“საუკუნის გარიგებაა, ისევე როგორც თავის დროზე, დიეგოს შემთხვევაში მოხდა, რომელშიც ნაპოლიმ 13 მილიარდი ძველი ლირა გადაიხადა” - რას ამბობს იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას შესახებ

ბოლო დროს, სულ უფრო ნაკლებად გაიგებთ ნეაპოლელების პროტესტს, როდესაც "ნაპოლის" ორი ვარსკვლავის, მარადონას და კვარაცხელიას ერთმანეთთან შედარება ხდება. მოგეხსენებათ, დიეგო არმანდო მარადონა ნეაპოლში ფაქტობრივად წმინდანად არის შერაცხილი და შესაბამისად ხელშეუხებელია, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ამ შედარებას უკვე თითქმის აღარავინ აპროტესტებს. სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ Sportitalia TV-ის ჟურნალისტ მანუელ პარლატოს, თუმცა, აქვე დავსძენ, რომელ გრანდსაც არ უნდა ვადარებდეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს და მათგან გამორჩეულად ხვიჩას, თავისი გზა აქვს და მისი უნარებიდან გამომდინარე, თავის, ინდივიდუალურ სახელს დაიმკვიდრებს, მსოფლიო ფეხბურთში.

- მართალია, რომ ნეაპოლელები რეალურად მოიაზრებენ კვარაცხელიას როგორც მეორე მარადონას?

- საკუთარი თვალით მაქვს ნანახი მარადონას თამაშები, ნანახი მაქვს როგორ მოიგო ორი "სკუდეტო". ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" მარადონა ჰყავდა.
ასეთი ტალანტი, ასეთი თამაში სან-პაოლო - მარადონაზე არასდროს გვინახავს. 

კვარაცხელია ნეაპოლელებს მისი თავმდაბლობის გამოც მოსწონთ. მოთამაშეა რომელიც მაშინვე ადაპტირდა, ნეაპოლელების მენტალიტეტთან.

- ანუ გადაჭარბებული არ არის კვარაცხელიას მარადონასთან შედარება?

- არანაირად, პირიქით. ვფიქრობ, რომ მცირე დროში, ერთ-ორ წელში მსოფლიოს საუკეთესო სამეულში ვიხილავთ. პატარა მესია, რომელიც "ნაპოლიმ" სულ რაღაც 10 მილიონად მოიპოვა. ეს არის საუკუნის გარიგება, ისევე როგორც თავის დროზე, დიეგოს შემთხვევაში მოხდა, რომელშიც ნაპოლიმ 13 მილიარდი ძველი ლირა გადაიხადა.

ახლა, კვარაცხელიას ღირებულება უსაზღვროა, შესაძლოა ღირდეს 200-250 მილიონი ევრო, მაგრამ ნეაპოლელების და ჩვენი დიდი სურვილია, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს "ნაპოლიში", სკუდეტოს მოსაგებად და არამარტო, "ნაპოლი" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ბოლოშიც გავიდეს.

და დიახ, ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთელი ისეთივეა როგორც მარადონა იყო თავის დროზე. გუნდის ფენომენი ის იყო, მაგრამ ასევე იყვნენ სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიც, როგორც მაგ: ჯორდანო, კარნევალე, კარეკა და სხვ.

კვარაცხელია ამ მომენტისთვის დღევანდელი ნაპოლის ნამდვილი ლიდერია და რამდენიმე თვეში-წელში ის მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იქნება.

ნინა მამუკაძე

სპეციალურად იტალიიდან

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 "ნაპოლის" მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის პასუხი, ქართველი ჟურნალისტი კითხვაზე

🔵 რიგში მდგომი რამდენიმე ადამიანი, ერთდროულად გაიწია და პატივისცემის ნიშნად, ქართველებს გზა დაუთმეს - ExclusiveTV-ის რეპორტაჟი ემპოლი-ნაპოლის მატჩიდან

🔵 “კრემონეზეს” ქართველი ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი FIFA-მ დააჯილდოვა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736936517

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული

„ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმ...

შალვა პაპუაშვილი

1736935940

სპორტი

იტალიელი ჟურნალისტი: ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკაში აზრს ვერ ვხედავ, ძალიან იოლია ვინმეს მხრიდან ღალატზე ისაუბროთ, რას გააკეთებდი მის ადგილას?

იტალიელი ჟურნალისტი ლიბერატო ფერარა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ წასვლას გამოეხმაურა და დაწერა, რომ ნეაპოლელი ქომაგების მიერ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს არ ეთანხმება. „კვარაცხელიას წინ...

ხვიჩა კვარაცხელია

1736932243

ახალი ამბები

წვიმა, თოვლი და ქარბუქი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. 16 და 17 იანვარს მოსალოდნელია უმეტე...

ზოგადი

1736930338

ახალი ამბები

2024 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 5.1 მილიონს მიაღწია

2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 9%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ 0.2% შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ერო...

ტურისტული ვიზიტები

1736928290

ახალი ამბები

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში თანამშრომელთა ხელფასი იზრდება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული 13 500-მდე მოქალაქისთვის, საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, თითოეული საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 125 ლა...

საბავშვო ბაღებში თანამშრომელთა ხელფასი იზრდება