ქართველი ემიგრანტის მძიმე ისტორია - "ერთ დროს საყვარელი მამაკაცი ჩემი ქალიშვილის მამამთილი გახდა"

ერთადერთი ქალიშვილის დედა ვარ, შვილი მარტომ გავზარდე და ხომ წარმოგიდგენიათ, მასზე ფიქრებში რამდენი ღამე მექნება დათენებული, – უყვება ჟურნალ “სარკეს” შუა ასაკის ქალი, – წარმოსახვებში ვხედავდი მის მომავალ ქმარს, ოჯახს, სადაც ბინას დაიდებდა. ყველაფერი ლამაზ ფერებში წარმომედგინა. სინამდვილე კი მუქი და ძალიან მძიმე აღმოჩნდა.

ჩემი ქალიშვილის მამამთილი ის მამაკაცი გახდა, რომელიც ერთ დროს ძალიან მიყვარდა. ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მაგრამ ჩემზე უფროსი იყო. რაიონში ვცხოვრობდით. სტუდენტი რომ გახდა, სკოლაში პედაგოგების სანახავად მოდიოდა. სწორედ მაშინ შემამჩნია და მანამდე არ დამანება თავი, სანამ არ შემიყვარდა. ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული, მაგრამ ძალიან ძლიერი, სათუთი. მეგონა, მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა ეს ბედნიერება, მაგრამ შევცდი.
მისი მშობლები თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად და სხვა წრეში აღმოჩნდნენ. დედამისს რაიონში გაზრდილი ღარიბი ოჯახის შვილი რძლად აღარ მოსდიოდა თვალში. ვერც გაამტყუნებდი, ყველანაირად კარგი შვილი ჰყავდა – შეხედულებით, განათლებით და, რა გასაკვირია, რომ მისთვის საუკეთესო გოგოს ეძებდა?
ამას ახლა ვფიქრობ, თორემ პატარა, მეოცნებე გოგოსთვის შეყვარებულის დაკარგვა ტრაგედია იყო. მას სხვა შერთეს ცოლად, ის, ვინც დედამისს მოსწონდა.
3 წლის შემდეგ მეც გავთხოვდი, მაგრამ სიყვარულით – არა. მომავალმა მეუღლემ და მისმა დამ მოტყუებით წამიყვანეს, ვითომ სხვაგან მივყავდი და ნათესავის სახლში ამომაყოფინეს თავი, ფაქტობრივად მომიტაცეს.
შეიძლებოდა ბედს შევგუებოდი და ძველი სიყვარულიც დამევიწყებინა, ქმარი კარგად რომ მომექცეოდა. მასთან ყოფნა დღითი დღე უარესი ხდებოდა, ცოლ-შვილი, ოჯახი არ აინტერესებდა, სხვა ქალებს დასდევდა, ჩემთვის კი მხოლოდ გინება და ფიზიკური შეურაცხყოფა ემეტებოდა. ბოლოს იძულებული გავხდი, 6 წლის ქალიშვილთან ერთად მისი სახლიდან წამოვსულიყავი.
მას შემდეგ რა არ გადავიტანეთ მე და ჩემმა შვილმა, მაგრამ დედაშვილობის ძალა მეხმარებოდა, რომ ყველაფერს გავმკლავებოდი. ბოლოს უცხოეთში წავედი სამუშაოდ, ჩემს გოგონას იმიტომ მოვწყდი, რომ მისთვის კარგი მომავალი შემექმნა.
ალბათ ჯობდა, უცხოეთის გზას არ დავდგომოდი, რადგან რაღაცები გამომეპარა. ერთ დღესაც ჩემმა ქალიშვილმა სიურპრიზი მომიწყო და “სკაიპით” ვიღაც ბიჭი გამაცნო, დედა, გავთხოვდი, ჩემი ქმარიაო. ასე ნაწვალები დედა იმის ღირსადაც არ ჩააგდო, რომ საქმრო წინასწარ ეჩვენებინა ან ეთქვა, რასაც აპირებდა. თქმა ვერ გაგიბედე, შემეშინდაო, თავი ამით იმართლა, თუმცა თვითონაც კარგად იცის, როგორ უმადურადაც მომექცა.
ყველაზე საშინელება ის არის, რომ იმ კაცთან დამანათესავა, რომელიც ერთ დროს მიყვარდა. რამდენჯერ მიფიქრია, მისი ცოლი რომ ვყოფილიყავი, რა და როგორ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში… ახლა კი არ ვიცი, იმ ადამიანს ასე როგორ უნდა ვუყურო. შვილიშვილებიც გვეყოლება, ბევრი საერთო გვექნება, მაგრამ შევძლებ კი მასთან ურთიერთობას?
ისიც ართულებს ყველაფერს, რომ ვიცი, რაღაცნაირად შემოგვხედავენ, რადგან ჩვენი ამბავი გაიხსენეს. დედამისი ცოცხალია, კარგად იცის, რაც დამიშავა და არა მგონია, ჩემი შვილი გაახაროს. მათთვისაც სიურპრიზი იყო ვაჟის არჩევანი, თორემ ჩემს გოგოს სახლში არაფრით შეუშვებდნენ. იმის მეშინია, რომ ჩემი შვილის დედამთილმა ჩემზე არ იეჭვიანოს და ერთადერთი შვილი არ გამიმწაროს.
აღარ ვიცი, ამ განცდებს როგორ მოვერიო. უცხოეთში შვილის ნახვის და ზრუნვის ოცნება მასულდგმულებდა, ახლა ესეც აღარ მაქვს. ყველაფერმა აზრი დაკარგა და არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო…
წყარო: ჟურნალი “სარკე”

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ქმარმა მეორე ცოლის მოყვანის სურვილი გამოთქვა და გამუდმებით ლაპარაკობს ამაზე, მე კი აღარ შემიძლია ამის მოსმენა

🔵რაც ერთიანი იყო, ნაწილებად დაიშლება, ეს რუსეთის გვერდით მოხდება - რა ხილვა ჰქონდა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაზე ვანგას

🔵ექიმი: ყელის ტკივილის არ უნდა შეგეშინდეთ, რომ დაგახრჩობთ... როგორც წესი ეს მთავრდება კატარალური მოვლენებით

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787925812

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული 10-წლიანი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე - რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან მისი წასვლა დანაკლისია

„პოლიტიკიდან მამუკა მდინარაძის წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, „მამუკა მდი...

არჩილ გორდულაძე

1787923715

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციონერი აქტივისტის რუსეთში სტუმრობაზე: საუბრობენ, თითქოს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზედაც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა. ისინი საზრდოობენ ამ ყველაფრით

ისინი არიან ფარისევლები. რაღაცაზე საუბრობენ, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად წარმოუდგენელია, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზუსტად იმას აკეთებენ, რაზედაც საუბრობენ, რომ თურმე მორალურად მიუღებელი ყოფილა....

ლევან მაჭავარიანი

1787922220

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ფინალშია

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ფინალშია. ნახევარფინალში ფრანგი მეტოქე დაამარცხა და ოქროსთვის ბრძოლას ფინალში გააგრძელებს. ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

ეთერ ლიპარტელიანი

1787921186

ახალი ამბები

ავლაბარში ადამიანი მოკლეს

თბილისში, ავლაბარში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 1 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დეტალი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით...

პოლიცია, ლენტი

1787919948

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ნახევარფინალშია

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანას გრანდ-სლემის ნახევარფინალშია. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. ეთერ ლიპარტელიანმა იტალიელი მეტოქე იუკოთი დაამარცხა და ლოზანას გრანდ-სლემის ნახევარფინალშია.

ეთერ ლიპარტელიანი