“ყელის ტკივილისთვის ყველაზე ეფექტურ გზას გასწავლით, რომელიც მედიკამენტებზე მეტად დაგეხმარებათ” – გიორგი ღოღობერიძე
ომიკრონით ავადობისას ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი და შემაწუხებელი სიმპტომი ყელის ტკივილია, რომელსაც მედიკამენტები ძნელად აყუჩებს. თუ ყელის ტკივილის დროს იღებთ მედიკამენტებს და შედეგი არ გაქვთ, ექიმი გიორგი ღოღობერიძე გირჩევთ, როგორ უნდა მოაგვაროთ პრობლემა მარტივად, სახლის პირობებში:
- ომიკრონის შემთხვევაში ყელის ტკივილი 10 ადამიანიდან 7-ს აქვს. ომიკრონის 5 ძირითადი ნიშანი გულისხმობს: ყელის ტკივილს, სურდოს, თავის ტკივილს, ცემინებასა და დაღლილობას. როგორც კი ყელი გამოშრება, ავტომატურად დაიწყება ფხაჭნა, გამოხატული ტკივილი ყლაპვის, საუბრის დროს. რომც არ იმკურნალოთ, ყელის ტკივილი 2-დან 7 დღემდე ვადაში თავისითაც ალაგდება.
ყელის ტკივილის მართვის ყველაზე ეფექტური გზას გასწავლით, რომელიც უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე მედიკამენტები. ესენიც მუშაობენ, მაგრამ რატომ უნდა დახარჯოთ ფული იმაში, რისი მოგვარებაც უფრო მარტივად შეგიძლიათ. თუ გინდათ, რომ ყელის ტკივილი მოაგვაროთ, ყველაზე სწრაფი გზა მარილიანი თბილი წყლის სავლებია. აიღეთ 240 მლ თბილი წყალი. არ შეიძლება ცხელი, რადგან ის კიდევ უფრო გატკენთ ყელს. ასევე, არც ცივია რეკომენდებული. თბილ წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი სუფრის მარილი, კარგად მოურიეთ და გამოივლეთ 15 წამის განმავლობაში ძალიან კარგად. ოღონდ, ეს წყალი არ გადაყლაპოთ. ეს გაიმეორეთ დაახლოებით ყოველ 1-2 საათში. ჩვენთან ზოგიერთი იყენებს სოდას. მისი გამოყენებაც შეიძლება, ამ შემთხვევაში ტუტე ხსნარი მიიღება, მაგრამ სჯობს, მარილიანი გამოიყენოთ. ის ნამდვილად სანდოა. გარდა მარილიანი
თბილი წყლისა, ასევე ყელის ტკივილის მართვა ორი მედიკამენტით ხდება: პარაცეტამოლით და იბუპროფენით (6 თვის ასაკის ზევით). ეს წამლები ერთჯერადად არ უნდა მიიღოთ, ისინი ყოველ 4-6 საათში უნდა გამოიყენოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ 18 წლამდე ასპირინის გამოყენება არ შეიძლება.
ამავდროულად, მიიღეთ ძალიან ბევრი სითხე. იმიტომ, რომ როდესაც ანთებაა და ტემპერატურა იზრდება, უფრო მეტ წყალს აორთქლებთ, ავტომატურად ყელის ტკივილიც იზრდება. ამიტომ, სითხეების, თაფლიანი წყლის მიღება სასურველია.
ყელის ტკივილის მართვის დროს შესაძლოა ექიმმა გამოიყენოს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ადგილობრივი ანტისეპტიკურები, ადგილობრივი ანტიბიოტიკები, ოღონდ მათი გამოყენება ომიკრონის დროს არ ღირს. მარილიანი თბილი წყალი უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე ეს საშუალებები.
როცა ყელი გტკივათ, აუცილებლად მოერიდეთ საუბარს, თამბაქოს კვამლს, ცხელ ან ცივ საკვებს, უხეშ საკვებს, ცხარესა და მჟავეს და კონდიციონერიან ოთახს იმიტომ, რომ ის ჰაერს აშრობს და მშრალი ჰაერი ყელის ტკივილს კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ.
თუ გაწუხებთ ყელის ტკივილი და თან გაქვთ სუნთქვის გაძნელება, ყლაპვის გაძნელება, სისხლიანი ნერწყვი, გამოხატული ნერწყვდენა, სახსრების ტკივილი, გამონაყარი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ ბავშვს ყელი სტკივა და თან აქვს სახსრების ტკივილი ან გამონაყარი, ეს შეიძლება სტრეპტოკოკული ტონზილიტის ნიშნები იყოს, რაც შესაძლოა მერე მწვავე რევმატული ცხელებით გართულდეს.
წყარო: mshoblebi.ge
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მადლობელი ვარ - უკრაინის პრეზიდენტის სამადლობელი წერილი სალომე ზურაბიშვილს ქართულად
🔵
1791793758
ახალი ამბები🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები
ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...
1791792836
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის
„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...
1791791295
საზოგადოება12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...
1791790659
ახალი ამბებიამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...
1791789581
ახალი ამბებიძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა - დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი
ძამას ხეობაში ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ავტოსაგზაო შემთხვევა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონ...


























