როგორ შეგიძლიათ მიიღოთ პენსია იტალიაში და რა არის ამისთვის საჭირო?!
ამჯერად, ვისაუბრებთ იმ ტიპის პენსიაზე, რომელზეც ყველაზე მეტად აქვთ წვდომა ქართველ ემიგრანტებს, ეს არის სოციალური პენსია.
სოციალური პენსია ეს არის იგივე სოციალური დახმარება, რომელსაც იტალიის სახელმწიფო უზრუნველყოფს სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც მიაღწიეს 67 წლის ასაკს და რომლებსაც აქვთ შემოსავლისა და საცხოვრებელი პირობების რეკვიზიტები განაცხადის გასაკეთებლად აღნიშნული დახმარების მისაღებად.
მაშ ასე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ სოციალურ პენსიაზე წვდომა მიიღოთ?
- პირველი, ეს არის შემოსავლების რეკვიზიტი. იმისთვის, რომ სოციალური პენსია დაგენიშნოთ, თქვენი წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 5.983 ევროს.
- ასევე აუცილებელია გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის საბუთი.
- უნდა გქონდეთ 10 წლიანი მუდმივი ჩაწერა იტალიაში, შესაბამისად იტალიური პირადობის მოწმობაც.
სოციალური პენსიის სრული თანხა, ანუ მაქსიმუმი შეადგენს 460 ევროს (თუ განმცხადებელს შემოსავლები არ უფიქსირდება), დამატებული ასევე მეცამეტე, დეკემბრის თვეც.თუ პირს გარკვეული ტიპის შემოსავალი მაინც უფიქსირდება, თვიური თანხის ოდენობა კლებულობს.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ პენსიასთან ერთად, შეგიძლიათ მოითხოვოთ სხვადასხვა სახის სოციალური დახმარებები, რასაც იტალიის სახელმწიფო გვთავაზობს.
არის თუ არა იმის საშიშროება, რომ ერთხელ დანიშნული პენსია, რაღაც ეტაპზე, შეჩერდეს, ან გაუქმდეს?
დიახ, ეს შესაძლებელია. სოციალური პენსია შეიძლება შეჩერდეს, ან გაუქმდეს თუ თქვენ წლიური შემოსავალი იმაზე მეტი დაგიფიქსირდათ, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ იტალიის საზღვრის გარეთ ყოფნა, არ უნდა აღემატებოდეს 29 დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პენსიის შეჩერება მოხდეს რაც აღდგენადია.
სოციალური პენსიის მისაღებად, განაცხადი კეთდება INPS-ში (სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული სამსახური), ელექტრონული ფოპსტის PEC-ის საშუალებით. განაცხადის გასაკეთებლად დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ პროფკავშირების სამსახურებს და ფისკალური დახმარების ცენტრებს, იგივე CAF-ებს.
მაკა ხაჩოშვილი სპეციალურად ExclusiveTV-თვის ნეაპოლიდან
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























