პრემიერი: ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას
ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ჩვენს ეროვნულ დღის წესრიგზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ დღის წესრიგის ნაწილია ევროკავშირთან შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგიც.
„თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დონეს გადავხედავთ, გარკვეულ ეტაპზე ის დაახლოებით 60-65%-ს შეადგენდა. დღეს კი ეს მაჩვენებელი 90%-ს აღემატება. ეს ნიშნავს, რომ ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ამავდროულად, ვაძლიერებთ ჩვენს შიდა სისტემას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ საბოლოოდ, ევროკავშირში ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანებისას, ეკონომიკა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა,“- განაცხადა პრემიერმა.
1793719973
საზოგადოებაპრემიერი: საქართველოს მთავრობამ დაამატა პუნქტი საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ქართული საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია
„ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოე...
1793719708
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას, ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას
„გადაწყვეტილება იყო, რომ დღის წესრიგში არ იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება, ეს იყო ჩემი პირადი განცხადება, მაგრამ ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ევროპული კომისია თუ გადაწყვეტდა გაწევ...
1793719625
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ დაბალი, ქართულ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს „ქართული ოცნების“ მიმართ, ეს გარემოებები მოწმობს, რომ ქართული საზოგადოება ერთგულია ევროპული ინტეგრაციისადმი
„ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკა...
1793719040
საზოგადოებაკახა კალაძე: „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“ იმ ოლიგარქიული, არაფორმალური ძალების ინსტრუმენტია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს
თბილისის მერი კახა კალაძე ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეთ“ მიერ გამოქვეყნებულ იმ სიას აფასებს, რომელშიც პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი...
1793717156
საზოგადოებაკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
„უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს...



























