რუსეთში მოდის ახალი მთავრობა, ახალი ხალხი... მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურას ჩუბაისი წამოსწევს - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია
ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია თავის ფეისბუკ გვერდზე მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.
„მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი მდგრადი განვითარების საკითხებში ანატოლი ჩუბაისი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანაც დატოვა. ამ გადაწყვეტილებით მან უკრაინაში პუტინის ომი გააპროტესტა. ანატოლი ჩუბაისი ჯერჯერობით არ ეკონტაქტება მედიასაშუალებებს და არც არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ამ დროისათვის უცნობია, სად იმყოფება იგი. თუმცა გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტებმა თურქეთში დააფიქსირეს ერთ-ერთი ბანკომატიდან ფულის მოხსნის დროს.
როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, რუსეთის პოსტსაბჭოთა ეკონომიკური რეფორმების არქიტექტორი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექს-ხელმძღვანელი, რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებს. მაგრამ...მაგრამ ქალბატონ ლელა კაკულიას, რაღა თქმა უნდა, ანატოლი ჩუნბაისის შესახებაც აქვს ჩაწერილი წინასწარმეტყველებები, ვინაიდან ამ პიროვნებამ დიდი როლი უნდა შეასრულოს რუსეთში ახალი პრეზიდენტის მოყვანაში.
რამდენიმე ძველ წინასწარმეტყველებას შეგახსენებთ.
1996 წელი, 22 ნოემბერი:
რუსეთში დიდი გადატრიალება მზადდება. ჩუბაისი შეიძლება მოვიდეს პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე, მაგრამ პრეზიდენტი არასდროს გახდება. პრეზიდენტი სხვა იქნება.
1997 წელი, 25 მაისი:
რუსეთს ვაფრთხილებ! თუ არ შეიცვალა პოლიტიკა და არ მოეშვა საბჭოთა კავშირის (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) აღდგენას, კავკასიელები პირდაპირ მოსკოვში შევარდებიან; დიახ, ვხედავ, მოსკოვში!რუსეთის ჯარს არ უშველის გენერლების ცვლა; რუსეთის არმია საკმაოდ სუსტდება მომავალში.ჩუბაისი ისევ არენაზე ჩნდება.
1998 წელი, 5 იანვარი:
ვხედავ რუსეთში დიდ ცვლილებას. ვხედავ, ჩუბაისი აიწევს უფრო მაღლა, ყველაფერს მოისყიდის და შერჩეულ კანდიდატურას წამოსწევს პრეზიდენტის პოსტზე.
1998 წელი, 10 სექტემბერი:
რუსეთის კრიზისიდან გამოსვლას ვერ ვხედავ. რუსეთის პარლამენტში ძალიან აფორიაქდებიან, მიხვდებიან, რა შეცდომებიც დაუშვეს. არენაზე ჩნდებიან ძველი პოლიტიკოსები — ჩუბაისი, შუმეიკო და ა.შ. რუსეთი იძირება. საშინელი ქაოსია. ფულის – რუბლის ინფლაცია ისევ იქნება, პირველ ინფლაციაზე უარესი. რუსეთში უცხოელ ბიზნესმენებს გაუჭირდებათ. ეს დიდ სირთულეებს მოუტანს რუსეთს. ძლივს აღადგენენ მერე ურთიერთობებს. მანამ კი ყველა გარბის მოსკოვიდან. დიდი ქაოსი იქნება. უკრაინასთან ისევ ატყდება დავა. ეს უკვე მართლა სერიოზულია. რუსეთის პოლიტიკა დიდ კრახს განიცდის მომავალში, ვხედავ.
1999 წელი, 21 აპრილი:
რუსეთში მოდის ახალი მთავრობა, ახალი ხალხი. ვხედავ ჩუბაისს, ვხედავ კაცს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტი გახდება.ახლო მომავალში კი რუსეთი წააგებს ევროპაშიც და აზიაშიც.
1994-1993 წლებში აღვნიშნე:
საწყალი რუსეთი! ისეთ ჩიხში მოემწყვდევიან, რომ მეცოდებიან-მეთქი. ყველაფერი სრულდება ასი პროცენტით.
2000 წელი, 21 მარტი:
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი განწირულია. მისი პოლიტიკა არ გაამართლებს, იმიტომ, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი. ის მეომარია.არც არავის დაუგდებს ყურს, იგი დიქტატორია. დაერევა „დუმას“, არ მისცემს არავის მისი ლანძღვის საშუალებას – პირდაპირ სამაგიეროს გადაუხდის.რუსეთის მთავრობა შეირყევა. თავიდან მოსწონთ მისი ნაბიჯები, მერე კი ყველა გამწარდება. ამაზე პრესაც ალაპარაკდება.
ევროპასა და ამერიკასაც გააღიზიანებს, ძალიან გათავხედდება, ბევრს გადაიმტერებს. ამ პიროვნებაში მიძინებული სატანაა. ვაი ყველას!იგი დიდ დარტყმას მიაყენებს არა მარტო მთავრობას – კრემლს, არამედ რუს ხალხსაც. ომს არ ამთავრებს, „ომი მოსწონს!“ – ასე იტყვიან კიდეც. ბევრს დაიპირისპირებს და მტრად გაიხდის ძლიერებს ამ ქვეყნისა. ჰოდა, აქედან დაიწყება ყველაფერი.პუტინი არც კომუნისტებს მოსწონთ მომავალში, არც დემოკრატებს და არც ანარქისტებს.
და აი აქ უცებ გამოჩნდება ჩუბაისი; თავად სურს თუ არა, ამოტივტივდება. მას უზარმაზარი, დიდი ფული აქვს. ეს ერთადერთი ადამიანია, ვინც გაუწევს წინააღმდეგობას პრეზიდენტ პუტინს და მოუგებს კიდეც ასი პროცენტით.მოგვიანებით არენაზე, თვითონაც რომ არ ელის ისე, ჩნდება რუსეთის პრეზიდენტად ნაწინასწარმეტყველები კაცი...“ - წერს ლელა კაკულია თავის ფეისბუკ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
1793624012
ახალი ამბებისადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...
1793623405
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...
1793622877
საზოგადოებაკახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ
ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების, არსებული პრობლემების მოგვარებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა, რომლებიც ითვალისწინებს გაზშემკრები სისტემის მოწყ...
1793620541
ახალი ამბები🎥 სადგურის მოედანზე ხანძარია
სადგურის მოედანზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება...
1793620384
საზოგადოება„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭო კორპორაციის წესდების თანახმად 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორა...


























