სექსი ასაკში - სექსუალური ცხოვრება არ კვდება, ან არ უნდა მოკვდეს, ასაკის მატებასთან ერთად

70-დან 80 წლამდე მამაკაცებიდან ყოველი მესამე ამბობს, რომ სექსუალურად აქტიურია. 
ქალებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია.

სექსუალური ცხოვრება არ კვდება ან არ უნდა მოკვდეს ასაკის მატებასთან ერთად. სექსი ისეთივე ბუნებრივია, როგორც კვება, ძილი, მადა... ამ ყველაფერს ფიზიოლოგიურად აკონტროლებს ტვინის არქაული არეალი - ჰიპოთალამუსი.

უბრალოდ დროის მსვლელობასათან ერთად, იცვლება ორგანიზმიც. შესაბამისად უნდა ვიყოთ ადაპტიურები და გაითვალისწინოთ ახალი მოცემულობები.

მაგალითად, ქალებში კლებულობს ესტროგენის დონე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ვაგინალური სისხლის მიმოქცევის ან/და ლუბრიკაციის შემცირება, ვაგინალური ლორწოვანი გარსის გამოშრობა, აღგზნებადობის დროში გაწელვა ...

ასეთ დროს მართებულია გინეკოლოგიური გამოკვლევა და შესაბამისი ესტროგენის შემცველი სანთლების, კრემების თუ სხვა პრეპარატების დანიშვნა.

შესაძლებელია საჭირო ან/და კომფორტული გახდეს ლუბრიკანტის ხმარება.

მამაკაცებში იკლებს ტესტოსტერონი, რამაც ზოგადად ლიბიდო შეიძლება შეასუსტოს. ასაკში გამოხატული პროსტატის პრობლემებიც ხანდახან ნეგატიურად მოქმედებს სექსუალურ ცხოვრებაზე - ერექციაზე, ეაკულაციაზე, ორგაზმზე.

ერექციის პრობლემების გარკვეული ტიპები დღეს გვარდება საკმაოდ ეფექტურად, ფარმაკოლოგიურად თუ ფსიქოთერაპიულად.

აღსანიშნავია ფსიქოლოგიური ფაქტორებიც. მათი მკვებავი შეიძლება იყოს არასწორი ინფორმაცია და ამის ფონზე  წარმოქმნილი ცრურწმენები, კომპლექსები, სირცხვილი, თავდაუჯერებლობა, შიში...

ასევე გადასახედია მედიკამენტები, რადგან არაერთი წამალი იწვევს სექსუალურ დისფუნქციას. ამაზე აქ ვერ გიპასუხებთ, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

აქაც საჭიროა პარტნიორებს შორის ღია კომუნიკაცია -  მკაფიოდ თქმა, თუ რომელიმე პოზიცია მტკივნეულად ან არასასიამოვნოდ აღიქმება, ან თუ ადრე ეფექტური სტრატეგია, მეთოდი ახლა აღარ ამართლებს.

სათანადო დრო უნდა დაეთმოს პრელუდიას - კოცნას, ფერებას, ალერსს, ეროგენული ზონების სტიმულაციას... ეს ყველაფერი ამზადებს ადამიანს ნევროლოგიურად, ფიზიოლოგიურად, ჰორმონალურად, ფსიქოლოგიურად სქესობრივი აქტისთვის.

მთავარი ქვაკუთხედი კი რჩება, როგორც ყოველთვის სექსუალურ ცხოვრებაში, ღია და გულწრფელი კომუნიკაცია.

იმდენნაირი სექსუალური პროფილი არსებობს, რამდენიც ადამიანია. შესაბამისად იშვიათად ემთხვევა ორი ადამიანის სექსუალური წარმოდგენები, სურვილები, ფანტაზიები ერთი ერთში, ეს ნებისმიერ ასაკში!

არ დაგვავიწყდეს: ადამიანის სექსუალური ცხოვრება არის ძალიან ინტიმური და ინდივიდუალური სფერო, რომელიც დედამიწაზე არავის საქმე არ არის გარდა ამ კონკრეტული ადამიანისა და  მისი პარტნიორისა!

მოკლედ, ძალით ნუ დავასამარებთ იმას, რაც ბუნებას არ მოუკლავს! ასაკი არ არის ფინიში, არამედ გზის ახალი მონაკვეთი.

ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!

წყარო: "თქვენი ჰაუსი - მედიცინა და ფსიქოლოგია"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773751916

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 18 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ქალაქ რუსთავში, ნიკოლაძის ქუჩა N3-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1773750896

საზოგადოება

თამარ მემანიშვილი: აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მემანიშვილმა, „იმედის დღის“ ეთერში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი გან...

თამარ მემანიშვილი

1773750477

ახალი ამბები

კლინიკის დირექტორი პატრიარქზე: მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება, მაჩვენებლები საკმაოდ საყურადღებოა

„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის სოფიო ასპანიძის განცხადებით, პატრიარქის მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება. როგორც მან განმარტა, შეკრებილია კონსილიუმი, რომელშიც ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები შ...

კლინიკის დირექტორი

1773749424

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს - როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?

„როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?“,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომ...

შალვა პაპუაშვილი

1773748656

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა...

საქართველოს პრეზიდენ