პრემიერი: საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების რეგიონში მდებარეობს, საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს

„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხებზე ერევანში გამართულ ლიდერთა სამიტში. მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და სომხეთის მთავრობას სამიტის ორგანიზებისთვის, რომელიც გვაერთიანებს თემაზე - „ლიდერები ბუნების დასაცავად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება.

„ეს სამიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და განვამტკიცოთ ერთობლივი ძალისხმევა ბუნების დაცვის მიმართულებით. 2030 წლის მოახლოებასთან ერთად, მთავარი კითხვა უკვე ის კი აღარ არის, თუ რაზე შევთანხმდით, არამედ ის, თუ რა შედეგებს ვაღწევთ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში.ამ ამოცანის საგანგებო მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოსთვის, რომელიც კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება. ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ლანდშაფტი, რომელიც მაღალმთიან მასივებს, ვრცელ ტყეებსა და 26 000-ზე მეტ მდინარეს მოიცავს, ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებას ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აქცევს. საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეისათვის საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი მილიონ ჰექტარს აღემატება, რაც ქვეყნის ტერიტორიის 15 პროცენტზე მეტს შეადგენს.

„ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში დაცული ტერიტორიები კი, საერთო ჯამში, ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიის 23 პროცენტს მოიცავს. საქართველოს ბუნებრივმა მემკვიდრეობამ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა, მათ შორისაა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, ასევე იუნესკოს ბიოსფერული რეზერვატები.ეს მიღწევები მყარ საფუძველს ქმნის შემდგომი პროგრესისთვის. საქართველო მხარს უჭერს გლობალურ მიზანს, რომლის თანახმადაც, 2030 წლისთვის ხმელეთისა და საზღვაო ტერიტორიების სულ მცირე 30 პროცენტი დაცული უნდა იყოს. ამასთან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვასა და გრძელვადიან დაცვას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792134893

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საარჩევნო ორგანოთა ასოციაციის (Association of World Election Bodies - A-WEB) მე-7 გენერალურ ასამბლეასა და საერთაშ...

გიორგი კალანდარიშვილ

1792134377

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...

ირაკლი კობახიძე

1792132662

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უ...

ნარკორეალიზაცი

1792132549

ახალი ამბები

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. იგი ადგილზევე დაიღუპა.  შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-...

მკვლელობა ბათუმში

1792132503

მსოფლიო

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია იმით, რომ რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარების საკითხიც წამოჭრა და ეჭვქვეშ დააყენა, ინარჩუნებს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობის მხარდაჭერას მ...

ტრამპი და ზელენსკი