კონკურსი იტალიაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისათვის, რომელსაც ქალაქ ბარიში არსებული გენერალური საკონსულო აცხადებს

ქალაქ ბარიში არსებული გენერალური საკონსულოს ინიციატივით, იტალიაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისათვის, შობის დღესასწაულთან დაკავშირებულ თემატიკაზე კონკურსი ცხადდება. 

კონკურსი „ვინ თქვა, შობას სასწაული არ ხდებაო“, საზღვარგარეთ, ქართულ დიასპორაში ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისათვის, სამშობლოსთან მათი კავშირის გაღრმავების ხელშეწყობისა და თანამემამულე მოზარდთა, საქართველოსთან კავშირის გაღრმავების მიზნით ტარდება.

კონკურსი დისტანციურ რეჟიმში ცხადდება! 

კონკურსის პირობები:  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მოქმედი, ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებსა და უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 5 წლიდან, 17 წლის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება ერთ ტურად. მონაწილეობის მსურველებმა, საქართველოში შობის დღესასწაულთან დაკავშირებულ თემაზე - „ვინ თქვა, შობას სასწაული არ ხდებაო“, შესრულებული ფერწერული ნამუშევრების ასლი უნდა გააგზავნონ ქალაქ ბარიში გენერალური საკონსულოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2021 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

მონაწილეთა ნამუშევრები შეფასდება ქალაქ ბარიში გენერალური საკონსულოს „facebook” გვერდზე განთავსებული ნამუშევრების მოწონების *like რაოდენობის მიხედვით.

ნამუშევარზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, ქალაქი, ქვეყანა, საკვირაო სკოლის მოსწავლის შემთხვევაში, სკოლის დასახელება და საკონტაქტო მონაცემები.

გამარჯვებული ფერწერული ნამუშევარი, საავტორო უფლებების დაცვით, ქ. ბარიში გენერალური საკონსულოს მიერ გამოყენებული იქნება 2022 წლის ოფიციალურ მისალოც ბარათებზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორ დავუკავშირდეთ, ქალაქ ბარიში არსებულ, საქართველოს გენერალურ საკონსულოს

⭕ გენერალური კონსული, იტალიის შრომის საყოველთაო კონფედერაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო

⭕ კაფე-ბარი „ლაღიძის წყლის“ გახსნას, ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური კონსული, ვახტანგ ანდღულაძე დაესწრო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793544071

მსოფლიო

იური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...

იური უშაკოვი

1793541081

სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.   მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...

სანდრო ბაზაძე

1793538014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა

„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...

ლევან მახაშვილი

1793533138

მსოფლიო

ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...

დაკავება

1793528397

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...

ცოტნე ანანიძე