იტალიურმა უმსხვილესმა გამოცემამ, გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, ExclusiveTV-ს პროტესტის შემდეგ ბოდიში მოიხადა
რამდენიმე კვირის წინ, ჩვენს მკითხველს, ერთი ძალიან უსიამოვნო ფაქტის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. საუბარია, იტალიის ყველაზე მსხვილ სპორტულ გამოცემა Stadio-Corriere dello sport-ში დაბეჭდილ სტატიაზე, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეძღვნებოდა. სტატიაში მძიმე დეზინფორმაცია იყო გასული. კონკრეტულად კი, იკითხებოდა, რომ საქართველო არის "დიდი დედა რუსეთის ნაწილი, რომელიც ჯერ ისევ კრემლის ორბიტაზეა".
ჩვენ სასწრაფოდ გავუგზავნეთ აღნიშნულ სპორტული გამოცემის რედაქციას წერილი, სადაც შესაძლებლობის ფარგლებში დეტალურად ავუხსენით, რომ საქართველოს რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს დაიბრუნა 70-წლიანი კომუნისტური წყობის შემდეგ. მიმდინარე წელს კი იტალიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე ოფიციალურად აღნიშნეს.
წინა სტატიაში შეგპირდით, რომ აუცილებლად მოგახსენებდით, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები და რა პასუხს გაგვცემდა, აღნიშნული სპორტული გამოცემის რედაქცია. გამომცემლობიდან ამომწურავი პასუხი მივიღეთ. თავდაპირველად, დირექტორმა ივან ძაძარონიმ გვიპასუხა:
- ელექტრონულ ფოსტაზე მოსული პასუხი დასათაურებული იყო, შემდეგნაირად: ბოდიში
ძვირფასო ნინა, ვწუხვარ. ძალიან სერიოზული შეცდომაა, რომელსაც ვიმედოვნებ, რომ მალე გამოვასწორებთ, რადგან კორესპონდენტის გაგზავნას ვაპირებთ საქართველოში კვარას შესახებ მასალის მოსამზადებლად. ვრჩები თქვენს განკარგულებაში.
ივან ძაძარონი
დირექტორი
- იმავე დღეს, ბატონმა ძაძარონიმ მოგვაწოდა სტატიის ავტორის, ანდრეა ანტონიოლის პასუხი რედაქტორისადმი, სადაც ჟურნალისტი დეტალურად ხსნის სიტუაციას.
წერილიდან ჩანს, რომ ანტონიოლი შეწუხებულია შექმნილი უხერხული სიტუაციის და იმის გამო, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც სტატია გაზეთში დაიბეჭდა, საქართველოს დისკრიმინაცია მოხდა, რაც სრულებით არ ყოფილა მისი მიზანი, პირიქით, ის დეტალურად განიხილავდა რუსეთის იმპერიალისტურ და დამპყრობლურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მაგრამ როგორც ირკვევა, სტამბაში გაშვებამდე, მასალის შემოკლება მოხდა, რამაც სტატიის აღნიშნული ნაწილის შინაარსი სრულიად ააცდინა ძირითად კონტექსტს, მოხდა ტექსტის არასწორად ინტერპრეტირება და გამოვიდა ისე, რომ საქართველო დღემდე კრემლის ორბიტაზე იმყოფება. ჟურნალისტი ბოდიშს იხდის, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და მზადყოფნას გამოთქვამს გაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად.
ExclusiveTV მადლობას უხდის Corriere Dello Sport-ის რედაქციას რეაგირების, დაშვებული შეცდომის აღიარებისა და გამოსწორების მზაობისთვის. იმედია, საჯარო სივრცეშიც მალე ვიხილავთ უკვე კორექტირებულ ინფორმაციას.
სტატია მოამზადა ნინა მამუკაძემ
იტალია/ფლორენცია
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1793538014
ახალი ამბებილევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა
„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...
1793533138
მსოფლიოლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...
1793526713
ახალი ამბებისოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...































