Tessera sanitaria არ გაქვთ, ან მხოლოდ STP გაქვთ და Green pass-ს ვერ იღებთ? - გამოსავალი
რედაქციაში შემოსული არაერთი წერილისა და თხოვნის გამო, გთავაზობთ სტატიას, სადაც ვეცდებით ნათელი გავხადოთ, თუ როგორ უნდა მიიღოს პირმა Green pass-ი აცრის შემდეგ.
მოგეხსენებათ, 15 ოქტომბრიდან იტალიის ტერიტორიაზე Green pass-ი სავალდებულოა ნებისმიერი პირისთვის, თუ ის დასაქმებულია საჯარო, ან კერძო სექტორში. შესაბამისად, ვალდებულება ვრცელდება ოჯახებში დასაქმებულ პერსონალზეც.
მათთვის, ვისაც საბუთები "წესრიგში" აქვს, "მწვანე საშვის" მიღება, მეტ-ნაკლებად მარტივია. სერტიფიკატის მიღება პირველი აცრიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, მეორე დოზის მიღებიდან კი, მეორე, ან მესამე დღეს ხდება (დამოკიდებულია რეგიონზე) და მისაღებად, რამდენიმე გზა არსებობს: შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სერტიფიკატი სამთავრობო საიტიდან dgc.gov.it. ამ შემთხვევაში უნდა გქონდეთ SPID (ე.წ. ციფრული პირადობა), ან გამოიყენოთ თქვენს სამედიცინო ბარათზე (Tessera sanitaria) დატანილი ფისკალური კოდი (Codice fiscale) და ბარათის ვადები, ამ შემთხვევაში, ასევე უნდა მიუთითოთ კოდი, რომელიც მეილის ან SMS-ის საშუალებით მიიღეთ; ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაციები App Immuni, ან IO; ან მიმართოთ ოჯახის ექიმს, ან აფთიაქს. ყველა ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ ზემოთ აღნიშნული Tessera sanitaria და კოდი, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირს არ აქვს იტალიური სამედიცინო ბარათი, ან აიცრა საზღვარგარეთ, ან აქვს მხოლოდ STP სერტიფიკატი?
აი, რა უნდა მოიმოქმედოთ ამ შემთხვევაში:
პირველი ნაბიჯია, შეხვიდეთ საიტზე:
და დააკლიკოთ ყვითლად მონიშნულ "Tessera sanitaria"-ს.

ამის შემდეგ, უნდა მონიშნოთ მეორე, ან მესამე ვარიანტი, ანუ "Tessera sanitaria-ს გარეშე/საზღვარგარეთ აცრილი", ან "არ ხართ რეგისტრირებული იტალიის სამედიცინო ნაციონალურ სისტემაში". 
შეავსებთ ყველა გრაფას და თუ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, მაშინვე ჩამოტვირთავთ თქვენს "მწვანე საშვს".
ყველაზე მეტი კითხვა შემოდის იმ მკითხველისგან, ვისაც STP სერტიფიკატი აქვს. ამ შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ მესამე ვარიანტი - "არ ხართ რეგისტრირებული იტალიის სამედიცინო ნაციონალურ სისტემაში".

და პირველივე გრაფაში მიუთითებთ თქვენს STP კოდს. მაგალითად ასე: STP1234567890123, შეავსებთ დანარჩენ გრაფებსაც და ჩამოტვირთავთ სერტიფიკატს.

თუ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებთ კუთვნილი Green pass-ის მიღებას, გირჩევთ დარეკოთ ნომერზე 1500.
მოამზადა ნინა მამუკაძემ
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...


































