ექიმი: ყელის ტკივილის არ უნდა შეგეშინდეთ, რომ დაგახრჩობთ... როგორც წესი ეს მთავრდება კატარალური მოვლენებით
ოტორინოლარინგოლოგმა მიშა ხუჯაძემ ომიკრონის დროს ყელის ტკივილისა და მისი მკურნალობის შესახებ "რუსთავი2"-ის ეთერში ისაუბრა:
„ყელის ტკივილის არ უნდა შეგეშინდეთ, რომ დაგახრჩობთ.
როგორც წესი ეს მთავრდება კატარალური მოვლენებით, ეს არის ტკივილი, ყლაპვის პრობლემები, სასაზე ისეთი გრძნობა, რომ გგონია, დაიხრჩობი, თუმცა არ დაიხრჩობი.
არის წყალბადის ზეჟანგი, გლიცერინის სავლებები, გვირილა და ა.შ. ხალხური მეთოდებიც ძალიან კარგია. მთავარია არ შეგეშალოთ დოზირება.
სოდას ზედმეტი კონცენტრაცია არ უნდა ჰქონდეს.
სოდა ცოტათი აშრობს ყელს.
გვირილა, ხახვი კი ბატონო, მაგრამ კონცენტრაცია უნდა იყოს დაცული.
სოდასთან და მარილთან ცოტა ფრთხილად იყავით, ამას სჯობს აფთიაქში იყიდოთ სავლები, ან სწორი დოზირება ისწავლეთ.
ვირუსი მოქმედებს ლორწოვან გარსზე და არა ლორწოს ქვეშა სივრცეებზე.
ანგინის დროს, აბსცესის დროს იქ არის ჩირქგროვა, აქ როგორც წესი, მარტო ლორწოვანის პრობლემაა და ეს იწვევს საშინელ ტკივილს, ჩახეხვას, მაგრამ არ არის საშიში, რომ დაგახრჩოთ, არ არის საშიში, რომ ჩირქი სადღაც ქვემოთ წავიდეს კისერში.
ეს არის ვირუსული ეტაპი და შემდეგ გადის ეს სიმპტომები და ყველაფერი ალაგდება.
წყალს გერჩივნოთ წყალბადის ზეჟანგი, ოღონდ არა 3%-იანი, არამედ ყელის გამოსავლები 1%-იანი.
თუ მასში გარეულია გლიცერინი, ძალიან შველის.
დღეში 5-ჯერ 6-ჯერ გამოივლეთ“, – განაცხადა მიშა ხუჯაძემ.
სიახლეები ამაზე თემაზე:
🔳 კულუმბეგოვი: თუ ინფიცირება მინიმუმამდე არ ჩამოვა, ყოველთვის რჩება შანსი ახალი მუტაციის აღმოცენების
1787929899
ახალი ამბებისაქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას“, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე. ის საქართ...
1787928266
ახალი ამბებისოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა - ორი პირის მდგომარეობა მძიმეა
კახეთში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 70 წლამდე კაცი გარდაიცვალა. მასთან ერთად მოწამლულია კიდევ ორი პირი, რომელთა მდგომარეობაც არსებული ინფორმაციით, მძიმეა. შემთხვევა თელავის სოფელ აკურაში მოხდა. მომხდ...
1787927485
საზოგადოებალევან მახაშვილი პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლაზე: დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული
დასანანი იყო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს ქვეყნისთვის და გუნდისთვის გაკეთებული, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან...
1787925812
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული 10-წლიანი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე - რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან მისი წასვლა დანაკლისია
„პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, „მამუკა მდი...
1787923715
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი აქტივისტის რუსეთში სტუმრობაზე: საუბრობენ, თითქოს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზედაც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით
ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზედაც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა....




























