იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი და მსახიობი ლუკა ჩიქოვანი, უკრაინაში გაემგზავრა
იტალიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი მომღერალი და მსახიობი ლუკა ჩიქოვანი, ჰუმანიტარული მისიით უკრაინაში გაემგზავრა. ლუკა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე ჩაერთო უკრაინის დასახმარებლად წამოწყებული ჰუმანიტარული დახმარების აქტივობებში. დღეს კი პირადად გაემგზავრა, რათა საავადმყოფოს, სადაც დახმარება დღემდე ვერ ჩავიდა, პირადად ჩაუტანოს ჰუმანიტარული დახმარება:
"ჩვენ დღეს უკრაინაში მივდივართ, ორი კვირის წინ დამიკავშირდა უკრაინის კოროსტენის ცენტრალური საქალაქო საავადმყოფოს მთავარი ექიმი. აღნიშნული საავადმყოფო ომის ხაზთან მდებარეობს. მან მითხრა, რომ მათი ჰოსპიტალი ჰუმანიტარულ დახმარებებს ვერ იღებდა, ომის ხაზთან სიახლოვის გამო. დაასახელა კიდევ ერთი პრობლემა, უკრაინაში მიმავალ ჰუმანიტარულ ტვირთში ყუთები არეულია ხოლმე და სამედიცინო მარაგი არასოდეს აღწევს კოროსტენის საავადმყოფომდე. ამიტომ მთხოვა პირადად ჩამეტანა კონკრეტული მარაგი.
ფრანჩესკოსთან ერთად, რომელიც ჩემი ტურის მენეჯერი იყო ფილმ Happy As Lazzaro-ს სარეკლამო ტურის დროს, ბოლო 2 კვირის განმავლობაში შევაგროვეთ სამედიცინო დანიშნულების ტვირთი და ვიშოვეთ მინი ავტობუსი. გვაქვს ასევე ოფიციალური წერილი უკრაინის საკონსულოდან, ამ მარაგის უკრაინაში შეტანის შესახებ. ხვალ საღამოს საზღვართან ვიქნებით. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას," - აცხადებს ლუკა ჩიქოვანი.

1791406469
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას
სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის...
1791405679
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული, ასეთი მცდელობები ისევ არის
ევროპარლამენტში იწყებოდა ხოლმე ხმაური საქართველოსთან დაკავშირებით - არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული. ასეთი მცდელობები ისევ არის, რომ ევროპარლამენტი...
1791403905
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიჰბაძავენ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნაურუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საპარლამენტო დონეზე პირველი შეხვედრა შ...
1791401340
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: მინდა, ვიქონიო იმედი, რომ კონკრეტული სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც წყვეტენ ამ საკითხებს, არ იქნებიან ისეთივე ხისტები და არასამართლიანები, როგორიც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები არიან
თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი იმედოვნებს, რომ კონკრეტული სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის საკითხს წყვეტენ, არ...
1791399288
საზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისში, გლდანის რაიონში, წყალმომარაგების ჭა ასფალტის საფარით იყო დაფარული, რამაც წყლის გზის ზედაპირზე გამოსვლა გამოიწვია, სიმართლეს არ შეესაბამება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ეხმაურება მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისში, გლდანის რაიონში, წყალმომარაგების ჭა ასფალტის საფარით იყო დაფარული, რამაც...

























