ლევან ჟორჟოლიანი: დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს უფრო ადრე შევასრულებთ, ვიდრე ეს გათვალისწინებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც გაეროს ეგიდით უკვე მე-17 ტარდება.

მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა ლიდერთა სამიტზე.

საქართველოს პრემიერი ერევანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. საქართველო გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას ჯერ კიდევ 1994 წელს შეუერთდა და შესაბამისად ქვეყანას აღებული აქვს კონკრეტული საერთაშორისო ვალდებულებები.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი აღნიშნავს, COP 17-ის სესიაზე ისაუბრებენ, როგორც საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს ეკონომიკის მკვეთრ ზრდაზე.

„პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება, სიტყვით მიმართოს პლენარულ სესიას, სადაც ისაუბრებს ბიომრავალფეროვნებაზე, ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე. ბიომრავალფეროვნება საქართველოს ისტორიაში, მის სოფლის მეურნეობის ტრადიციებში, ეს იქნება ხორბალი, ღვინო თუ ა.შ, ძალიან დიდ როლს თამაშობდა საუკუნეების განმავლობაში. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის დაცული ტერიტორიები, რომლებიც შეიქმნა ბოლო წლების განმავლობაში.

ჩვენ იმ საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს დაცულ ტერიტორიებთან მიმართებით უფრო ადრე შევასრულებთ, ვიდრე ეს გათვალისწინებულია, ასევე, ვისაუბრებთ ეკონომიკურ ზრდაზე, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს საკმაოდ შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792094526

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის

„ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ...

ირაკლი კირცხალია

1792093540

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ყველა მიჩვეულია, რომ ტრადიციულად ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა

„ყველა მიჩვეულია, რომ, ტრადიციულად, უმრავლესობის სხდომა ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე, და როდესაც სხვა თარიღი დასახელდა, ამან მითქმა-მოთქმა გამოიწვია , - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო...

ირაკლი კირცხალია

1792091717

ახალი ამბები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვი...

მთავარი არხის დირექტორი

1792089497

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლ...

პროკურატურა პროკურატურა

1792088757

ახალი ამბები

ვარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო

ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავლაბარში ხანძარი ლიკვიდირებულია