"იწვის მეჩეთები, მსოფლიოში ყველაფერი აირევა, რუსეთის ახალგაზრდობა თავისი ქმედებებით ფაშისტებს გაასწრებს" - ლელა კაკულია
ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას, 5 წლის წინ ნაწინასწარმეტყველები მოვლენები:
"ახალი სიტყვა:
რუსეთ–უკრაინის ომი ახალ ფაზაში შევა მომავალში.
უკრაინის მთავრობა შეიცვლება.
მოდიან ახალი პოლიტიკოსები, ბანდერელები — სტეპან ბანდერას მიმდევრები.
მათ შეჩერებას ვერავინ შეძლებს.
რუსეთის მთავრობა აყვირდება, უკრაინის პოლიტიკაში ფაშისტები მოდიანო.
ეს იქნება ძალიან სერიოზული განაცხადი, მაგრამ ვერაფერს გააწყობენ. აქედან დაიწყება ყველაფერი.
უკრაინელების ლოზუნგები რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ისინი არაფერს მოერიდებიან. მხოლოდ საკუთარ კანონებს ცნობენ და აღასრულებენ.
მათი მოქმედებები კონტროლს არ დაექვემდებარება. ანუ არც ევროპისა და არც ამერიკის, ასე ვთქვათ, მოთხოვნებს, არ დაემორჩილებიან.
ვხედავ, უკრაინაში რუსულ პროპაგანდას დიდი მარცხი ელის, ჟურნალისტებს დევნას დაუწყებენ.
უკრაინაში მათი ადგილი არ იქნება.
მოკლედ, უკრაინის ახალი მთავრობა დიდ სიურპრიზებს მოამზადებს, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, მსოფლიოს პოლიტიკას ძალიან დაძაბავს. და რას იზამს ხალხი? ხალხი ბანდერელების მხარეს დადგება.
მათ მოეწონებათ ახალი მთავრობის შემადგენლობა და მათ ყველა პოლიტიკურ ნაბიჯს მიესალმება.
მთავრობას ოპოზიცია თითქმის არ ეყოლება.
უკრაინის ახალი მთავრობის წევრები ასევე ძალიან განათლებულები იქნებიან, თამაშის ყველა წესი ეცოდინებათ პოლიტიკაში და უფრო მეტიც, საკუთარი წესებით ითამაშებენ, ყველასა და ყველაფერს უკრაინის ინტერესებს დაუქვემდებარებენ.
2016 წელი, 24 მაისი.
ვხედავ, კიდევ უფრო დაიძაბება ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და რუსეთის ურთიერთობები. აქ ნატოს ფაქტორი ითამაშებს თავის როლს.
რუსეთს აქვს პრეტენზიები, რომლებსაც ევროპა არც კი გაითვალისწინებს.
მათი კოზირი არის ნატო და მის მიერ რუსეთ–ევროპის საზღვრებზე განლაგებული შეიარაღება.
რომ არა ეს ფაქტორი, ბერლინის კედელი რუსეთს უკვე აღდგენილი ექნებოდა.რუსული პოლიტიკა — ეს არის ოკუპაცია და ომები.
მათი დევიზია „დაიპყარი და იმეფე!“ ამის დასტურად უამრავი მაგალითი არსებობს. ასე ცდილობს რუსეთი, არ დაკარგოს მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყნის სტატუსი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამ თითქმის ბოლომდე გაანადგურა.დღეს რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი იგივე მეთოდებით, როგორითაც წარსულში შეიქმნა — ანუ ოკუპაციითა და ომებით.
მაგრამ ეს არ მოხდება.
დღეს საქართველო რუსეთისთვის უკვე დაკარგულია, მაგრამ რუსეთს ამის აღიარება არ სურს.
კრემლი თითქოს ისედაც არ ეგუება ყველაფერს, მაგრამ საქართველოს დაკარგვასთან შეგუება მართლა უჭირს.
მაგრამ კოსმოსი არ დაუშვებს საქართველოს რუსეთის ფედერაციისთვის მიერთებას.
ქართველები ვერ და არ იქნებიან რუსების მონები.
პირიქით, საქართველო თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა გახდება მომავალში, ძლიერი ჯარითა და ძლიერი შეიარაღებით ზღვასა თუ ხმელეთზე. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს არასდროს აღარ დაემუქრება საფრთხე.
ეს თითქოს ქაოსია, მაგრამ პირიქით, მსოფლიო დალაგდება, რათა ქაოსი და არეულობა აიცილონ.
დიახ, სახელმწიფოები დალაგდებიან, მსოფლიო პოლიტიკაც ჩვეულ რიტმში ჩადგება, მაგრამ ბუნება კვლავ იბობოქრებს.
მოხდება კატაკლიზმები, დიდი მიწისძვრები, ისევ ამოხეთქავს ვულკანები.
ვხედავ აბობოქრებულ ოკეანეს, ცუნამები გადაუვლის ბევრ ქვეყანას. ევროპა დაიტბორება. ამხელა წყლის მასა საიდან წამოვა, ვერც წარმოიდგენენ და ვერც გაიგებენ.რუსეთის ტრამალებს ისევ დიდი ცეცხლი მოეკიდება. ფრთხილად!!!
მთელი პურის მოსავალი ჩაიწვება.
ეს დიდი კატასტროფა იქნება.
ვხედავ დიდ წყალდიდობებსაც.
ბუნება არავის და არაფერს დაინდობს.ბოლივიაში ქიმიური ლაბორატორიიდან ქიმიური ნივთიერების გაჟონვას ვხედავ.
ეს ძალზე საშიშია. შედეგი არ დააყოვნებს: მომწამლავი ნივთიერება გამოიწვევს დაავადებებს, რომლებიც მსოფლიოს ააფორიაქებს.
ვხედავ ტერაქტები გრძელდება, ახლო აღმოსავლეთი ისევ ომობს.
თუმცა მალე „ისლამური სახელმწიფო“ აღარ იარსებებს.
ვხედავ, ლტოლვილებს არცერთი ქვეყანა აღარ მიიღებს.
განსაკუთრებით, გერმანია, სადაც მოსახლეობა მიტინგებს გაუმართავს მთავრობას. მოხდება დიდი ცვლილებები. მომავალში კანონმდებლობაში შეიტანენ ცვლილებებს, რომლებიც მიგრანტებს შეეხება. ეს ქვეყნის გადარჩენას ნიშნავს. სხვა გზა არ იქნება.
2016 წელი, 29 მაისი:
რუსეთი ძალიან ინანებს, რომ გაათავისუფლა მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო.
იგი უკრაინამ გმირად შერაცხა და მალე მთელი ქვეყანა მხარში ამოუდგება იმ იმედით, რომ იგი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებს.
ამაში მას მთელი უკრაინა აჰყვება. ეს ყველაფერი ზუსტად ასრულდება. უკრაინა ბრძოლას განაგრძობს და არც შეჩერდება.
ქვეყანა, რა თქმა უნდა, იბრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.
საჭირო იყო გმირი და ეს გმირიც გამოჩნდა!
ვხედავ, თითქოს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც უერთდება სავჩენკოს, ერთ გუნდად მოიაზრებიან მომავალში.
ისინი იმდენად უხერხულ და რთულ მდგომარეობაში ჩააგდებენ რუსეთს, რომ მის პრეზიდენტს თავბედს აწყევლინებენ.
რა თქმა უნდა, ეს ამერიკისა და ევროპის პოლიტიკაში დადებით როლს ითამაშებს.
ვხედავ, რუსეთ–უკრაინის ომი ვერ მთავრდება, იგი თითქოს უვადოდ გრძელდება. ქალი-პოლიტიკოსი დიდ პრობლემებს შეუქმნის ყველას.
იგი საშინლად უმართავი გახდება — უკრაინისთვისაც!
თუმცა, უკრაინელი ხალხი მის ყველა ქმედებას მხარს დაუჭერს და მის პოლიტიკას მიესალმება. რუსეთის ანალიზი უკრაინასთან დაკავშირებით არ გამართლდება.
რუსეთი ჯეროვნად ვერ შეაფასებს ამ ახალგაზრდა გმირ მფრინავ ქალს. იგი რუსეთს დიდ პრობლემებს შეუქმნის. ვიმეორებ:
ეს ახალგაზრდა მთელ უკრაინას აიყოლიებს და ამ პროცესებს ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს.
ქართულ პოლიტიკაში, ვხედავ, დიდი ცვლილებები იქნება, რაც ყველას გააოგნებს.
არეული და მიუღებელი იქნება ეს ყოველივე ხალხისთვისაც. მოდიან, ანუ პოლიტიკაში ბრუნდებიან ის სახეები, ვისი დანახვაც არ სურს მთელ საქართველოს.
ამის პარალელურად ახალგაზრდები, ასე ვთქვათ, ფრონტის წინა ხაზზე განლაგდებიან და „პენსიონერ“ პოლიტიკოსებს ბრძოლას გაუმართავენ.
ისინი არ შეჩერდებიან.
ვხედავ, ევროპა ერთ მუშტად შეიკვრება. დაიწყება ევროპის დასუფთავება-დალაგება.
ამერიკა ძალას არ დაიშურებს, როგორც ყოველთვის, რათა დაეხმაროს ევროპას, განსაკუთრებით, სამხედრო ხაზით. ამაზე რუსეთის პრეზიდენტი ძალიან გაცოფდება, მაგრამ ვერაფერსაც ვერ მოიმოქმედებს.
იგი ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდება. გადადგას რაიმე ნაბიჯი და ომი დაიწყოს, რისი მომხრეცაა იგი მუდამ, არ გამოუვა.
ვხედავ, მომავალში რუსეთის პრეზიდენტი კი არ გადადგება, არამედ გაქრება!
გარდა ამისა, ვხედავ, რუსეთში კვლავ იქნება დიდი წყალდიდობები, კვლავ დაინთება დიდი ცეცხლი, რომელიც ტყისა და ტრამალების უდიდეს ნაწილს გაანადგურებს. ცეცხლს ვერ ჩააქრობენ. ცეცხლი განელდება მაშინ, როცა ყველაფერს გადაწვავს.
სამწუხაროა, მაგრამ მათ ეს დაიმსახურეს!!!
ამდენ ბოროტებას კოსმოსი მათ არ აპატიებს.
ახლო აღმოსავლეთში რა პოლიტიკაც გაატარეს, იმისთვის მალე დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთს — იქ „ჩამარხულ ბომბს“ საკუთარ სახლში აუფეთქებენ მუსლიმები.
ვიმეორებ: ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ატარებს ახლო აღმოსავლეთში, წარუმატებელია და დამთავრდება იმით, რომ ვხედავ ტერაქტების სერიალებს.
აქედან გამომდინარე, რუსეთის ფიცხი პრეზიდენტი უსასტიკეს ზომებს მიიღებს ტერორისტების წინააღმდეგ. იგი საშინელ მდგომარეობას შეუქმნის მუსლიმებს.
დაიწყებს ქვეყნის დასუფთავებას. თითქმის ყველას განდევნის ქვეყნიდან.
ვხედავ, იწვის მეჩეთები. რუსეთის ახალგაზრდობა თავისი ქმედებებით ფაშისტებს გაასწრებს. მათ მხოლოდ სასიკვდილო განაჩენი დააკმაყოფილებთ და აღასრულებენ კიდევაც.
ისე, ფაშისტებად კი იწოდებიან. მათი ლოზუნგებია: „გავათავისუფლოთ რუსეთი ურჯულოთაგან!“ „ძირს მკვლელი ისლამისტები!“ და ა.შ.საინტერესო ის არის, რომ არავინ წავა წინააღმდეგი. „ასეთი პოლიტიკის გატარება თუ გადაარჩენს დედა რუსეთს, მეტი არაფერი!“ — ასე იფიქრებს მთელი ქვეყანა.
რუსეთის პრეზიდენტს მსოფლიოს ქვეყნების აზრი საერთოდ არ დააინტერესებს.
„ისლამური სახელმწიფო“ მომავალში აღარ იარსებებს. ეს ასე იქნება და ამას მთელი მსოფლიო მიესალმება.
დაიწყება დიდი თავშეყრები, მიტინგები. მთელი რუსეთი შეიგრძნობს ახალი პოლიტიკის სურნელს. ამ ტალღას ვერავინ — ვიმეორებ: ვერავინ! — ვერ შეაჩერებს.
რუსული ელიტაც, რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდის მხარეს გადაიხრება და ამას ძალიან ღიად გააკეთებენ — რუსეთის მოაზროვნე ძალაც ახალგაზრდა ოპოზიციონერის გვერდით მოგვევლინება და ასევე რუსი ოლიგარქებიც. ამ უკანასკნელთა მხარდაჭერა კი რუსეთის პრეზიდენტის დამარცხებას ნიშნავს.
ოლიგარქები მიხვდებიან, რომ ეს ბოლო შანსია და უკანმოუხედავად უნდა იმოქმედონ, თორემ ყველაფერს დაკარგავენ. და ვხედავ, ისინი მოქმედებებს იწყებენ!!!
ეს ის ძალაა სწორედ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ბოლოს მოუღებს. მის ბოროტებას აღარ ექნება ძალა. ყველა მისი მცდელობა დიდი მარცხით დამთავრდება. მას ყველა ზურგს შეაქცევს. პირველ რიგში კი, თანაგუნდელები. მეტიც, დიქტატორს სწორედ ისინი დაუძახებენ და უამრავ ფაქტსაც მოიყვანენ.
მისი ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ნაბიჯი შეფასდება როგორც დანაშაული კაცობრიობის წინაშე, თავად მას კი აღიარებენ როგორც მსოფლიოს დიდ დიქტატორს.
რუსეთის პრეზიდენტი ისტორიაში ჩაეწერება როგორც ბოროტი და დამანგრეველი ენერგეტიკის მატარებელი ადამიანი, რომლისგანაც სიკეთეს არ უნდა ელოდო.
დღეს რუსული ეკონომიკა დაშლილია პრეზიდენტის უნიათო პოლიტიკის გამო. ქვეყანაში ქაოსია, სრული კოლაფსია, ანუ რუსეთის სახელმწიფო გარდაიცვალა.
ამიტომ ყველა და ყველაფერი აღდგება პრეზიდენტის წინააღმდეგ და მსოფლიო პასუხს მოსთხოვს იმ ომებისთვის, რომლებმაც მილიონობით ადამიანი ლტოლვილად აქცია და გაანადგურა.
ასე რომ, რუსეთის პრეზიდენტი ისტორიაში, ვიმეორებ, დიდი შავი ასოებით ჩაეწერება.
საქართველო კი დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს — აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ეს მიწები არასდროს გახდება არც რუსეთისა, არც აფსუებისა და არც ოსებისა. ეს საქართველოს ძირძველი მიწებია და კოსმოსი მას არ დაუთმობს რუსეთს არასდროს!!!
ასე რომ, ფუჭი იმედები გაწუხებთ საქართველოს მტრებო! გირჩევთ დაივიწყოთ ჩემი ქვეყანა, ვინაიდან თქვენი ბრძოლა წაგებულია. ამინ!!!
ვხედავ, საქართველო, ბოლოს და ბოლოს, დაიბრუნებს თავის მიწებს!!!
ეს ყოველივე თურქეთსაც ეხება, რომელსაც უდიდესი ნაწილი აქვს ოკუპირებული ქართული მიწებისა. ამ საკითხშიც იაქტიურებს რუსეთი, აქაც საქართველოს მხარეს დადგება. თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საკითხები რუსეთს, მის პოლიტიკას აწყობს. მათ თამაშს მაინც აეხდება ნიღაბი.
დაიმახსოვრეთ: არასდროს ენდოთ რუსეთს!!!
2016 წელი, 28 ივნისი
მსოფლიოში ყველაფერი აირევა, ვხედავ, მაგრამ არა რუსეთის სასიკეთოდ. მომავალში ბრიტანეთთან ურთიერთობები ძალიან, ძალიან დაეძაბება.
თუ რა პოლიტიკას ატარებს რუსეთი და მისი პრეზიდენტი, ძალზე გაუგებარი იქნება წამყვანი ქვეყნებისთვის, მაგრამ არც ისინი დააყოვნებენ საპასუხო ქმედებებს. წავა ხილული პოლიტიკური ბრძოლები, ყველას ნიღაბი ჩამოეხსნება.
ვხედავ, ბრიტანეთი, რაც გამოთვალეს, რომ თითქოს ევროკავშირიდან გასვლის შედეგებს მოერევიან და ყველა სირთულეებს გადალახავდნენ, ძალიან ცდება.
შემოსავლები დაიკლებს, გაზრდილი ფასები კი სახელმწიფო ბიუჯეტს ძალიან დაარტყამს.
ბრიტანეთს მცირე ხნით მძიმე პერიოდები ელის.
ხალხი ორად გაიყოფა, მაგრამ ქვეყანა გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
თუმცა, ვხედავ, ევროკავშირიდან გასვლა არაფერს ცვლის ბრიტანეთის პოლიტიკაში.
იცოდეთ, რომ ევროკავშირი — ეს საბჭოთა კავშირი არაა!!
!ჯერ კიდევ 1992–1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე ის, რაც დღეს ხდება ევროპაში.
საბოლოო ჯამში, ევროპის ქვეყნები დევნილებს ყველას საკუთარ ქვეყნებში დააბრუნებენ — უკლებლივ ყველას, და მუსლიმები თითქმის აღარ იქნებიან ევროპაში.
ისევ მინდა აღვნიშნო, რომ მიგრანტთა შორის იმდენი ომისგან ლტოლვილი არ იყო, რამდენიც ბედის, უკეთესი ცხოვრების საძიებლად წასული ადამიანი.
და ასეთები ძალიან ბევრნი იყვნენ. ასე რომ, ევროპა ამით თავს გაიმართლებს.ბრიტანეთში კი დიდი ცვლილებები იწყება...", - წინასწარმეტყველებს კაკულია.
სხვა სიახლეები:
🔲 დმიტრო კულება: მრავალი შემთხვევა გვაქვს, როდესაც რუსი ჯარისკაცები ქალებს აუპატიურებენ
1732546806
საზოგადოებაპრეზიდენტმა რვა მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 8 მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულ...
1732540783
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრისვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7384 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1732538764
საზოგადოებაგიორგი კალანდარიშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტს არჩევნების შედეგები წარუდგინა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ცესკოს თავ...
1732536210
საზოგადოება„როცა რაღაცა გინდა აუცილებლად აკეთებ ყველაფერს“– „იმედის დილის“ გუნდს ბაბი კირკიტაძე შეუერთდა
ტელეკომპანია იმედს მომღერალი, ბაბი კირკიტაძე შეუერთდა. კირკიტაძე „იმედის დილის“ ერთ-ერთი წამყვანი იქნება. გადაცემის ახალი თანამშრომელი საზოგადოებას, წამყვანებმა წარუდგინეს. „მადლობელი ვარ, მიხარია… რ...
1732532114
ახალი ამბებიპარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი
88 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ისევ გიორგი ვოლსკი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დანარჩენი მოადგილეების არჩევას, ამ პოზიციებზე უმრავლესობამ ორი კანდიდატი დ...