იტალიაში ფემინიციდი ისევ დიდ პრობლემად რჩება
იტალიაში, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე, ფემინიციდის 103 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ მესამე დღეს, ქვეყანაში ერთ ქალს კლავდნენ.
ძირითად შემთხვევაში, ქალები იცნობდნენ თავიანთ მკვლელებს. შემთხვევების 72.3% აქტუალური, ან ყოფილი პარტნიორის მიერ არის ჩადენილი. თუ ამ რიცხვს დავუმატებთ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ქალი საკუთარი ოჯახის წევრმა მოკლა, მაშინ პროცენტი 82.3-მდე გაიზრდება.
ფემინიციდის ჩამდენთა დიდი უმრავლესობა (76,4%) იტალიელია, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან. აქედან 47.4%-ს სტაბილური სამსახური ჰქონდა. მათგან ნარკოდამოკიდებული მხოლოდ 15% იყო.
აღნიშნულ მონაცემებს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები ავრცელებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ ფუნქციონირებს 84 ცენტრი, 111 ორგანიზაციითა და 60 თავშესაფრით, 19 რეგიონში. 2020 წელს ასეთ თავშესაფრებში 20 ათასი ქალი ცხოვრობდა. ეს რიცხვი წელს ოდნავ შემცირებულია.
კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტი, რომ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამას ვადა, 2020 წელს გაუვიდა და ახალი პროგრამა ჯერ არ დამტკიცებულა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ გარდა ფონდებთან წვდომის შეზღუდვისა, ორგანიზაციებს კონკრეტულ სიტუაციებში ჩარევისასაც დაბრკოლებები ექმნებათ. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ორგანიზაციები 27 ნოემბერს დიდ მანიფესტაციას გეგმავენ, რომელიც დიდი ალბათობით რომში გაიმართება.
1793731258
საზოგადოებაპრემიერი: საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ეს იყო შეცდომა და უსამართლო გადაწყვეტილება, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობდა
„2022 წლის მარტში საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა. ვფიქრობ, ეს იყო დიდ...
1793728972
საზოგადოებაპრემიერი: ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას
ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ჩვენს ეროვნულ დღის წესრიგზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ დღის წესრიგის ნაწილია ევროკავშირთან შეთანხმებ...
1793727897
საზოგადოებაპრემიერი: ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ალიანსს დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა
„ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით“, - ამის შესა...
1793727078
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს
„ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოვისმინეთ, მათი ორი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე“, - ამის...
1793725957
ახალი ამბებიმაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს
ქუთაისში, რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონში გადავარდნილი ავტომობილიდან მაშველებმა ორი კაცის ცხედარი ამოასვენეს. ნაპოვნი და მდინარიდან ამოტანილია ავტომობილიც. ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემ...


























