5 ტრანსგენდერ ქალს 30-მდე კაცი დაესხა თავს

ჩუღურეთში 5 ტრანსგენდერ ქალს ათეულობით ადამიანი თავს დაესხა.

ძალადობა 29 მაისს, გამთენიისას მოხდა.

ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი ფორმულას უყვება, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი კაცი მათთან სახლში მივიდა და სექს მომსახურება მოსთხოვა, უარის მიღებამ კი გააღიზიანა, ქალები სიტყვიერად შეურაცხყო, მოკვლით დაემუქრა და დაურეკა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ასევე მივიდნენ ადგილზე.

ტრანსგენდერმა ქალმა პოლიციას მიმართა, აგრესიული კაცების გარიდება და უსაფრთხოების მიზნით მათ სახლთან დარჩენა სთხოვა.

ამის შემდეგ სახლში მოვიდნენ სხვა ტრანსგენდერი ქალები, რომლებიც იმავე ბინაში ცხოვრობენ. მათ თავდამსხმელი 30-მდე სხვა კაცთან ერთად დახვდა. ტრანსგენდერ ქალებზე ფიზიკურად იძალადეს, ესროლეს ქვები.

ასევე, თავდამსხმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქალს, ვისგანაც ბინა აქვთ დაქირავებული.

ტრანსგენდერი ქალები ითხოვენ, პოლიცია უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც იყოს მობილიზებული მათ საცხოვრებელ სახლთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო - ადევნება, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, ჩადენილი ჯგუფურად.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი - ავარია მცხეთასთან

🔵დღეს დილას ვნახე რომ მეფე ერეკლეს წინააღმდეგ შეურაცხყოფები და ცილისწამება არ წყდება… - გიორგი კალანდია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1754808348

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს...

დაკავებადაკავება

1754808290

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელიცირკულა...

შსს

1754806808

მსოფლიო

თელ-ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

 თელ-ავივში ათასობით ადამიანი ქუჩაში გავიდა და „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა. Reuters-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან პრემიერ-მინისტრ ბე...

აქციაა

1754771799

მსოფლიო

„უკრაინის მეორედ დაყოფა არ მოხდება“ - ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-სთან კონტაქტებს სხვადასხვა დონეზე ინარჩუნებს

 კიევი „უკრაინის გაყოფის მეორე მცდელობას“ არ დათანხმდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის მოთხოვნებს მთელი დონბასის მისთვის გა...

ზელენსკი

1754769208

მსოფლიო

საბერძნეთმა ღაზას სექტორში რვა ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით ჩაუშვა

 საბერძნეთის საჰაერო ძალების ორმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა ღაზას სექტორში რვა ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება ჩაუშვა. ორი ბერძნული თვითმფრინავი, C-130 და C-27, 8 აგვისტოს, დილით იორდანიის მიმართუ...

საბერძნეთი