მომავალში საქართველოში ზოგი ეროვნება წაიშლება, ანუ გაქრება… - ლელა კაკულია
პოპულარული ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე 1994 წელს გამოქვეყნებულ წინასწარმეტყველებებს აზიარებს, რომელშიც საქართველოს მომავალს შეხება.
ლელა კაკულიას ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ „რაც მსოფლიოში მოხდება, საქართველო მართლა გადაურჩება – გადაურჩება განადგურებას“.
“ეს წინასწარმეტყველება, რომელიც 28 წლის წინ წარმოთქვა ქალბატონმა ლელა კაკულიამ, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია თავად მისთვის. დარწმუნებულები ვართ, ეს ჩანაწერი ბევრ თქვენგანს ემახსოვრება, რომელსაც ლელა კაკულიამ საქართველოს განვითარების პროგრამა უწოდა.
ვფიქრობთ, მისი გახსენება კიდევ ერთხელ მოგესალბუნებათ და სრულიად საფუძვლიანი იმედითაც აღგავსებთ – მით უმეტეს მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ წაუკითხავს
1994 წელი, 1 აპრილი, დღის 12 საათი
ხედვაში თეთრი ჯვარია საქართველოს თავზე. დგება წლები სიძლიერისა და გამრავლებისა.
მომავალში საქართველო ხელშეუხებელი ზონა იქნება. დღევანდელ (1994 წლის) პოლიტიკურ მოღვაწეთაგან არცერთს არ ვხედავ მთავრობის ხაზით მომავალში. ისინი ხელის ერთი მოსმით ქრებიან თითქოს.
მართლაც საშინელი პერიოდი გადაიტანა საქართველომო, ასე ვიტყვით მომავალში.
ვხედავ, შავ ზღვაზე საქართველო ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იქნება. შევალთ ნატოში. იმ დროისთვის რუსეთი ძალიან დასუსტებულია – მუსლიმები დაუპირისპირდებიან. სრულდება, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე რუსეთზე, ამიტომაც მას საკუთარი თავი dააინტერესებს და არა სხვები.
იმას, რაც მსოფლიოში მოხდება, საქართველო მართლა გადაურჩება – გადაურჩება განადგურებას!
მომავალში საქართველოში ზოგი ეროვნება წაიშლება, ანუ გაქრება…
მეცნიერული ხაზით საქართველო ძლიერდება და რუსების მიერ დახშული კარები იღება.
ქართული მეცნიერული იდეები გააოცებს მსოფლიოს ისევე, როგორც ჩემი წინასწარმეტყველებები. ჩვენც კი გაგვიკვირდება, თუ რამდენი ნიჭიერი ადამიანი, ფენომენი გვყოლია ყველა დარგში. ეს რეალობაა.
ჭადრაკში, მაგალითად, საქართველოს წლების განმავლობაში განადიდეს ახალი დედოფალი – პატარა ნინო.
ფეხბურთში ახალი გუნდი იქმნება. მოდის ახალი ძალა – მსოფლიოს გააკვირვებენ. ხელოვნებასა და გამოგონებებზე აღარც ვლაპარაკობ.
ვხედავ ზამთრის ოლიმპიადები ბაკურიანში.
შავი ზღვისპირეთი სოხუმიდან ბათუმამდე, ანუ სოჭიდან თურქეთის საზღვრებამდე — ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე იქნება. წავა ახალი პროექტებით მუშაობა, მშენებლობა. არქიტექტურულ იდეებს მოგვაწვდიან (ანუ დაამუშავებენ) ამერიკელები და ევროპელები. ყველა ჩაერთვება.
შევიმუშავებთ ჩაის ახალ ტექნოლოგიას, „კოლხეთის მედეას“. ბალახებს, ანუ ჩაის, რომელსაც სრული მოწონება და აღიარება ელის, თვით ჩინეთი და ინდოეთი შეისყიდიან, რადგან ეს საკვირველი ბალახი იზრდება მხოლოდ კოლხეთში.
ქართველები დაიწყებენ წარსულის, ძველი ისტორიის ამოქექვას, დაინტერესდებიან, როგორ მოქმედებდნენ მეფენი, ანუ როგორი იყო მათი პოლიტიკა; დაიწყებენ წარსულის ეკონომიკის შესწავლას, გაარკვევენ, სად მოდიოდა მდიდარი მარცვლეული, სად რა ხარობდა უკეთესად და ყველაფერს თავის ადგილზე დააწყობენ.
სხვა ქვეყნის კაკალი, კარტოფილი, სტაფილო ან ყურძენი არ ხარობს საქართველოს მიწაზე არცერთ შემთხვევაში!!! ასეთმა შემოტანამ გაანადგურა ძვირფასი ნერგები და მარცვლეულობანი. ამიტომ მოგვაქვს და მოვაშენებთ წარსულის ნერგებს, ვთესავთ ნათესებს და ისევ მოძლიერდება ქართული სოფელი. საქართველოს მიწა ივსება ხვავითა და დოვლათით.
ვაზი – მშვენება ქართველთა და სიმბოლო ქართველი კაცისა, უბრუნდება ქართულ მიწას. მეღვინეობა დიდად განვითარდება და ჩვენი ღვინოები პირველ ადგილსაც დაიკავებენ მსოფლიოში.
მესხეთ-ჯავახეთი იქნება ერთ-ერთი ძლიერი სამიწათმოქმედო ადგილი საქართველოში. აბიბინდება პური, ჭვავი, სელი (სელის ქარხნებსაც ვხედავ), გაიხარებს მრავალი ნარგავი და ნათესი. მესხეთ–ჯავახეთი გულია საქართველოსი მომავალში.
შირაქის ველებზე უზარმაზარ პროგრამას განახორციელებენ და მთელ საქართველოს მოედება გლეხის – ქართველი კაცის ხელი. და ვხედავ იმ დროს, როცა საქართველოს არავისი არაფერი არ დასჭირდება (ანუ პროდუქტი).
კავკასიონსა და სხვა მხარესაც ისევ მოეფინება ცხვრის ფარები, თანაც ისეთი რაოდენობით, როგორიც, მგონი, არცერთ საუკუნეს არ ახსოვს.
მეცხოველეობა განსაკუთრებით დასავლეთში, კოლხეთის დაბლობზე იკიდებს ფეხს.
და საიდან ეს ყველაფერი? იქიდან, რომ ყველაფერს სათავეში დაუდგებიან მეცნიერები, მცოდნენი საკუთარი საქმისა. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრი იქნება მეცნიერი მიწისა და სოფლისა და. ა.შ.
ასეთი გამომგონებლებისა და მეცნიერების წყალობით (განსაკუთრებით, ისტორიკოსებისა, რომლებიც წარსულისა და მომავალი საქართველოს დადებით მხარეებს აერთიანებენ) საქართველო ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა იქნება მსოფლიოში!”
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵400 ათასი ფაიზერი ფუჭდება, რატომ არ უშვებენ მეოთხეჯერ აცრას? - რომან გოცირიძე
1784830230
მსოფლიოგერმანიის ქალაქ რეგენსბურგში, ბანკის ფილიალში დანით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში, ბანკის ფილიალში დანით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდასხმისას მამაკაცი მძიმედ დაიჭრა. დ...
1784827926
ახალი ამბებიპაველ დუროვი: რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება, ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წლიურად კვლავ 8%-ით იზრდება
„ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს მიმართ აღტაცებას გამოთქვამს და საქართველოს მთავრობის ბიზნესპოლიტიკასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უსვამს ხაზს. „...
1784825371
ახალი ამბებიაშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპს ავალდებულებს ამერიკელი სამხედროები ირანში კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანოს
„წარმომადგენელთა პალატის წევრებმა 23 ივლისს კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები კვლავ ძლიერდ...
1784821632
მსოფლიობერლინის ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებულ გამოკითხვაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პირველად ლიდერობს
ბერლინში ადგილობრივ არჩევნებამდე 59 დღით ადრე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პოპულარობით პირველი ადგილი დაიკავა. სოციოლოგიური ინსტიტუტის, Insa-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გამოცემა Welt-...
1784820046
ახალი ამბები23 ივლისიდან გამოცდებში მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაერთნენ
დღეს, 23 ივლისს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ორ სესიად ჩატარდა საერთო სამაგისტრო გამოცდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ა...































