ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით 27 ადამიანი დაშავდა, 41 საკვებით, ხოლო 231 ალკოჰოლით მოიწამლა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა.
ცენტრის ინფორმაციით, თბილისში 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. მათგან 6 ადამიანი, სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანებით, ჰოსპიტალიზებულია. საქართველოს რეგიონებში ამ დროისათვის აღრიცხულია პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა, კლინიკაში გადაყვანილია 13 პაციენტი.
გარდა პიროტექნიკით დაზიანებისა,
საქართველოს მასშტაბით, ახალი წლის დღეებში კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განაცხადეს, თბილისში 12 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 3 პაციენტი.
მათი განმარტებით, რეგიონებში კვებითი ინტოქსიკაციის 29 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 12 ადამიანი.
რაც შეეხება ალკოჰოლით ინტოქსიკაციის ფაქტს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აღნიშნავენ, რომ ასეთი 231 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 97 თბილისში დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზულია 20 პაციენტი.
მათივე მონაცემებით, რეგიონებში დაფიქსირებულია 134 ასეთი შემთხვევა, ხოლო ჰოსპიტალიზებულია 40 პაციენტი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მოვდივარ დედი შენს გაყინულ სხეულს მაინც ჩავეხუტები... ემიგრანტი დედის სულის შემძვრელი წერილი
🔵,,უფალმა შეუნდოს მათ, ვინც სხვა ეკლესიის ტერიტორიას ეპოტინება!" - ალექსანდრიის პატრიარქი
1792134377
საზოგადოებაირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...
1792132662
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უ...
1792132549
ახალი ამბებითბილისში, მოსკოვის გამზირზე ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. იგი ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-...
1792132503
მსოფლიოტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია იმით, რომ რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარების საკითხიც წამოჭრა და ეჭვქვეშ დააყენა, ინარჩუნებს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობის მხარდაჭერას მ...
1792130354
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კარგი ადამიანი არ არის, ვისთანაც გარიგების დადებაა შესაძლებელი. როგორც ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშ...


























