დონალდ ტრამპი: ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კარგი ადამიანი არ არის, ვისთანაც გარიგების დადებაა შესაძლებელი.
როგორც ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, ზელენსკი ამბობს, რომ მას შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის.
„ზელენსკი ჩვენთვის კარგი ადამიანი არ არის, ვისთანაც გარიგების დადებაა შესაძლებელი. ისინი [რუსები] ზელენსკისთან შეთანხმებას არ მიაღწევენ. მას შეთანხმება არ სურს. ამბობს, რომ სურს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს“, - განაცხადა ტრამპმა.
ინტერვიუში ტრამპი კონფლიქტის დაწყების მიზეზებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს მოხდა. როგორც ტრამპმა თქვა, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა რუსეთს ყირიმის დაპყრობის უფლება მისცა.
ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა, რომ არა 2020 წლის გაყალბებული აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ხელისუფლებაში ის დარჩებოდა და ომი უკრაინაში არ დაიწყებოდა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ერთმანეთი ეზიზღებათ. „და როდესაც ასეთი ხარისხის ზიზღი გაქვს, ძალიან რთულია რამის მიღწევა“, - დასძინა მან.
1792126388
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა. ირაკლი კობახიძე სესიის ფარგლებში ბ...
1792097721
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი, ზის ტელევიზიაში და პოლიტიკური პარტიის სახელით გველაპარაკება
„ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება. გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა. ის არის აგენტი, ზის ტელევიზიაში და პოლიტიკური პარტიის სახელით გველაპარაკება. აგენტი მელ...
1792096590
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე
„არის ციფრები, რასაც ვერავინ გაექცევა. მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა შეგვიძლია ვნახოთ დღის 11 საათზე და 4 საათში რასას [იუკნევიჩიენე] ფუჭი რეზოლუცია, სადაც აცხადებენ სააკაშვილს პოლიტპატიმრ...
1792094526
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის
„ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ...
1792093540
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ყველა მიჩვეულია, რომ ტრადიციულად ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
„ყველა მიჩვეულია, რომ, ტრადიციულად, უმრავლესობის სხდომა ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე, და როდესაც სხვა თარიღი დასახელდა, ამან მითქმა-მოთქმა გამოიწვია , - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო...



























