სტატუსი აქვთ მინიჭებული, ძალადობის მოტივით.
დახმარებაზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მერიაში/ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოში.
ნინა მამუკაძე
1793348996
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი „კნატუნა“ (ინდივიდუალური მეწარმე მ.წ.; მისამართი: თბი...
1793346859
საზოგადოებაპრემიერი: გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი
„დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონშ...
1793346227
საზოგადოებაკობახიძე: საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები მრავალი წელია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტს
„საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენ...
1793343769
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინა...
1793343402
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოშეძენა-შენახვის...




























