მოიშორეთ ეს ნივთები და ახალ წელს იღბალი გარანტირებულია

ახალი წლის ღამე ცვლილებებისა და სიახლეებისთვის შესანიშნავი დროა. გირჩევთ ირგვლივ კარგად მიმოიხედოთ. თუ ამ შვიდი ნივთიდან სახლში რომელიმე აღმოაჩინეთ, დაუნანებლად მოიშორეთ და თქვენი ცხოვრებაში წარმატებები დაიწყება.
უსარგებლო ტანსაცმელი
კაბა, რომელშიც არ ეტევით, მაისური, რომელიც არასდროს ჩაგიცვამთ ან აღარასდროს ჩაიცვამთ, ის სამოსი, რომელიც თავადაც არ იცით რატომ იყიდეთ, ნაჩუქარი ტანსაცმელი, რომელიც არ მოგწონთ.
მოკლედ, მოიშორეთ ყველაფერი, რაშიც თავს არაკომფორტულად გრძნობთ. ეზოტერიკოსების აზრით, არაკომფორტული და უსიამოვნო ტანსაცმელი არა მხოლოდ სხეულს ზღუდავს, არამედ სასიცოცხლო ენერგიის ცირკულაციასაც აფერხებს.
ნივთი განსაკუთრებული შემთხვევისთვის
ეს შეიძლება იყოს ტანსაცმელი თემატური წვეულებისთვის (რომელიც საეჭვოა, რომ ვინმემ მოაწყოს) ან სამოსი, რომელიც აღარ გიხდებათ. თვალები დახუჭეთ, ღრმად ამოისუნთქეთ და სამუდამოდ მოიშორეთ არასაჭირო ნივთი, როგორი ლამაზი და „განსაკუთრებულიც“ არ უნდა იყოს.
"დაკარგული" ტანსაცმელი
თუ კაბა ან შარვალი ერთ წელზე მეტია არ გცმიათ, ნამდვილად აღარ დაგჭირდებათ. გირჩევთ. კარადის ყველაზე შორეული თაროები ყურადღებით დაათვალიეროთ და თუ ასეთი სამოსი აღმოაჩინეთ დაუნანებლად გააჩუქოთ ან გადააგდოთ.
დეკორის მოუვლელი ნივთები
ლაქები, ნაკაწრები, დაზიანებული და გატეხილი ადგილები ყველაზე ლამაზ ნივთსაც კი აუშნოებს, ამიტომ გირჩევთ, დეკორის თითოეული ნივთი ყურადღებით დაათვალიეროთ და დაზიანებული ნივთები თავიდან მოიცილოთ.
უცხო ნივთები
ყველამ იცის, რომ ახალ წელს ვალების გარეშე უნდა შეხვდეთ. იგივე ეხება სხვა ადამიანების ტანსაცმელსაც, რომელიც დროებით ითხოვეთ. ჯერ ერთი, ისინი წინა პატრონების ენერგიას ფლობენ, რომელიც შეიძლება ნეგატიური იყოს, თანაც ნათხოვარი ნივთები (მათ შორის ტანსაცმელი) ფინანსურ კეთილდღეობაში ხელს შეგიშლით.
ცუდი ასოციაციები
თუ რომელიმე ნივთი თქვენს მეხსიერებაში ნეგატიურ მოგონებებს იწვევს, არ დაგენანოთ და თამამად მოიშორეთ. ნივთები, რომლებსაც მტკივნეული მოგონებები ახლავს, თქვენი სივრცის ენერგეტიკას „მოწამლავს“ და ბედნიერებაში ხელს შეგიშლით.
ძველი კოლჰოტები და წინდები
კოლჰოტებს და წინდებს ჩვენი შარვლის ან კაბის ქვეშ ვერავინ ხედავს, ამიტომ ხშირად გახეულ ადგილს ან პატარა ნახვრეტს ვკერავთ და ვივიწყებთ, თუმცა ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ასეთი ჩვევები ჩვენს თვითშეფასებაზე გავლენას ახდენს.
თუ გსურთ საკუთარი თავის სიყვარული ისწავლოთ, ძველი კოლჰოტები და წინდები გადაყარეთ და ახლები იყიდეთ. შესაძლოა, გარეგნულად არაფერი შეიცვალოს, მაგრამ თვითშეფასება აიწევს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"ლავასოღლის" გადაწყვეტილება "არაქურდულად" სცნეს - დიდი გარჩევა კრიმინალურ სამყაროში
1749312328
სპორტიდავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ბრიტანეთის ეტაპზე „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ქართველი მრბოლელები დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე „EuroNASCAR“-ზე ასპარეზობენ. „NASCAR“-ის ევროპის სერიების ბრიტანეთის ეტაპზე, დავი...
1749308969
ახალი ამბებიტაძარში ფრესკის ხატვისას კაცი ხარაჩოდან გადავარდა და დაიღუპა - ტრაგიკული შემთხვევა ხონში
ხონის მუნიციპალიტეტში მამაკაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა ხარაჩოდან გადმოვარდა. „ინფო იმერეთის” ინფორმაციით, შუახნის კაცი ტაძარში გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ გუბში მოხდა. არსებული ინფორმაციით,...
1749307723
ახალი ამბებითბილისის მერიის ცნობით, გლდანში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების სქემა იცვლება
გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისის 09:00 საათიდან – აგვისტოს ბოლომდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად აიკრძალებ...
1749307458
ახალი ამბებიჯუმბერ იზორია მამუკა ხაზარაძეს: მე როცა სამშობლოს იარაღით ხელში ვიცავდი, თქვენ საცხოვრებელი სახლისა და ლუკმაპურის გარეშე ტოვებდით ჩვენს მოქალაქეებს, თქვენი განცხადება ჩხოროწყუელებისთვის არის დამამცირებელი
„ჩემთვის არ არის სიახლე ის, რომ თქვენ ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელების ინტერესები არ გაღელვებთ, მე კი ბედნიერი ვარ, რომ მთელი ცხოვრება ჩხოროწყუს სიყვარულს და ჩხოროწყუელებს მივუძღვენი. ვიყავი მე-9 მოწვევის პ...
1749304987
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება
საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ...