თვითმფრინავი ისე ირყეოდა, რომ ყველა მგზავრი, ათეისტებიც კი განწირული მზერით კითხულობდნენ გადარჩენის ლოცვებს - ილია ჩაჩიბაია
ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სახალისო ისტორიას აქვეყნებს, რომელიც თვითმფრინავით ფრენისას გადახდა თავს.
„ცოტა ხნის წინ, შიდა რეისზე თვითმფრინავით ვიმგზავრე. გორის მიდამოებში ძლიერი ქარი იყო. თვითმფრინავი ისე ირყეოდა, რომ ყველა მგზავრი, ათეისტებიც კი განწირული მზერით კითხულობდნენ გადარჩენის ლოცვებს.
მოულოდნელად, თვითმფრინავმა კიდევ ერთი, უფრო ძლიერი რყევა განიცადა, გვერდით მჯდომი სასიამოვნო გოგონა კი ჩემს მკლავებში აღმოჩნდა. ისე მივეხუტეთ ერთმანეთს, თითქოს - ეს გადარჩენის ერთადერთი შანსი ყოფილიყო.
- უკან ჩემი ქმარი ზის, უკაცრავად, - მოიბოდიშა გოგონამ.
ავტომატურად, ორივე უკან შევტრიალდით და რას ვხედავთ, ქმრის მკლავებში ქერათმიანი უცხოელია მოქცეული და შიშგამქრალ თვალებს ნაბავს. აგვიტყდა სიცილი.
ბორტგამცილებელმა მალე დაგვამშვიდა, რყევები თქვენ არ გცოდნიათ რა არის, ამაზე უარესები ხდება, არ ინერვიულოთო.
P.S. ეს ფოტო გადაღებულია სხვა რეისზე, ვნებათაღელვას აქ ადგილი არ ჰქონია.
ასევე დაგაინტერესებთ:
1792345297
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას
ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...
1792344078
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით, მთავარ პრიორიტეტად რჩება სოციალური მხარდაჭერის პროგრამები
ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...
1792342231
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: 2012 წლამდე მთლიანად დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი სულ 25 მილიონი იყო, ახლა მარტო განსახლების პროგრამაზე წელიწადში 250 მილიონი იხარჯება
2012 წლამდე მთლიანად დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი იყო სულ, მთელი წლის განმავლობაში. ახლა მარტო განსახლების პროგრამაზე, რომელიც მოიცავს ბინების მშენებლობას, სოფლად სახლის პროგრამას და ა.შ.,...
1792340375
მსოფლიოკანადაში, სამხედრო ბაზაზე ხანძარს, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
კანადაში, ალბერტის პროვინციაში, სამხედრო ბაზაზე ხანძარს, სულ მცირე, შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. კანადის თავდაცვის მინისტრის თ...
1792338545
საზოგადოება„ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში, კახა კალაძე საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდა
იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის თასი თბილისშია. Golden Week of Football-ის ფარგლებში, იტალიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო დ...


























