რომი - ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება

რომი 2022 წლის აღდგომის დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, მსოფლიო დედაქალაქებს შორის. დედაქალაქი არასოდეს წყვეტს თავისი ხიბლის გამოვლენას და იტალიელების და უცხოელების ყველაზე საყვარელი ადგილია სააღდგომოდ. ის წელსაც რეიტინგის სათავეშია.

Holidu-მ, ევროპაში ერთ-ერთმა უდიდესმა საძიებო სისტემამ მონაცემების დამუშავების შედეგად, სააღდგომოდ, იტალიელების მიერ არჩეული ტოპ 30 ყველაზე პოპულარული მიმართულება გამოავლინა. კვლევამ აჩვენა, რომ იტალიელებმა ისევ იტალია არჩიეს დღესასწაულის გასატარებლად. გაირკვა, რომ შერჩეული 30 მიმართულებიდან, 26 იტალიურია და მხოლოდ 4 უცხოური. აღნიშნულ სიაში, ყველაზე მოთხოვნადი, რომია. ეს რაც შეეხება იტალიელების არჩევანს, მაგრამ  Covid-ის ეპოქაში, რომი მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული ქალაქების რეიტინგშიც ლიდერობს. დედაქალაქი შედის Euromonitor International-ის მიერ შექმნილი მსოფლიოს 100 საუკეთესო ტურისტული ქალაქის ცნობილი რეიტინგის ხუთეულში.

Covid-ის ეპოქაში შეიცვალა ტურისტული მიმართულებების არჩევის კრიტერიუმები და შესაბამისად მათი შეფასება. წელს, Euromonitor International-ის მიერ მსოფლიოს 100 საუკეთესო ქალაქის ცნობილ რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა შემდეგი: ინფრასტრუქტურა, მდგრადობა, ქალაქის ეკონომიკა, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი, პანდემიაზე რეაგირების ეფექტურობა. სწორედ ამ პარამეტრებით რომი მეხუთე ადგილზეა პარიზის, დუბაის, ამსტერდამის და მადრიდის შემდეგ.

Jetcost.it-ის მიხედვით, იტალიის დედაქალაქი ყველაზე მოთხოვნადია გერმანელ, ფრანგ, ესპანელ, ჰოლანდიელ და პორტუგალიელ მოგზაურებს შორის და მეორე ადგილზეა  ბრიტანელებს შორის.

დოდუკა ბრატულიჩი სპეციალურად ExclusiveTV-თვის რომიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე

1791387329

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა.  აღსანი...

ტატო გრიგალაშვილი