საბერძნეთმა ღაზას სექტორში რვა ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით ჩაუშვა

 საბერძნეთის საჰაერო ძალების ორმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა ღაზას სექტორში რვა ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება ჩაუშვა.

ორი ბერძნული თვითმფრინავი, C-130 და C-27, 8 აგვისტოს, დილით იორდანიის მიმართულებით გაფრინდა და ამანის აეროპორტში დაეშვა.

საკვების გარდა, მათ ასევე გადაიყვანეს პერსონალი საჰაერო მომარაგების ბატალიონიდან, რომელიც საჰაერო და სხვა რთულ ოპერაციებში სპეციალიზებული დანაყოფია.

დახმარების პაკეტები, რომლებიც ძირითადად საკვებს შეიცავდა, შაბათს, 9 აგვისტოს, ისრაელისგან ოფიციალური ნებართვის მიღების შემდეგ ღაზაში ჩაუშვეს. შემდეგ ბერძნული თვითმფრინავები ქალაქ ელეფსინაში მდებარე ბაზაზე დაბრუნდნენ.

მედიის ცნობით, მისიის დაგეგმვა, რომელიც იორდანიისა და ისრაელის ხელისუფლებასთან კოორდინირებული იყო, გასული კვირის დასაწყისში დაიწყო, თუმცა საბერძნეთმა ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაზიდვებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ივლისის ბოლოს მიიღო. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754747377

ახალი ამბები

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისბრა...

დაკავება, პოლიცია

1754747316

მსოფლიო

The Wall Street Journal: პუტინი ამბობს, რომ ომს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში შეწყვეტს

 რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ომს მხოლოდ უკრაინის მიერ ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეწყვეტს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის...

პუტინი

1754745385

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ადასტურებს, რომ ტრამპ-პუტინის სამიტის წინ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრას უმასპინძლებს

 დიდი ბრიტანეთი შაბათს, 9 აგვისტოს, აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ოფიციალური პირების შეხვედრას უმასპინძლებს, სადაც რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შეჩერების გზებს განიხილავენ. ამის შესახებ ბრიტანეთის...

ზოგადი

1754744051

მსოფლიო

ალასკის გუბერნატორი: ალასკა ტრამპისა და პუტინის ისტორიული შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად არის

 ალასკის შტატის გუბერნატორმა, მაიკ დანლივიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი შტატი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ისტორიული შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად...

მაიკ დანლივი

1754741870

მსოფლიო

თურქეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო დეკლარაციას მიესალმება

 თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ოფიციალური ანკარა მხარს უჭერს პროგრესს, რომელსაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა მყარი მშვიდობის დამყარების გზაზე მიაღწიეს. კ...

თურქეთი