რა სხვაობაა, ომის და პანდემიის მოტივით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობებს შორის - იტალია

დღეს, მაშინ როდესაც იტალიაში ერთ თვეში საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმებულიყო, ქვეყნის პრემიერმა გააკეთა განცხადება საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე 2022 წლის 31 დეკემბრამდე, მხოლოდ მოტივად რუსეთ-უკრაინის ომი დაასახელა.

ვნახოთ, რა სხვაობაა, ომის და პანდემიის მოტივით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობებს შორის.

საგანგებო მდგომარეობა პანდემიის გამო

ის გამოიყენება ბიუროკრატიული პროცედურების დასაჩქარებლად ვირუსთან ეფექტურად გამკლავებისთვის. იძლევა გარანტიას რომ ახალი განკარგულებები (მაგალითად, რეგიონების ფერის შეცვლა, ან ვაქცინაციის კამპანიის წარმოება) და დეკრეტები (სხვადასხვა შეზღუდვების დაწესება) მაქსიმალურად სწრაფად შევიდეს ძალაში და განხორციელდეს ეფექტურად.

პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში ფუნქციონირებს ტექნიკურ-სამეცნიერო კომიტეტი და კომისრის უწყება, რომელიც კონსულტაციებს უტარებს ხელისუფლებას და სიტუაციას კოორდინირებას უწევს. ასევე, კომისრის ინსტიტუტის უფლება-მოვალეობებში შედის ვაქცინაციის კამპანია, დოზების განაწილება და ადმინისტრირება ჰაბებში, აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

საგანგებო მდგომარეობა ომის გამო

რაც შეეხება მეორე ტიპის საგანგებო მდგომარეობას, ამ ეტაპზე, მოტივად უკრაინის ომი დასახელდა და ძირითად ეხება უკრაინაში დახმარების გაგზავნას და ნატოს აღმოსავლეთ ფრონტის გაძლიერებას. იტალიის მთავრობამ სპეციალური დადგენილების საშუალებით უკვე გასცა უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ განკარგულება.

გარდა ამისა, მზადყოფნაში მოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისების განყოფილება, რათა საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად დაეხმარონ საზღვარგარეთ მყოფ იტალიელებს და ასევე მზადყოფნაშია სამოქალაქო დაცვის სექტორი, იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინაში იმაზე მეტად დრამატული ჰუმანიტარული მდგომარეობა წარმოიშობა, ვიდრე მოცემულ მომენტშია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792848889

ახალი ამბები

სამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...

 გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი

1792845967

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი

1792843347

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა

„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...

გურამ მაჭარაშვილი

1792840742

ახალი ამბები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

1792838213

ახალი ამბები

პრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს

„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...

ირაკლი კობახიძე