ბედისწერის რიცხვის გამოთვლა, რომელიც დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში, წარმატებისა და იღბლის მოზიდვაში

ვაგრძელებთ ნუმეროლოგიაზე საუბარს...

დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ბედისწერის რიცხვს, რომელიც დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში, წარმატებისა და იღბლის მოზიდვაში. მისი გამოთვლა ნუმეროლოგიაში საბაზისოა და მარტივი.

ამისათვის დაგჭირდებათ თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ის ნაწილი, სადაც თქვენი სახელი და გვარი ლათინურად არის მოცემული.
მაგ: თუ თქვენ ხართ გიორგი გიორგაშვილი და პირადობაში გიწერიათ -Giorgi giorgashvili ლათინურად,თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს მოცემულობა ,იმისთვის, რომ გაიგოთ თქვენი ბედისწერის რიცხვი. რაც შეეხება თუ პირადობის მოწმობაში გაქვთ ორი სახელი(middle name), მაგ: ana-maria giorgadze, თქვენ იყენებთ ორივე სახელს და რა თქმა უნდა გვარს.
თითოეული ლათინური ასო-ბგერის შესატყვისი ციფრი მოცემული გაქვთ ცხრილში. მე დღეს ვისარგებლებ მაგალითებით, რათა თვალსაჩინოდ აგიხსნათ,როგორ უნდა გამოითვალოთ თქვენი ბედისწერის რიცხვი.

მაშასადამე, წერთ ლათინურად თქვენს სახელსა და გვარს(მეორე სახელის არსებობის შემთხვევაში მეორე სახელსაც) ქვეშ თითოეულ ასოს დაუწერეთ შესაბამისი ციფრი მოცემული ცხრილიდან.
GIORGI GIORGASHVILI
796979 796971184939
ჯერ შეკრიბეთ სახელის ციფრები და დაიყვანეთ ერთეულამდე. თუ ჯამში მიიღებთ 11,22 ან 33-ს არ არის საჭირო ერთეულამდე დაყვანა,რადგან ეს რიცხვები განსაკუთრებულ რიცხვებად ითვლება.
7+9+6+9+7+9=47=4+7=11 (აღარ ვკრებთ და ვტოვებთ ისე,როგორც არის)
ანალოგიურად უნდა შეკრიბოთ ცალკე გვარის შესაბამისი ციფრები და კრიბოთ მანამ სანამ არ დაიყვანთ ერთეულამდე. თუმცა აქაც თუ 11,22 ან 33 დაემთხვა შეკრების დროს ჯამში,არ დაიყვანოთ ერთეულებამდე.
7+9+6+9+7+1+1+8+4+9+3+9=73=7+3=10=1+0=1 (როგორც ხედავთ შევკრიბეთ მანამ,სანამ არ მივიღეთ ერთეულიანი პასუხი)
(ვისაც მეორე სახელი გაქვთ ცალკე შეკრიბეთ მეორე სახელის შესაბამისი ციფრები იგივე მეთოდით)
სობოლოოდ მიღებული ციფრები სახელიდან და გვარიდან უნდა მიუმატოთ ერთმანეთს და ასევე დაიყვანოთ ერთეულამდე თუ ჯამში არ მიიღებთ 11,22 ან 33-ს.
11+1=12=1+2=3 (ამ სახელისთვის ბედისწერის რიცხვი არის 3)

ახლა კი გამოთვალეთ ამავე მეთოდით თქვენი ბედისწერის რიცხვი და იხილეთ პასუხები ქვემოთ:

1- თქვენ ხართ ბუნებით ლიდერი, ამბიციური. მიისწრაფვით იდეალიზმისკენ. თქვენ მუდამ შეპყრობილი იქნებით განვითარების სურვილით, გჭირდებათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა, როგორც პიროვნულ, ასევე მატერიალურ საკითხებში. იყავით ფრთხილად, რათა თქვენმა პერფექციონისტურმა ბუნებამ ხელი არ შეგიშალოთ სხვადასხვა საქმეებში და განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში.

2- მეგობრული, ინტუიციური პიროვნება ხართ. მგრძნობიარე, სენსიტიური სულით. კარგად გამოგდით მუშაობა და თანამშრომლობა ადამიანებთან, ჯგუფური მუშაობისას აღწევთ წარმატებებს. არ იყოთ ბოლომდე გულღია და ნუ ენდობით ყველას, რადგან შესაძლოა თქვენმა გახსნილმა შინაგანმა სამყარომ გული გატკინოთ. ამიტომ შეიქმენით გარკვეული საზღვრები, სადაც თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობთ.

3 - თქვენ გაქვთ ძლიერი შთაგონება, გამომხატველობა და გამოირჩევით ენერგიულობით. შეგიძლიათ მარტივად აუმაღლოთ სხვებს განწყობა ნებისმიერ სოციალურ სიტუაციაში. სხვა მხრივ, თქვენი კრეატიულობა და შთაგონება იმდენად თქვენებურია, შესაძლოა გარკვეულ ჩარჩოებსა და წესებში მოქცევა გაგიჭირდეთ. ამიტომ აკონტროლეთ ეს ყოველივე, რათა არ შეუქმნათ პრობლემები საკუთარ თავს. ზოგჯერ სიჯიუტე კარგი შედეგების მომტანი არ არის.

4 - თქვენ გაქვთ მახვილი თვალი, კარგად ამჩნევთ პრობლემებს და მათი გადაჭრის არაჩვეულებრივი უნარ-ჩვევებიც გაქვთ. პირველ რიგში რაც უნდა აკონტროლოთ არის თქვენი დამყოლობისა და სიჯიუტის ბალანსი. უნდა შეძლოთ პატიება და ალტერნატიული გზების მოძებმა.

5 - თქვენ გიყვართ თავგადასავლები, თავისუფლება, გამოცდილების მიღება, რაც თქვენს ინტერესებს დააკმაყოფილებს. არაჩვეულებრივი კომუნიკაბელური უნარებით გამოირჩევით, რაც უამრავ უამრავ შესაძლებლობას გაძლევთ მიაღწიოთ წარმატებას ნებისმიერ სფეროში. თუმცა საჭიროა თვითდისციპლინაზე მუშაობა, თუ გსურთ რომ მაქსიმუმს მიაღწიოთ.

6 - ამ ციფრის პატრონებს ძლიერი პასუხისმგებლობა, თავდადება და სიყვარულის უნარი გააჩნია. გამოგივათ ადამიანების დარიგება, დამოძღვრა და შესაბამისი პროფესიებიც კი. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენს მოთხოვნილებებზე და სურვილებზე შეიძლება უარის თქმა გიწევდეთ, ამიტომ უნდა იზრუნოთ და იფიქროთ საკუთარ თავზე.

7 - თქვენ ცოდნის წყურვილით გამოირჩევით. გაქვთ ნიჭი ინფორმაციის სწორი ანალიზისა, რაც ზედგამოჭრილია ხალხისთვის, ვისაც აქვს მეცნიერებისა და ტექნოლოგიური სფეროებისკენ მიდრეკილება. არ მისცეთ თქვენს შინაგან სამყაროს საშუალება, რომ მოგწყვიტოთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობას.

8 - არ არსებობს მიზანი, რომელსაც ვერ გასწვდება თქვენი შესაძლებლობები და ენერგია. საკმარისია კარგად განსაზღვროთ სიტუაცია, შედეგების მიღწევა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. შესაძლოა მატერიალური კეთილდღეობა დიდ ინტერესს წარმოადგენდეს თქვენთვის, თუმცა რეალურად სულიერი ცოდნა და სულიერი პროგრესი დაგეხმარებათ როგორც მატერიალური, ისე სხვა ნებისმიერი ტიპის პრობლემის გადაჭრაში.

9 - იდეალისტი ხართ. ბევრ შანსს არ უტოვებთ სხვებს და მუდამ უკეთესისკენ მიილტვით. მთავარი რაზედაც ყურადღება უნდა გაამახვილოთ არის თვითრწმენის გაძლიერება. ემოციები სწორად უნდა გამოხატოთ, იყავით გაბედული. ნუ შეგეშინდებათ თქვენი გრძნობების გამოხატვის შემდეგ, ხალხის რეაქციის ან უკუკავშირის.

11 - თქვენ გაქვთ დიდი ძალა,თუმცა შესაძლოა ამის შესახებ არ იცოდეთ,ან უბრალოდ სხვაგვარად აღიქვამდეთ ამ ყველაფერს. სამყაროსთან ბალანსში იმყოფებით, კარგი სულიერი შესაძლებლობები გაქვთ, თუმცა ზოგჯერ საჭიროა მიწაზე დაეშვათ და დაამიწოთ საკუთარი თავი. დამიწებისთვის სცადეთ ‘’Grounding meditation’’ ან გაატარეთ დრო საკუთარ თავთან ამ ყველაფერზე ფიქრში.

22 - მეოცნებე ხართ, საოცარი წარმოსახვით. არ გახასიათებთ განკითხვა, რაც სხვებს კარგად განაწყობს თქვენს მიმართ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეცვალოთ სამყარო. არ გაწყენდათ რისკიანობა და კომფორტის ზონის დატოვება.

33 - ამ რიცხვის პატრონებს ხშირად მასწავლებლებს უწოდებენ. თქვენ შეგიძლიათ თქვენი შინაგანი სიბრძნით გაანათლოთ ხალხი და გაუზიაროთ ცოდნა,რაც მათ დაეხმარებათ. გახასიათებთ თავდადება. ხალხის დახმარებასთან ერთად, მათი განადგურების დიდი პოტენციალიც გაქვთ, ამიტომაც გამოიყენეთ ეს ნიჭი ჭკვიანურად.

rod #გრიმუარი #ნუმეროლოგია

წყარო: Rod

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744961567

ახალი ამბები

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.   საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა დ...

თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა

1744960486

მსოფლიო

ნეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა - არიან დაღუპულები

სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, საბაგირო გზაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ, როდესაც ბაგირზე სავალით 20-ზე მეტი მგზავრი სარგებლობდა, სალონის დამ...

ნეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა

1744958822

ახალი ამბები

დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია

ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია 2012 წელს იხსენებს, როდესაც ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა და დაიწყო საპროტესტო აქცია, ხოლო დოის სააკაშვილის ჯალათები იცავ...

დაჩი ცაგურია

1744958047

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას

„რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა...

ვლადიმერ ბოჟაძე

1744956549

საზოგადოება

დღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება,...

წითელი პარასკევია