სერჯო მატარელა 80 წლის ასაკში იტალიის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა

დღეს იტალიის პარლამენტმა, მერვე ცდაზე იტალიის პრეზიდენტი აირჩია. 759 ხმით (983 ხმიდან) იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა გახდა, მეორე ვადით. 

მართალია, მან ხმების რეკორდი ვერ მოხსნა, რომელიც ქვეყნის რიგით მეორე პრეზიდენტს, პერტინის ეკუთვნის (832 ხმა), მაგრამ შედეგი მაინც შთამბეჭდავია. 

პირველ ჯერზე, 2015 წელს, ის 665 ხმით გახდა პრეზიდენტი.

როგორც კი ხმების რაოდენობამ ქვორუმს გადააჭარბა, რომელიც 505 ხმა გახლდათ, დარბაზში რამდენიმეწუთიანი უწყვეტი ტაში გაისმა. 

"სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ პატივს ვცემ პარლამენტის გადაწყვეტილებას," - განაცხადა მატარელამ, როდესაც მისი კანდიდატურა შეარჩიეს.

სერჯო მატარელა - დაიბადა 1941 წლის 23 ივლისს, პალერმოში. ყოფილი პარლამენტარი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, განათლების ყოფილი მინისტრი, იურისტი, აკადემიკოსი, იტალიის რიგით მე-12 და ამჯერად უკვე მე-13 პრეზიდენტი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791813382

საზოგადოება

პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „იუსტიციის სამინისტროს გენერალურ...

პროკურატურა

1791812698

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. რო...

ირაკლი კობახიძე

1791812228

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი - ჩვენი სურვილიც არის, რომ ევროკავშირთან გვქონდეს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი

„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობა“, - ამის შესახებ ს...

ნიკოლოზ სამხარაძე

1791811110

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, რადგან საქართველომ უარი განაცხადა, იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრიუსელის მხრიდან დეზინფორმაცია, სიცრუე, ბრალდებები იმიტომ დაიწყო, რომ უარი განვაცხადეთ, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...

ლევან მაჭავარიანი

1791810700

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი