“იტალია უკან დახევას არ აპირებს - რუსეთის დღევანდელი აგრესია 80 წლით უკან გვაბრუნებს. ” - მარიო დრაგი

იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის გამოსვლას სენატში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს შეეხებოდა, სენატორები ტაშით შეხვდნენ. ExclusiveTV გთავაზობთ მარიო დრაგის სიტყვით გამოსვლის სრულ თარგმანს:

„რუსეთის უკრაინაში შეჭრა, გარდამტეხი მომენტია ევროპის ისტორიაში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავს ვიტყუებდით, რომ ევროპას ომი აღარ შეეხებოდა და რომ მეოცე საუკუნისათვის დამახასიათებელი საშინელი მოვლენები აღარ განმეორდებოდა და რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი მრავალმხრივი ინსტიტუციები, მუდამ დაგვიცავდა. მშვიდობას, კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, რომელიც ჩვენ ნორმად მივიღეთ, თაობებმა უდიდესი მსხვერპლის ფასად მიაღწიეს.  

კადრები, რომლებიც კიევიდან, ხარკოვიდან, მარიპოლიდან და უკრაინის სხვა ქალაქებიდან, ჩვენამდე აღწევენ, ჩვენი ილუზიების დასასრულს ასახავს. უკრაინელი ხალხის და მათი პრეზიდენტის, ზელენსკის გმირულმა წინააღმდეგობამ ახალი რეალობა დაგვანახვა და დაგვაყენა ისეთი არჩევანის გაკეთების წინაშე, რომელიც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი იყო. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო მთელი ჩემი, მთავრობისა და იტალიელების სოლიდარობა პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის მთავრობისა და უკრაინის თითოეული მოქალაქის მიმართ. 

ასევე მინდა გამოვხატო თანადგომა და მხარდაჭერა იმ 236 ათასი უკრაინელის მიმართ, რომლებიც იტალიაში ცხოვრობენ. იტალია მადლიერია იმ წვილილისთვის, რაც მის ყოველდღიურობაში შეგაქვთ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ამ მძიმე წუთებში.

რუსეთის დღევანდელი აგრესია 80 წლით უკან გვაბრუნებს, ვგულისხმობ ავსტრიის ანექსიას, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციას და პოლონეთში შეჭრას. ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ ერთ თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაზე, ეს არის თავდასხმა ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებზე და საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით. როგორც ისტორიკოსმა რობერტ კაგანმა თქვა, - "ისტორიის ჯუნგლები დაბრუნდა." ახლა, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით. იტალია უკან დახევას არ აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვგმობთ პუტინის პოზიციას, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის ბრძოლა რუსი ერისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ბევრი მათგანი არ ეთანხმება მთავრობის ქმედებებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, დაახლოებით 6, 000 ადამიანი დააკავეს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო. მხოლოდ კვირას, ერთ დღეში 2, 700 ადამიანი იქნა დაკავებული. მე აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით. კრემლმა უნდა მოუსმინოს ამ ხმებს და უარი თქვას საომარ გეგმებზე".

კიდევ ერთი შემაშფოთებელი სიგნალი მოდის მეზობელი ბელორუსიისგან, რომლის მოქალაქეებმა კვირას მხარი დაუჭირეს კონსტიტუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას და გააუქმეს „ბირთვული პოლიტიკისგან თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი. ეს შეიძლება გულისხმობდეს მზადყოფნას სხვა ქვეყნიდან მომავალი ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ.

NATO-ს მიერ აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვითი ზომების გაძლიერების ფონზე, პრეზიდენტმა პუტინმა მზადყოფნაში მოიყვანა რუსული შემაკავებელი ძალები, მათ შორის ბირთვული თავდაცვითი მოწყობილობა. ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია პუტინის მხრიდან, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ უკრაინელების წინააღმდეგობა და დაწესებული სანქციები ეფექტურია.

უკრაინაში 2,300-მდე ჩვენი თანამემამულეა. 12 თებერვლიდან, ფარნეზინამ უკრაინაში მყოფ იტალიელებს ქვეყნის დატოვების რეკომენდაცია გაუწია კომერციული საშუალებებით. 24 თებერვლიდან, რუსული თავდასხმების დაწყების შემდეგ, ეს რეკომენდაცია შეიცვალა. უკრაინის დედაქალაქსა და მის შემოგარენში დარჩენილ ჩვენს თანამემამულეებს ვურჩიეთ, გამოიყენონ ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი საშუალებები, მათ შორის მატარებლები, ქალაქიდან გასასვლელად, რა თქმა უნდა, კომენდანტის საათის დაწყებამდე. დღის გარკვეულ მონაკვეთში კომენდანტის საათი არ მოქმედებს, მაგრამ ვითარება შესაძლოა შეიცვალოს სამხედრო ოპერაციების პროგრესის მიხედვით. ჩვენ გირჩევთ გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილის."

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მარიო დრაგის ამ სიტყვას სენატი ტაშით შეეგება. დღეს, 15:30 საათზე პრემიერს დეპუტატთა პალატაში ელოდებიან.

თარგმნა ნინა მამუკაძემ

წყარო: ANSA.IT

სხვა სიახლეები:

📌 დღეიდან ძალაში შევიდა ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციები - აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამა

📌 რას ნიშნავს ლათინური ასოების წარწერები რუსულ ტანკებზე? - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განმარტებებს ავრცელებს

📌 „მასტერქარდმა“ რუსული ფინანსური ორგანიზაციების ნაწილი თავისი საგადასახადო ქსელიდან გათიშა

📌 იტალიამ საგანგებო მდგომარეობა წლის ბოლომდე გააგრძელა

📌 “ციკლის მიხედვით რუსეთ-უკრაინის ომი 11 მარტს დასრულდება, +/- 3 დღე” - რამაზ გიგაური

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792848889

ახალი ამბები

სამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...

 გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი

1792845967

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი

1792843347

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა

„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...

გურამ მაჭარაშვილი

1792840742

ახალი ამბები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

1792838213

ახალი ამბები

პრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს

„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...

ირაკლი კობახიძე