იტალიაში სექტის წევრები დააკავეს, რომლებსაც თვეების მანძილზე ბავშვები ჰყავდათ დამწყვდეული
ლოცვასა და პატიების თხოვნაში გატარებული დღეები და ღამეები, ხშირად, მინიმალური საკვების ამარა; მათ სახლიდან გასვლა აკრძალული ჰქონდათ; არ ჰქონდათ ტელევიზორის ყურებისა და ტელეფონების გამოყენების უფლება; არ ჰყავდათ მეგობრები და არ დადიოდნენ სკოლაში. საუბარია იტალიაში, ბოლცანოს ავტონომიური პროვინციის დასახლება კამპო ტურესში მცხოვრებ რამდენიმე არასრულწლოვანზე, რომლებიც ამ მდგომარეობაში საკუთარი დედების რელიგიური ფანატიზმის "წყალობით" აღმოჩნდნენ. ქალები მიეკუთვნებიან რელიგიურ სექტას "ახალი ქრისტიანები", მიმდინარეობას რომელსაც რომის ეკლესია არ აღიარებს.
პირველი, ვინც განგაში ატეხა, ბავშვების სკოლის დირექტორი იყო, რომელიც მას შემდეგ, რაც გაცდენებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო, სოციალურ მუშაკებს დაუკავშირდა. სოციალურმა სამსახურმა თავის მხრივ საქმის კურსში პოლიცია ჩააყენა და დაიწყო გამოძიება. გამოძიების საფუძველზე სააშკარაოზე გამოვიდა სექტის საქმიანობა და შუა საუკენეებში არსებული დასჯის სასტიკი მეთოდები. ბავშვები ისჯებოდნენ იმისთვისაც კი, თუ თანატოლის ტელეფონში ჩაიხედებოდნენ. ამის გამო მათ რამდენიმე ღამის განმავლობაში არ აძინებდნენ და გამოკეტილი ჰყავდათ ცარიელ ოთახში.
სამართალდამცველებმა დააკავეს სექტის ხუთი წევრი ქალი, ბავშვებისთვის იძულებით თავისუფლების აღკვეთისა და ცუდად მოპყრობის ბრალდებით. ხუთივე ქალი არის სექტის წევრი, რომლის ქურუმი და წინამძღვარიც შვეიცარიელი ბიშოპ შუერტია. ეს არის ფანატიკოსების ჯგუფი, რომლებიც ადამიანთა ცოდვების მოსანანიებლად, სასტიკ მეთოდებს მიმართავს.
პოლიციისათვის ყველაზე შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ის, რომ სექტის წევრები ამ ბავშვების დედა და დეიდა იყვნენ. ამჟამად, ბავშვები უსაფრთხოდ, სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
1792130354
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კარგი ადამიანი არ არის, ვისთანაც გარიგების დადებაა შესაძლებელი. როგორც ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშ...
1792130251
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: არ შეიძლება ქვეყნის ოპოზიცია იყოს გაჯერებული იმგვარი პოლიტიკური პარტიებით, რომლებიც სავსეა მოღალატეებით
მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. საპარლამენტო უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“...
1792129361
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს უფრო ადრე შევასრულებთ, ვიდრე ეს გათვალისწინებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც გაეროს ეგიდით უკვე მე-17 ტარდება. მთავრობის მეთაუ...
1792127915
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება - ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე დღეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორის...
1792126388
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა. ირაკლი კობახიძე სესიის ფარგლებში ბ...


























